დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.162.016709 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №33 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/12/2025, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.162.016701) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 6. სოციალური დახმარების ოდენობა სოციალური დახმარების ოდენობა განსაზღვრულია: ა) გადასახდელი თანხის 50 %-მდე (300 ლარიდან ზემოთ), წელიწადში არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა დაფინანსდებიან ის მოქალაქეები, რომლებიც არ არიან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, ხოლო ის მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულაა 120 000-მდე, დაფინანსდებიან გადასახდელი თანხის 70 %-მდე, არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა (გარდა ესთეტიკური ქირურგიის, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობის და ლოგოპედის მომსახურებისა, ასევე საზღვარგარეთ ჩასატარებელი ნებისმიერი სამედიცინო მომსახურებისა) შემდეგ შემთხვევებში: ა.ა) ეკონომიკურად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარში ჩატარებული/ჩასატარებელი მკურნალობა, ოპერაცია და ამბულატორიული (სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელი მოქმედი სატარიფო არეალით განსაზღვრული ღირებულების გათვალისწინებით) გამოკვლევები; ა.ბ) ახმეტის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მცხოვრები ბინადრობის ნებართვის მქონე პირების მკურნალობის მწვავე გადაუდებელ შემთხვევებში; ა.გ) ცერებრალური დამბლით დაავადებული, ფსიქომოტორული და სხვა მოტორული პათოლოგიის მქონე პირთა რეაბილიტაციისათვის საჭირო პროცედურები; ა.დ) 18 წლამდე ასაკის ბავშვების სტაციონარული მომსახურება (გეგმური და ჩატარებული) დაფინანსდება 100 %-ით, თუ მისი ოჯახის სარეიტინგო ქულაა 65 000-მდე (არაუმეტეს 2000 ლარისა); ა.ე) სარეაბილიტაციო პროცედურები დაფინანსდება წელიწადში არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა (18 წლამდე ბავშვები და ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია – არაუმეტეს 2000 ლარისა); ბ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სპეციალური საჭიროების და სხვა ფსიქოემოციური სირთულეების მქონე 18 წლამდე ბავშვების მუსიკალური თერაპიის არაუმეტეს ორი კურსი; გ) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური (კეთილთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზის შემთხვევაში ასევე 18 წლამდე ასაკის ბავშვები), სისტემური წითელი მგლურას და გაფანტული სკლეროზის მქონე, აგრეთვე ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმღები პირების შესაბამისი მედიკამენტების თანხის თანადაფინანსება, – წელიწადში არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა; ვეტერანები – წელიწადში არაუმეტეს 600 (ექვსასი) ლარისა; საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს საპატიო მსაჯი, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე; საქართველოს სპორტის საერთაშორისო/საერთაშორისოდ აღიარებული/მსოფლიო ოსტატი; საქართველოს სპორტის რაინდი – წელიწადში არაუმეტეს 600 (ექვსასი) ლარისა; დ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების, სოციალურად დაუცველი (65000-80000 ქულამდე) და მრავალშვილიანი ოჯახებისათვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის გადასახადის თანადაფინანსება წელიწადში 200 (ორასი) ლარის ოდენობით; ე) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის (18 წლამდე) – 400 (ოთხასი) ლარი (საახალწლო კალათი – 200 ლარი, სააღდგომო კალათი – 200 ლარი); ვ) უდედმამო ბავშვებისათვის (18 წლამდე) – 400 (ოთხასი) ლარი (საახალწლო კალათი – 200 ლარი, სააღდგომო კალათი – 200 ლარი); ზ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთში) მუდმივად მცხოვრები ოჯახები – 400 (ოთხასი) ლარი (სასურსათო პაკეტები საახალწლოდ და სააღდგომოდ – 200-200 ლარი); თ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად და სეზონურად მცხოვრებ პირთა პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტების შეძენა – 1500 (ათას ხუთასი) ლარი; ი) 95 წლის ასაკს გადაცილებულ პირთა დახმარება წელიწადში ერთხელ – 500 ლარი; კ) ოჯახების დახმარება პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში, ერთჯერადად, ბავშვის ერთი წლის ასაკამდე (გარდა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა) პირველი ბავშვის შეძენისას – 300 ლარი, მეორე ბავშვის შეძენისას – 350 ლარი, ტყუპების შეძენის შემთხვევაში თითო ბავშვზე 350 ლარი; ლ) მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩენილი