„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 27 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 27 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 24/02/2026
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.057.016433
2
24/02/2026
ვებგვერდი, 25/02/2026
040030000.32.057.016433
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 27 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №2

2026 წლის 24 თებერვალი

ქ. ბათუმი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ “ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 27 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის სახელმწიფო მუსი­კალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლიკის მთავრობის 2025 წლის 27 აგვისტოს №22 დადგენილებით (სსმ ვებ.გვერდი, 04/09/2025, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.32.057.016426) დამტკიცებულ დებულე­ბაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ცენტრს ჰყავს დირექტორი, რომელსაც არაუმეტეს ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადით, მინისტრის წარდგინებით, თანამდე­ბო­ბაზე ნიშნავს მთავრობა, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა მინისტ­რის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით. მთავრობას შეუძლია ამ პუნქტით გათვა­ლისწინებული უფლებამოსილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავ­რობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დელეგირების საფუძველზე გადასცეს მინისტრს. დელეგირების შემთხვევაში დირექტორს, არაუმეტეს ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადით, სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.“.

) დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ ინიცირებული კულტურულ-შემოქ­მე­დებითი ღონისძიებების ჩატარებას;“;

დ) დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოქმე­დე­ბით და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალს, დებს მათთან შრომით ხელშეკ­რუ­ლებებს;“;

ე) დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) განსაზღვრავს საშტატო ერთეულების რაოდენობას, სახელფასო განაკვეთს და საქმიანობის წახალისების ფორმებს საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით;“;

ვ) დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

„თ) საჭიროების შემთხვევაში, არაუმეტეს მისი უფლებამოსილების ვადით, მოწვეულ სპეციალისტებთან დებს შრომით ხელშეკრულებებს;“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესულხან თამაზაშვილი