დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 78 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300310000.10.003.025627 |
78
23/02/2026
ვებგვერდი, 25/02/2026
300310000.10.003.025627
„განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/05/2019, 300310000.10.003.021274) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებას 69-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 691 მუხლი:
„მუხლი 691. ზიპლაინისა და ქარის ელექტროსადგურთან დაკავშირებით დაწყებული წარმოებები 2026 წლის 10 თებერვლამდე ამ დადგენილების 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის „უ1“ და „წ2“ ქვეპუნქტების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებები დასრულდეს 2026 წლის 10 თებერვლამდე მოქმედი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მშენებლობის ნებართვის მფლობელის/მაძიებლის/დამკვეთის ინიციატივით უკვე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეწყდება და წარიმართება ამ დადგენილების შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები