,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის N01-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის N01-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-41
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 06/02/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 480040000.22.030.016389
01-41
06/02/2026
ვებგვერდი, 09/02/2026
480040000.22.030.016389
,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის N01-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №01-41

2026 წლის 6  თებერვალი

ქ. თბილისი

 

„დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის №01-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის №01-74 ბრძანებით (ვებგვერდი, 03/05/2019, სარეგისტრაციო კოდი: 480040000.22.030.016194) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და წესის:
ა) მე-6 მუხლს 71 პუნქტის შემდეგ დაემატოს 72 და 73 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„72. ამ მუხლის მე-7 პუნქტით და მე-10 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიუხედავად ხელშეკრულების ვადისა და მიმდევრობით გაგრძელებული ხელშეკრულების საერთო ხანგრძლივობისა, ტექნიკურ/მომსახურე პერსონალთან დადებული ხელშეკრულება არ ჩაითვლება უვადო ხელშეკრულებად.

73. დაუშვებელია ამ მუხლის მე-7 პუნქტით და მე-10 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უვადო ხელშეკრულების გაფორმება.“;

ბ) 22-ე მუხლის ,,ი1’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი1) მივლინებული პირის მიერ ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესების  ისეთი დარღვევა, რომელმაც შეიძლება შელახოს ქვეყნის ინტერესები ან/და იმიჯი, ან ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს ან/და სამინისტროს ინტერესს;“;

გ) 36-ე მუხლის პირველ პუნქტს ,,დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,დ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,დ1) დაიცვას ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები;“;

დ) 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ მინისტრის ბრძანებით დადგენილი ეთიკისა და ქცევის ნორმების დარღვევა.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ზურაბაშვილი