დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 18 იანვრის №25 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაოაბზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1596 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/12/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 165, 08/12/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.110.000.22.033.009.623 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.110.000.22.033.009.623
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1596
2006 წლის 6 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 18 იანვრის №25 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3, 221-ე და 224-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 18 იანვრის №25 ბრძანებით (სსმ III, 2005წ., №8, მუხ.91) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ამოღებულ იქნეს ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი;
ბ) ამოღებულ იქნეს ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები