„ქონების მმართველის უფლებამოსილებებისა და მათი განხორციელების წესისა და ფორმის დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №390 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქონების მმართველის უფლებამოსილებებისა და მათი განხორციელების წესისა და ფორმის დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №390 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/01/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/01/2026
ძალაში შესვლის თარიღი 29/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 040110050.10.003.025568
19
21/01/2026
ვებგვერდი, 22/01/2026
040110050.10.003.025568
„ქონების მმართველის უფლებამოსილებებისა და მათი განხორციელების წესისა და ფორმის დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №390 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №19 

2026 წლის 21 იანვარი

   ქ. თბილისი

 

„ქონების მმართველის უფლებამოსილებებისა და მათი განხორციელების წესისა და ფორმის დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №390 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ­­­საქართველოს კანონის (№1023-IVმს-XIმპ,  11/11/2025) მე-2 მუხლის შესაბამისად, „ქონების მმართველის უფლებამოსილებებისა და მათი განხორციელების წესისა და ფორმის დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №390 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/09/2012, 040110050.10.003.017062) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ქონების მმართველის უფლებამოსილებებისა და მათი განხორციელების წესისა და ფორმის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

1. „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი/მოძრავი ნივთის აუქციონის, მათ შორის, ელექტრონული აუქციონის, ფორმით პრივატიზებას და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;

ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პრივატიზებას პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სავაჭრო ობიექტის (მათ შორის, ინტერნეტმაღაზიის) საშუალებით;“.

2. „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. „დ − ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პრივატიზებას მესამე პირის მეშვეობით, განაწილებასა და განადგურებას;

ე) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემას;

ვ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ინიციირებასა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 29 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე