დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში დროებით განთავსების, მიმღები ცენტრის დატოვების, მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტისა და მიმღებ ცენტრში განთავსებული პირის მფლობელობაში არსებული ნივთების განკარგვის საფუძვლებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 6 ოქტომბრის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017667 |
|
„თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში დროებით განთავსების, მიმღები ცენტრის დატოვების, მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტისა და მიმღებ ცენტრში განთავსებული პირის მფლობელობაში არსებული ნივთების განკარგვის საფუძვლებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 6 ოქტომბრის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში დროებით განთავსების, მიმღები ცენტრის დატოვების, მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტისა და მიმღებ ცენტრში განთავსებული პირის მფლობელობაში არსებული ნივთების განკარგვის საფუძვლებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 6 ოქტომბრის №104 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 06/10/2025, 140130000.22.034.017633) დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 მუხლი:
„მუხლი 10. მიმღებ ცენტრში არსებული სივრცეები 1. მიმღები ცენტრი შედგება „A“, „B“, „C“ და „D“ ფლიგელებისგან. „B“ ფლიგელში განთავსებულები არიან თავშესაფრის მაძიებლები ამ წესით დადგენილი მოთხოვნათა დაცვით. 2. დეპარტამენტის დროებითი განთავსების სამმართველოს დროებითი განთავსების ცენტრში (განყოფილება) (შემდგომ – დროებითი განთავსების ცენტრი) ადგილების არარსებობის ან/და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, მიმღები ცენტრის შენობის „C“ ან/და „D“ ფლიგელში შესაძლოა ფუნქციონირებდეს დროებითი განთავსების ცენტრი, სადაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოთავსებულები არიან საქართველოდან გაძევების მიზნით დაკავებული უცხოელები, „უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისა და უცხოელის ან თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 14 ნოემბრის №112 ბრძანებით დამტკიცებული წესის 611 მუხლით გათვალისწინებული წესითა და პირობებით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები