დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.018797 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 03/01/2012; სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016266) დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დებულების“ მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახური საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახურის ფუნქციებია: ა) სწავლა/სწავლების პროცესში ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა; ბ) ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიების მოძიება, მათი საგანმანათლებლო პროცესში გამოყენების საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი; გ) შერჩეული ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობების შესწავლა და საგანმანათლებლო სივრცეში მათი ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა; დ) ციფრული სერვისებისა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში მომხმარებელთა გადამზადება, მათ შორის, ტრენინგების დაგეგმვა, ორგანიზება და ჩატარება; ე) ციფრული სერვისებისა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, მომხმარებელთა სახელმძღვანელოების და ინსტრუქციების შემუშავება; ვ) მომხმარებელთა დისტანციური მხარდაჭერის ერთიანი სისტემის (სატელეფონო ცენტრი) ორგანიზება, მართვა და კოორდინაცია, მათ შორის, მომხმარებელთა მიმართვების მიღება და კონსულტაციის გაწევა; ზ) ციფრული სერვისებისა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების პროცესში გამოვლენილი საჭიროებებისა და პრობლემების აღრიცხვა და ანალიზი, სისტემების განვითარებისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები