დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 იანვრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140080000.10.003.025572 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 იანვრის №28 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/01/2018, 140080000.10.003.020343) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:
1. დანართი №1 („სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის და საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების ნუსხა, სამსახურის საშტატო ნუსხისა და სტრუქტურული დანაყოფების მიხედვით“) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №1
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის და საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების ნუსხა, სამსახურის საშტატო ნუსხისა და სტრუქტურული დანაყოფების მიხედვით
შენიშვნა: თანამდებობრივი სარგო იმ თანამშრომლისა, რომელიც „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით სამსახურს გადის სხვა შესაბამის დაწესებულებაში, შეადგენს 3850 ლარს.“.
2. დანართი №3 („სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის და საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეთა სარგოების ნუსხა სპეციალური წოდებისათვის“) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №3
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის და საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეთა სარგოების ნუსხა სპეციალური წოდებისათვის
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები