„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 27/01/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.018789
10/ნ
27/01/2026
ვებგვერდი, 28/01/2026
430010000.22.022.018789
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

ბრძანება №10/ნ

2026 წლის 27 იანვარი

ქ.თბილისი

 

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 210211, 21/02/2011; სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016055) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-40 მუხლის 53-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„53. 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე აბიტურიენტთა მიღების, გამოცხადებისა და აბიტურიენტების დარეგისტრირების მიზნით:

ა) საგანმანათლებლო დაწესებულება, ამ დებულების მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ნაცვლად, 2026 წლის 2 მარტიდან 2026 წლის 10 მარტის ჩათვლით უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონული ფორმით ავსებს ანკეტას;

ბ) სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორის გადამოწმების შემდეგ, არაუგვიანეს 2026 წლის 16 მარტისა, ადასტურებს ამ დებულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სისწორეს და დადასტურებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, შეთანხმებული ფორმით, უზრუნველყოფს ცენტრის წვდომას უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახულ/დადასტურებულ ინფორმაციაზე. ცენტრი მიღებულ ინფორმაციას 10 სამუშაო დღის ვადაში ასახავს სპეციალურ ელექტრონულ ბაზაში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე