„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 27/02/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.018802
23/ნ
27/02/2026
ვებგვერდი, 27/02/2026
430010000.22.022.018802
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №23/ნ

2026 წლის 27 თებერვალი

ქ. თბილისი

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 210211, 21/02/2011; სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016055) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“:

1. მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საგანმანათლებლო პროგრამა – ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამა (შემდგომ – აკადემიური პროგრამა) ან/და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა;“.

2. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აბიტურიენტის მიერ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვების თაობაზე ცენტრი ეყრდნობა სამინისტროდან, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროდან მოწოდებულ ინფორმაციას.“.

3. მე-13 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) დადგენილი წესით განსაზღვრული სწავლის წლიური საფასური თითოეული საგანმანათლებლო პროგრამისთვის, მათ შორის, საგანმანათლებლო პროგრამის მთელი ხანგრძლივობის პერიოდში მასში შესაძლო ცვლილებების შეტანის პირობები, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში თითოეული საგანმანათლებლო პროგრამისთვის სწავლის წლიური საფასურის სახელმწიფოს მიერ დაფინანსების თაობაზე;“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. მართვის საინფორმაციო სისტემა ამოწმებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ანკეტაში ასახული ინფორმაციის შესაბამისობას საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ ერთიანი ეროვნული გამოცდებით მისაღებ სტუდენტთა რაოდენობასთან და საგანმანათლებლო პროგრამებთან.“.

4. 31-ე მუხლის

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ რამდენიმე აბიტურიენტს ერთსა და იმავე აკადემიურ პროგრამაზე მოსახვედრად საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელ საგნებში, მათ შორის პრიორიტეტულ საგანში, მოპოვებული აქვს თანაბარი საკონკურსო ქულა და მათი ჩარიცხვის შემთხვევაში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს ამ პროგრამაზე გამოცხადებულ ადგილთა რაოდენობას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე დაემატება მისაღებ სტუდენტთა ადგილების ის რაოდენობა, რაც აუცილებელია ამ პუნქტით განსაზღვრული თანაბარქულიანი აბიტურიენტების ჩასარიცხად.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „61“ პუნქტი:

„61. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გარდა, თუ ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, შესაბამისი პროგრამისთვის გამოყოფილი ადგილებისთვის შესაბამის წელს განსაზღვრული მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებს, დამატებული სტუდენტების რაოდენობა მოაკლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს დადგენილ მისაღებ სტუდენტთა კონტინგენტს.“.

5. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 36. რანჟირების დოკუმენტში შეცდომა

1. იმ შემთხვევაში, თუ რანჟირების დოკუმენტის დამტკიცებამდე გამოვლინდა, რომ აბიტურიენტების მონაცემთა ბაზაში აბიტურიენტთა მონაცემების ასახვის დროს ცენტრის მიერ არ იქნა შეყვანილი ჩარიცხვის უფლების მქონე პირი, რომელიც შეცდომის დაუშვებლობის შემთხვევაში ჩაირიცხებოდა კონკრეტულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ამის შედეგად არცერთი სხვა აბიტურიენტის ჩარიცხვის უფლება არ შეიზღუდა ან არ გაუარესდა მისი/მათი მდგომარეობა, ჩარიცხვის გამოქვეყნებული მონაცემები რჩება ძალაში, ხოლო ჩარიცხვის ელექტრონულ ბაზაში შეცდომით არშეყვანილი აბიტურიენტის ჩარიცხვის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, საგანმანათლებლო პროგრამას დაემატება მისაღებ სტუდენტთა ადგილების ის რაოდენობა, რაც აუცილებელია ამ პუნქტით განსაზღვრული აბიტურიენტების ჩასარიცხად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების გარდა, თუ ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროგრამისთვის გამოყოფილი ადგილებისთვის შესაბამის წელს განსაზღვრული მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებს, დამატებული სტუდენტების რაოდენობა მოაკლდება საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს დადგენილ მისაღებ სტუდენტთა კონტინგენტს.“.

6. 361 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროდან მიიღოს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე.“.

7. 37 მუხლის:

ა) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტში/დოკუმენტებში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე დამატებული იქნეს პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს ერთიანი ეროვნული გამოცდები. თუ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე რანჟირების დოკუმენტში დამატებული პირის შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში, ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს ამ პროგრამაზე გამოცხადებულ ადგილთა რაოდენობას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე დაემატება მისაღებ სტუდენტთა ადგილების ის რაოდენობა, რაც აუცილებელია ამ პუნქტით განსაზღვრული პირის ჩასარიცხად.“;

ბ) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

„12. თუ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე დამატებული პირის შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების გარდა, ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროგრამისთვის გამოყოფილი ადგილებისთვის შესაბამის წელს განსაზღვრული მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებს, დამატებული ადგილების რაოდენობა მოაკლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს დადგენილ მისაღებ სტუდენტთა კონტინგენტს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე