„კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 30/2026
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 30/01/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016858
30/2026
30/01/2026
ვებგვერდი, 02/02/2026
010210010.15.008.016858
„კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია  – 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება № 30/2026

2026 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

„კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 92-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებით დამტკიცებული კენჭისყრის ელექტრონული საშუალებებით ჩატარების წესისა და პირობების (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 06/02/2023, 010210010.15.008.016661) მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის:

1. „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატში/აპარატებში ააქტიურებს ამომრჩეველთა ვერიფიკაციის პროცესს და ამ აპარატიდან/აპარატებიდან ბეჭდავს საწყის ანგარიშს/ანგარიშებს, რითაც დასტურდება, რომ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატით/აპარატებით არცერთი ამომრჩევლის ვერიფიკაცია არ მომხდარა. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის გააქტიურება და ამ აპარატიდან საწყისი ანგარიშის ამობეჭდვა შესაძლებელია მხოლოდ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ აღნიშნულ აპარატში სპეციალური ინდივიდუალური კოდის/პაროლის შეყვანის შემდეგ;”.

2. „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი