„ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციის წესისა და ინოვაციების რეესტრის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 24 სექტემბრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციის წესისა და ინოვაციების რეესტრის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 24 სექტემბრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები სსიპ − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 23/02/2026
დოკუმენტის ტიპი სსიპ − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 440000000.89.104.016002
2
23/02/2026
ვებგვერდი, 24/02/2026
440000000.89.104.016002
„ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციის წესისა და ინოვაციების რეესტრის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 24 სექტემბრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სსიპ − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №2

2026 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №2 „ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციის წესისა და ინოვაციების რეესტრის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 24 სექტემბრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციის წესისა და ინოვაციების რეესტრის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 24 სექტემბრის  №1 ბრძანებით დამტკიცებულ „ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციის წესი და ინოვაციების რეესტრის წარმოების ინსტრუქციაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ინოვაციების რეესტრის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია: „innovationstatus.gov.ge.“.

2. მე-3 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციის მიზნით ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განაცხადით წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას, გარდა რეგისტრირებული სუბიექტების შესახებ, ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი საჯარო ინფორმაციას მიკუთვნებული მონაცემებისა.“.

3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„ინოვაციების რეესტრში ელექტრონულად გამოქვეყნებას ექვემდებარება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, გარდა „ე“„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციისა.“.

4. მე-4 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ჟ“ ქვეპუნქტი.

5. მე-4 მუხლის მეორე პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ი“ ქვეპუნქტი.

6. მე-4 მუხლის მესამე პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „თ“ ქვეპუნქტი.  

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარეავთანდილ კასრაძე