გარდაცვლილი პირის დაკრძალვის ხარჯი – 400 ლარი; მ) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების ტრანსპორტირების ხარჯებისათვის – არაუმეტეს 1800 (ათას რვაასი) ლარი, ყოველთვიურად – 150 ლარი; ნ) უსინათლოთათვის დახმარება წელიწადში ერთხელ – 500 (ხუთასი) ლარი; ო) რეინტეგრირებულ ბავშვთა ბიოლოგიური ოჯახების ერთჯერადი დახმარება – 500 (ხუთასი) ლარი; პ) დაუნის სინდრომის მქონე პირთა ფულადი დახმარება წელიწადში ერთხელ – 400 (ოთხასი) ლარი; ჟ) აუტისტური სპექტრის მქონე პირთა ფულადი დახმარება წელიწადში ერთხელ – 400 (ოთხასი) ლარი; რ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირების ერთჯერადი დახმარება – 500 (ხუთასი) ლარი; ს) განსაკუთრებულ შემთხვევებში „სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის“ დასკვნის საფუძველზე სოციალური დახმარება ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ეკონომიკურად გაჭირვებული ან სოციალურად დაუცველი იმ ფიზიკური პირების და ოჯახებისათვის, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფის მოთხოვნებს ან კონკრეტული მიზეზების გამო ამ ეტაპზე შეუძლებელია დახმარება სოციალური პროგრამის სხვა მუხლებიდან – წელიწადში ერთხელ არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა; ტ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა სადღესასწაულო დახმარება 9 მაისის დღესასწაულისათვის – 500 (ხუთასი) ლარი; უ) ომის ვეტერანთა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის – 500 (ხუთასი) ლარი; ფ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახების დახმარება – 600 (ექვსასი) ლარი; ქ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მონაწილე შშმ ვეტერანთა დასვენებისა და რეაბილიტაციისთვის – 700 (შვიდასი) ლარი; ღ) ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანების შემთხვევაში ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარი (დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით); ყ) სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით ბინის ქირით უზრუნველსაყოფად – ყოველთვიურად არაუმეტეს 200 (ორასი) ლარი, 4 (ოთხი) თვის განმავლობაში; შ) ლოგინს მიჯაჭვული, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მწოლიარე და 18 წლამდე ასაკის სხვადასხვა პათოლოგიების გამო მუდმივად პამპერსით მოსარგებლე პირების დახმარება ჰიგიენური საშუალებების შესაძენად ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით; ჩ) დიაბეტით და სხვა ფერმენტოპათიით დაავადებულ 18 წლამდე ბავშვთა შესაბამისი კვების პროდუქტების შესაძენად დახმარება ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით; ც) უფასო კვების ობიექტის დაფინანსება – გამოყოფილი ასიგნების ოდენობით; ძ) 100 წლის ასაკს გადაცილებულ პირთა დახმარება წელიწადში ერთხელ – 600 ლარი; წ) ბავშვიანი ოჯახების კრიზისის პრევენციის ქვეპროგრამის ბენეფიციარების დახმარება ოჯახის გაძლიერების მიზნით წელიწადში არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა, ოჯახში ბავშვთა რაოდენობის და სოციალური პირობების გათვალისწინებით; ჭ) ძალადობის მსხვერპლი პირების ბინის ქირით უზრუნველყოფა (ყოველთვიურად არაუმეტეს 300 (სამასი) ლარი), საჭიროების შემთხვევაში მთელი წლის განმავლობაში.“. 2. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ დანართით გათვალისწინებული სოციალური დახმარებები ერთჯერადია (ერთ ბენეფიციარზე წლის განმავლობაში გაიცემა მხოლოდ ერთხელ), გარდა მე-6 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „მ“, „შ“ და „ჩ“ ქვეპუნქტებში მითითებული შემთხვევებისა, ამასთანავე „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში ერთ მოქალაქეზე გაცემულმა თანხამ წლის განმავლობაში არ უნდა გადააჭარბოს 2000 (ორი ათასი) ლარს.“. 3. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ დანართის მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლები; გ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილებიდან; დ) ექიმის მიერ გაცემული სრულყოფილი ფორმა №IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; ე) კალკულაცია ან ანგარიშფაქტურა შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან; ვ) წერილი სადაზღვევო კომპანიიდან; ზ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე; თ) ბინადრობის ნებართვის ასლი (ბინადრობის ნებართვის მქონე პირის დახმარების დროს); ი) გადაწყვეტილება სსიპ – სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან (ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამაში ჩართვის შემთხვევაში).“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები