„მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 07
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/02/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.159.016628
07
16/02/2026
ვებგვერდი, 17/02/2026
190020020.35.159.016628
„მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტი
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №07

2026 წლის 16 თებერვალი

ქ. მარნეული

„მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის №9 დადგენილების (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 14/03/2019; სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.159.016361)  დანართ №1-ში და

1.დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ოპერაციის, ექიმის კონსულტაციის ან/და რეაბილიტაციის, ან/და გამოკვლევის ან/და მკურნალობის ან/და მედიკამენტების შეძენის დაფინანსების  მიზნით, დახმარება გაეწევა ეტაპობრივად წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%- ით, კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 2 000 ლარისა.“

2. დადგენილების დანართ №1-ის  მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა განიხილოს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირების განცხადება, შეისწავლოს მათი მდგომარეობა და გაუწიოს დაფინანსების რეკომენდაცია მუნიციპალიტეტის მერს ან/და მის მიერ უფლებამოსილ პირს, ბენეფიციარისათვის  ჯანმრთელობის დაცვის (ოპერაცია, გამოკვლევა, მკურნალობა) მიმართულებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე