დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 8 აპრილის №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 49 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340040000.10.003.025598 |
|
„ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 8 აპრილის №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 8 აპრილის №132 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/04/2024, 340040000.10.003.024525) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“:
1. მე-4 მუხლის: ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31-32 პუნქტები: „31. სააგენტოს მიერ, პროგრამის ფარგლებში, ფინანსდება ერთი პოტენციური ბენეფიციარის არაუმეტეს 2 (ორი) ღონისძიება, ერთი კალენდარული წლის განმავლობაში. 32. პოტენციურ ბენეფიციარს/ბენეფიციარს არ დაუფინანსებდა ღონისძიება, თუ ღონისძიების შინაარსი და/ან დასახელება არ შეესაბამება წინამდებარე პროგრამის და/ან პროგრამის განმახორციელებელი უწყების მიზნებს.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ბენეფიციარს, ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიების ღირებულების ფაქტობრივად დადასტურებული ხარჯები აუნაზღაურდება შემდეგნაირად: ა) არაუმეტეს 20%-ის ოდენობით, 50 000 ლარის ფარგლებში, თუ განაცხადის წარდგენამდე არ აქვს ჩატარებული ან ჩატარებული აქვს არაუმეტეს ერთი, იმავე შინაარსის ან/და დასახელების ღონისძიება; ბ) არაუმეტეს 40%-ის ოდენობით, 100 000 ლარის ფარგლებში, თუ განაცხადის წარდგენამდე ჩატარებული აქვს ორი ან სამი, იმავე შინაარსისა და დასახელების ღონისძიება; გ) არაუმეტეს 70%-ის ოდენობით, 150 000 ლარის ფარგლებში, თუ განაცხადის წარდგენამდე ჩატარებული აქვს სამზე მეტი, იმავე შინაარსისა და დასახელების ღონისძიება.“. 2. მე-6 მუხლს მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. დოკუმენტური შემოწმების ფარგლებში, ბენეფიციარის მიერ ანაზღაურების ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, შემდგომში გამოცხადებული პროგრამის ფარგლებში, არ განიხილოს აღნიშნული ბენეფიციარის განაცხადი.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები