დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 53 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017996 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 76-ე მუხლის მე-3 - მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან აქციზური მარკით ნიშანდებას დაქვემდებარებულ შემოსატან აქციზურ საქონელზე აქციზური მარკების შეძენის შესახებ სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი განაცხადის საფუძველზე ამ ინსტრუქციის დანართი №IV-041-ის შესაბამისად შედგენილი „სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირისათვის აქციზური მარკების მიღება-ჩაბარებისა და გამოანგარიშებული აქციზის ოდენობის თანხის გადახდის შესახებ აქტი“ ითვლება სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ, აქტის შედგენის თარიღით, აქციზის დეკლარირებად. 4. იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან აქციზური მარკით ნიშანდებას დაქვემდებარებულ შემოსატან აქციზურ საქონელზე აქციზური მარკების შეძენისას, აქციზის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (საგადახდო დავალების) ნაცვლად, საგადასახადო ორგანოში წარდგენილი იქნება რეზიდენტი საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული აქციზის ოდენობის თანხის შესაბამისი საბანკო გარანტია, აქციზის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა მოხდება ამ ინსტრუქციის დანართი №IV-041-ის შესაბამისად „სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირისათვის აქციზური მარკების მიღება-ჩაბარებისა და გამოანგარიშებული აქციზის ოდენობის თანხის გადახდის შესახებ აქტის“ შედგენის თარიღისათვის მოქმედი განაკვეთით. 5. ამ ინსტრუქციის დანართი №IV-061-ის შესაბამისად შედგენილი „სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ გამოუყენებელი აქციზური მარკების უკან დაბრუნებისა და დარიცხული აქციზის თანხის შემცირების შესახებ აქტი“ ითვლება სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ დეკლარირებული აქციზის თანხის დაზუსტებად და ამ პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული აქციზის თანხის შემცირების საფუძველია.“. 2. მე-80 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. განაცხადს აქციზური მარკის შეძენაზე უნდა ერთოდეს სპეციფიკაცია მოთხოვნილი აქციზური მარკების თაობაზე №IV-03 დანართის შესაბამისად და აქციზური მარკების ნომინალური ღირებულების გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალების ასლი. გადამხდელის წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში განაცხადს ასევე უნდა დაერთოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 7. მეწარმე სუბიექტი/წარმომადგენელი და შემოსავლების სამსახურის აქციზური მარკების გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ადგენენ „აქციზური მარკების მიღება-ჩაბარების შესახებ აქტს“ (დანართი №IV-04).“; გ) 71 პუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) მე-16 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. დანართი №IV- 041 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 4. დანართი №IV-041-ის შემდეგ დაემატოს თანდართული რედაქციის დანართი №IV-042. 5. 801 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მატერიალური ფორმის მარკების შეძენის შესახებ პირის მიერ, გარდა სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირისა, წარდგენილ შეკვეთაში/განაცხადში მიეთითება: ა) მომხმარებლის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ) მატერიალური ფორმის მარკების დანიშნულება; გ) მატერიალური ფორმის მარკების მიწოდების სასურველი თარიღი; დ) საქონლის დასახელება; ე) გასაცემი მატერიალური ფორმის მარკების შეფუთვების რაოდენობა სახეობების მიხედვით (რულონი, ყუთი).“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები: „41. სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ მატერიალური ფორმის მარკების შეძენის შესახებ წარდგენილ შეკვეთაში/განაცხადში მიეთითება: ა) მომხმარებლის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ) მატერიალური ფორმის მარკების დანიშნულება; გ) მატერიალური ფორმის მარკების მიწოდების სასურველი თარიღი; დ) საქონლის დასახელება, სეს ესნ-ის შესაბამის კოდი და რაოდენობა. ამასთან, ალკოჰოლიანი სასმელების შემთხვევაში – ჭურჭლის მოცულობა და პროცენტული მაჩვენებელი, ხოლო თამბაქოს ნაწარმის შემთხვევაში – რაოდენობა, მოცულობა ან/და წონა და ზომის ერთეული; ე) გასაცემი მატერიალური ფორმის მარკების შეფუთვების რაოდენობა სახეობების მიხედვით (რულონი, ყუთი); ვ) გადასახდელი აქციზის თანხის ოდენობა. 42. სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ მატერიალური ფორმის მარკების შეძენის შესახებ წარდგენილ შეკვეთას/განაცხადს ასევე უნდა დაერთოს აქციზის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო დავალება) ან შესაბამისი საბანკო გარანტია.“; გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. აქციზური მარკების გაცემის დროს დგება: ა) „აქციზური მარკების მიღება-ჩაბარების აქტი“ (დანართი №IV-042) 2 ეგზემპლარად, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს პირის ან მისი წარმომადგენლის და აქციზური მარკების გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). აქტის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა პირს ან მის წარმომადგენელს. ამასთან, თამბაქოს და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებში მითითებული საქონლის მწარმოებელთან გაგზავნის შემთხვევაში დანართი №IV-042 ასევე დამოწმებული უნდა იყოს შემოსავლების სამსახურის და გადამზიდი კომპანიის წარმომადგენლის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რა შემთხვევაშიც აქტი დგება 4 ეგზემპლარად. აქტის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მეწარმე სუბიექტს ან მის წარმომადგენელს; ბ) „სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირისათვის აქციზური მარკების მიღება-ჩაბარებისა და გამოანგარიშებული აქციზის ოდენობის თანხის გადახდის შესახებ აქტი“ (დანართი №IV-041) დგება 3 ეგზემპლარად, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის ან მისი წარმომადგენელის, შემოსავლების სამსახურის და აქციზური მარკების გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). აქტის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირს ან მის წარმომადგენელს.“; დ) მე-13 და მე-14 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 6. 81-ე მუხლის 31 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 7. დანართი №IV-061 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 8. დანართი №IV-061-ის შემდეგ დაემატოს თანდართული რედაქციის დანართი № IV-062. 9. 811 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. გამოუყენებელი მატერიალური ფორმის აქციზური მარკების უკან დაბრუნების დროს დგება: ა) „გამოუყენებელი აქციზური მარკების უკან დაბრუნების მიღება-ჩაბარების აქტი“ (დანართი №IV-062) 3 ეგზემპლარად, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს პირის ან მისი წარმომადგენლის, შემოსავლების სამსახურის და შერჩეული პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). აქტის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა პირს ან მის წარმომადგენელს; ბ) „სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ გამოუყენებელი აქციზური მარკების უკან დაბრუნებისა და დარიცხული აქციზის თანხის შემცირების შესახებ აქტი“ (დანართი №IV-061) დგება 3 ეგზემპლარად, რომლის საფუძველზეც ხორციელდება ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განცხადების დადასტურება და მათი შეძენისას დარიცხული აქციზის თანხის ოდენობის შემცირება. ამასთან, აქტი დამოწმებული უნდა იყოს შემოსავლების სამსახურის, შერჩეული პირის და სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). აქტის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირს ან მის წარმომადგენელს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები