პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ

პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 31/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 10/03/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018810
31/ნ
10/03/2026
ვებგვერდი, 12/03/2026
430210000.22.022.018810
პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №31/ნ

2026 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

 

პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 15 ოქტომბრის №162/ნ ბრძანება.
მუხლი 3
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2027 წლის პირველი იანვრიდან.


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე



დანართი
პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი

მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი

1. პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი (შემდგომ – პროფესიული სტანდარტი) განსაზღვრავს პროფესიული განათლების მასწავლებლის კომპეტენციებს.

2. პროფესიული სტანდარტის მიზანია პროფესიული განათლების ფარგლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის ხელშეწყობა.

3. პროფესიულ სტანდარტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული „პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესითა და პირობებით“ განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 2. პროფესიული სტანდარტის სტრუქტურა

1. პროფესიული განათლების მასწავლებლისთვის განსაზღვრულია 6 (ექვსი) სტანდარტი, რომელიც თავის მხრივ მოიცავს დაზუსტებებს და კომპეტენციებს.

2. სტანდარტი განსაზღვრავს პედაგოგიური საქმიანობის ზოგად ნიშნულებს, რომლთა დაკმაყოფილება აუცილებელია პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ.

3. დაზუსტება წარმოადგენს თითოეული სტანდარტის დეტალურ აღწერას.

4. კომპეტენცია აღწერს იმ პედაგოგიურ ცოდნას, უნარებსა და ღირებულებებს, რომლებიც უნდა იცოდეს/ შეეძლოს/ახასიათებდეს პროფესიული განათლების მასწავლებელს.

მუხლი 3. პროფესიული სტანდარტი

1. პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტებია:

ა) სტანდარტი 1. ანალიზი და დაგეგმვა – დარგის განვითარების უახლესი ტენდენციების, განახლებული ცოდნისა და ტექნოლოგიების, მათ შორის, სწავლა-სწავლების ახალი მეთოდოლოგიის და პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა ინდივიდუალური საჭიროებების ანალიზის საფუძველზე, სასწავლო პროცესის დაგეგმვა, კოლეგებთან თანამშრომლობით, შესაბამისი მარეგულირებელი აქტების მოთხოვნების გათვალისწინებით;

ბ) სტანდარტი 2. სასწავლო გარემოს მოწყობა – უსაფრთხო, პოზიტიური და პროფესიული სტუდენტის/მსმენელის მხარდაჭერაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა ინკლუზიური და თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად და სწავლის შედეგების მისაღწევად;

გ) სტანდარტი 3. სასწავლო პროცესის წარმართვა –  პროფესიულ სტუდენტზე/მსმენელზე, მათ შორის სხვადასხვა საჭიროების მქონე პროფესიულ სტუდენტზე/მსმენელზე, ორიენტირებული სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვა სასწავლო გეგმის და სწავლის შედეგების შესაბამისად, თანამედროვე/მრავალფეროვანი მეთოდების, ტექნოლოგიებისა და სასწავლო რესურსების გამოყენებით;

დ) სტანდარტი 4. პროფესიული სტუდენტის/მსმენელის მიღწევების შეფასება – პროგრამისა და სწავლის შედეგების შესაბამისი შეფასების ინსტრუმენტების შერჩევა, შექმნა/ადაპტირება და გამოყენება; პროფესიული სტუდენტის/მსმენელის შეფასების შედეგების ანალიზი, საჭიროებისამებრ უკუკავშირის მიწოდება მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით;

ე) სტანდარტი 5. ეთიკური და ეფექტიანი სამუშაო ურთიერთობების ჩამოყალიბება – პროფესიულ სტუდენტთან/მსმენელთან, კოლეგებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობითი, საქმიანი, ეთიკური და ეფექტიანი ურთიერთობის წარმართვა;

ვ) სტანდარტი 6. საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა – პროფესიის მიმართ წაყენებული მოთხოვნებისა და საკუთარი საქმიანობის ანალიზის საფუძველზე უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

2. თითოეული სტანდარტის დაზუსტება წარმოდგენილია პროფესიული სტანდარტის დანართი №1-ით, ხოლო კომპეტენციები – დანართი №2-ით.

მუხლი 4. პროფესიული სტანდარტის გამოყენების სფერო

პროფესიული სტანდარტის გამოყენება შესაძლებელია:

ა) პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმებისთვის;

ბ) პროფესიული განათლების მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების შესამუშავებლად და განსახორციელებლად;

გ) პროფესიული განათლების მასწავლებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და შერჩევის პირობების განსასაზღვრად;

დ) პროფესიული განათლების მასწავლებლის უწყვეტი პროფესიული განვითარების უზრუნველყოფისთვის;

ე) პროფესიული განათლების მასწავლებლის შეფასებისთვის;

ვ) სხვა შესაბამისი მიზნებისთვის.


