„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/13
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 22/01/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.024.016944
1-1/13
22/01/2026
ვებგვერდი, 23/01/2026
300300000.22.024.016944
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება  №1-1/13

2026 წლის 22 იანვარი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს № 77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (www.matsne.gov.ge, სსმ, №117, 31/08/2006, სარეგისტრაციო კოდი: 300.300.000.22. 025.009.162) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 48-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უფლება აქვს, სამინისტროსთან შეთანხმებით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მოცულობის ანაზღაურება მეზობელი ქვეყნის ენერგოსისტემისთვის უზრუნველყოს მომდევნო უახლოეს შესაძლებელ საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არსებული ოპერირების რეჟიმების გათვალისწინებით, მეზობელი ქვეყნის ენერგოსისტემის ტექნიკურ ოპერატორთან შეთანხმების საფუძველზე, იმავე მოცულობის ელექტროენერგიის მეზობელი ქვეყნის ენერგოსისტემისთვის ექსპორტის ხელშეკრულების გარეშე დაბრუნების (გატანის) გზით.“.

2. 48-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 481 მუხლი:

„მუხლი 481. გამონაკლის შემთხვევებში მეზობელ ქვეყანაში ავარიული სიტუაციის აღმოფხვრის, მეზობელი ქვეყნის ენერგოსისტემის სტაბილიზაციისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ელექტროენერგიის ექსპორტის ხელშეკრულების გარეშე მეზობელ ქვეყნაში გატანილი ელექტროენერგიის დაბრუნების დროებითი წესი

1. მეზობელ ქვეყანაში ავარიული სიტუაციის აღმოფხვრის, მეზობელი ქვეყნის ენერგოსისტემის სტაბილიზაციისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით, ამ წესების 142 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ელექტროენერგიის ექსპორტის ხელშეკრულების გარეშე საქართველოს ენერგოსისტემიდან გატანილი ელექტროენერგიის ის მოცულობა, რომლის დაბრუნება შესაბამისი მეზობელი ქვეყნის (თურქეთი) ენერგოსისტემიდან იმავე საანგარიშო პერიოდში ვერ განხორციელდა, წარმოადგენს დისპეჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ შესყიდულ საბალანსო ელექტროენერგიას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მეზობელი ქვეყნის ენერგოსისტემაში ექსპორტის ხელშეკრულების გარეშე გატანილი ელექტროენერგიის იმ მოცულობას, რომლის დაბრუნება შესაბამისი მეზობელი ქვეყნის (თურქეთი) ენერგოსისტემიდან იმავე საანგარიშო პერიოდში ვერ განხორციელდა, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისგან შეისყიდის ამ წესების მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ფასით.

3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორთან ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ელექტროენერგიაზე ანგარიშსწორებას ახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფასით.

4. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უფლება აქვს, სამინისტროსთან შეთანხმებით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მოცულობის დაბრუნება მეზობელი ქვეყნის ენერგოსისტემიდან უზრუნველყოს მომდევნო უახლოეს შესაძლებელ საანგარიშო პერიოდში,  საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არსებული ოპერირების რეჟიმების გათვალისწინებით, მეზობელი ქვეყნის ენერგოსისტემის ტექნიკურ ოპერატორთან შეთანხმების საფუძველზე, იმავე მოცულობის ელექტროენერგიის მეზობელი ქვეყნის ენერგოსისტემიდან იმპორტის ხელშეკრულების გარეშე დაბრუნების (შემოტანის) გზით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ელექტროენერგია ამ წესების მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის ფასის ფორმირებაში მონაწილეობს იმ ჰიდროელექტროსადგურის ტარიფის ზედა ზღვრით, რომელსაც კომისიამ დაუდგინა ყველაზე მაღალი ტარიფი.“.

მუხლი 2
ამ წესების 481 მუხლით გათვალისწინებული დროებითი წესი აგრეთვე ვრცელდება 2025 წლის ოქტომბერში საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემიდან მეზობელი ქვეყნისათვის (თურქეთი) მისი ენერგოსისტემის სტაბილიზაციისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით ექსპორტის ხელშეკრულების გარეშე გატანილი ელექტროენერგიის დაბრუნებაზე. 
მუხლი 3
 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიმარიამ ქვრივიშვილი