დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ავტომობილის სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნევის წესისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 აგვისტოს №424 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 47 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310060000.10.003.025596 |
47
06/02/2026
ვებგვერდი, 09/02/2026
310060000.10.003.025596
„ავტომობილის სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნევის წესისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 აგვისტოს №424 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2024 წლის 12 დეკემბრის №82-Iმს-XIმპ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „ავტომობილის სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნევის წესისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 აგვისტოს №424 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/08/2022, 310060000.10.003.023635) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ავტომობილის სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნევის წესის“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სპორტული დანიშნულების ავტომობილი არის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც გავლილი აქვს ამ წესით დადგენილი პროცედურები, აკმაყოფილებს ამ დადგენილების დანართ №2-ით დადგენილ კრიტერიუმებს და რომელიც გამოიყენება საქართველოს სპორტის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მიერ სპორტის შესაბამის სახეობაში აღიარებული ა(ა)იპ − საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის (ს/ნ: 206344972, შემდგომში − ფედერაცია) მიერ ლიცენზირებულ პროფესიონალურ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები