„მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკის ფორმის და მისი გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის 2021 წლის 31 მაისის №06 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკის ფორმის და მისი გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის 2021 წლის 31 მაისის №06 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 93
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 12/03/2026
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016219
93
12/03/2026
ვებგვერდი, 13/03/2026
310020000.55.067.016219
„მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკის ფორმის და მისი გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის 2021 წლის 31 მაისის №06 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №93

2026 წლის 12 მარტი

ქ. ბათუმი

 

„მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკის ფორმის და მისი გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის 2021 წლის 31 მაისის №06 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,   ვბრძანებ:

მუხლი 1
„მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკის ფორმის და მისი გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 31 მაისის №06 ბრძანებით დამტკიცებულ წესში (შემდგომში – წესი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) წესის მე-2 მუხლს დაემატოს 61, მ62 და 63 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„61. წინამდებარე წესის დანართი №6-ით განისაზღვრება გემის საგემბანე განყოფილების კადეტისთვის წიგნაკის შეფასებისა და დასკვნის ფორმა.

62. წინამდებარე წესის დანართი №7-ით განისაზღვრება გემის სამანქანე განყოფილების კადეტისთვის წიგნაკის შეფასების და დასკვნის ფორმა.

63. წინამდებარე წესის დანართი №8-ით განისაზღვრება გემის ელექტროტექნიკოს კადეტისთვის წიგნაკის შეფასების და დასკვნის ფორმა.“

ბ) წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

,,3. სავახტო თანაშემწის, სავახტო მექანიკოსისა და ელექტროტექნიკოს ოფიცრის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს ამ ბრძანებით გათვალისწინებული წიგნაკი, რომელიც შევსებულ იქნა სასწავლო და საწვრთნელი პროგრამის ნაწილში შემავალი სისტემატური პრაქტიკული წვრთნის დროს და რომლის შევსებაზეც  ზედამხედველობა და კონტროლი, როგორც ზღვაში, ასევე ნაპირზე, განხორციელდება  კვალიფიციური ზედამხედველი პირის მიერ, აგრეთვე უნდა წარმოადგინოს ამ წესის მე-2 მუხლის 61-63 პუნქტებით განსაზღვრული მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკის შეფასებისა და დასკვნის ფორმა.“

გ) წესის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზღვაო-სასწავლო დაწესებულებები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ამ წესის მე-2 მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, 61, 62 და 63 პუნქტებით გათვალისწინებული წიგნაკის/შეფასების და დასკვნის ფორმის გაცემა და შესაბამისი რეესტრის წარმოება.“

დ) წესის მე-6 მუხლს დაემატოს 11 პუნქტი:

„11. საზღვაო-სასწავლო დაწესებულებები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ამ წესის 51 მუხლით გათვალისწინებული კადეტის ნაოსნობის ცნობის გაცემა.“

ე) წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბეს შემდეგი რედაქციით:

„2. საზღვაო სასწავლო დაწესებულება ამ წესის მე-2 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალიწინებულ წიგნაკს გასცემს უფასოდ.“

ვ) წესის მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. საზღვაო-სასწავლო დაწესებულების პრაქტიკის ხელმძღვანელი ვალდებულია განიხილოს კადეტის მიერ წარმოდგენილი მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკი და კადეტის სამუშაო პროექტი, შეაფასოს კადეტის მიერ საზღვაო პრაქტიკის პერიოდში შეძენილი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები, და შეავსოს შესაბამისი შეფასებისა და დასკვნის ფორმა.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკის შეფასებისა და დასკვნის წარმოდგენა უნდა განხორციელდეს ამ წესის დანართი №6, №7 და №8-ის შესაბამისად დამტკიცებული ფორმებით.“

ზ) წესის №1, №3 და №4 დანართები ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით.

თ) წესს დაემატოს ახალი №6, №7 და №8 დანართები თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებამდე სააგენტოში წარმოდგენილი მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკები დარჩეს ძალაში.
მუხლი 3
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის ,,ა“-,,ვ“ და ,,თ“ პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის ,,ა“-,,ვ“ და ,,თ“ პუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან.


სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიივანე აბაშიძე