 

დანართი №1

პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დაზუსტებები

სტანდარტი №1. ანალიზი და დაგეგმვა

დაზუსტება

1.1

სასწავლო პროცესის დაგეგმვა არსებული რეგულაციებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების გათვალისწინებით;

1.2

სწავლების პროცესის დაგეგმვა სწავლის შედეგების შესაბამისი თანამედროვე მეთოდების, სასწავლო რესურსების და ტექნოლოგიების გამოყენებით;

1.3

პროფესიული სტუდენტის/მსმენელის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული და მათზე ორიენტირებული სწავლების პროცესის დაგეგმვა;

1.4

სწავლებისა და შეფასების შედეგად მიღებული მონაცემებისა და საკუთარი საქმიანობის შეფასების გათვალისწინებით სასწავლო პროცესის დაგეგმვა;

1.5

ახალი ტექნოლოგიების გათვალისწინებით ინოვაციური სასწავლო რესურსების მოძიება/შექმნა/გამოყენება კვლევასა და პრაქტიკაზე დაკვირვების საფუძველზე.

 

სტანდარტი №2. სასწავლო გარემოს მოწყობა

დაზუსტება

2.1

საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული, ჯანსაღი, უსაფრთხო, კეთილგანწყობილი და ინკლუზიური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა სწავლის შედეგების შესაბამისად;

2.2

რესურსებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერჩევა, ადაპტირება და გამოყენება მასტიმულირებელი სასწავლო გარემოს უზრუნველსაყოფად, ასევე პროფესიული სტუდენტის/მსმენელის მრავალფეროვანი საჭიროებების გათვალისწინებით, პროფესიული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების განვითარების ხელშესაწყობად.

 

სტანდარტი №3. სასწავლო პროცესის წარმართვა

დაზუსტება

3.1

სწავლა-სწავლების პროცესში თანამედროვე, მრავალფეროვანი, პროფესიული სტუდენტის/მსმენელის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული, მასტიმულირებელი მეთოდების გამოყენება;

3.2

მრავალფეროვანი სასწავლო მასალებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით პროფესიული სტუდენტისთვის/მსმენელისთვის პროფესიული, ასევე საკვანძო კომპეტენციების გაძლიერების ხელშეწყობა, მათ შორის მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით;

3.3

პროფესიული სტუდენტის/მსმენელის სასწავლო პროცესში ჩართულობის, მისი მოტივაციის ამაღლების, ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის ხელშეწყობა;

3.4

პროფესიული სტუდენტისთვის/მსმენელისთვის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით სწავლების მეთოდოლოგიისა და პროცესის ადაპტირება;

3.5

სწავლა-სწავლების პროცესის ანალიზის საფუძველზე სწავლებისა და შეფასების მეთოდოლოგიის ადაპტირება/გაუმჯობესება.

 

სტანდარტი №4. პროფესიული სტუდენტის/მსმენელის მიღწევების შეფასება

დაზუსტება

4.1

სწავლის შედეგების შესაბამისად ვალიდური შეფასების ინსტრუმენტების შემუშავება/ადაპტირება/მოდიფიცირება. საჭიროების შემთხვევაში კოლეგებთან თანამშრომლობა და მათი მხარდაჭერა, მონაწილეობა შეფასების ინსტრუმენტების ვალიდაციის პროცესში;

4.2

პროფესიული სტუდენტის/მსმენელის გამჭვირვალე, სამართლიანი და ობიექტური შეფასების პროცესის და განხორციელებული შეფასების სანდო მტკიცებულებებით უზრუნველყოფა;

4.3

საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში პროფესიული სტუდენტის/მსმენელის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით სწავლის შედეგებთან დაკავშირებით უკუკავშირის განხორციელება;

4.4

საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში პროფესიული სტუდენტის/მსმენელის ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად ალტერნატიული შეფასების დაგეგმვა და განხორციელება;

4.5

პროფესიული სტუდენტის/მსმენელის მხარდაჭერა შეფასებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და პროცედურებში (მათ შორის შუალედური შეფასებისა და საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის მომზადებაში).

 

სტანდარტი №5. ეთიკური და ეფექტიანი სამუშაო ურთიერთობების ჩამოყალიბება

დაზუსტება

5.1

საკუთარი მოვალეობების შესრულებისას პროფესიული განათლების მასწავლებლისათვის განსაზღვრული მოთხოვნებისა და ეთიკური ნორმების გათვალისწინება;

5.2

საჭიროების შემთხვევაში და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში პროფესიული სტუდენტის/მსმენელის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენლებთან თანამშრომლობა/კომუნიკაცია;

5.3

კოლეგებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან საქმიანი, ეთიკური და ეფექტიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება, მათთვის ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება, დაწესებულების თვითშეფასებაში მონაწილეობა.

 

სტანდარტი №6. საკუთარ პროფესიული განვითარებაზე ზრუნვა

დაზუსტება

6.1

საკუთარი საქმიანობის ანალიზი თვითშეფასების, ინსტიტუციის მიერ განხორციელებული, კოლეგებისა და პროფესიული სტუდენტებისგან/მსმენელებისგან მიღებული უკუკავშირისა და სხვა მონაცემების საფუძველზე;

6.2

უწყვეტ პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებული საჭიროებების იდენტიფიცირება საკუთარი და ინსტიტუციური განვითარების პრიორიტეტების შესაბამისად; საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სპეციალისტის მხარდაჭერის მოთხოვნა;

6.3

უწყვეტი პროფესიული განვითარების აქტივობების განხორციელება;

6.4

 

უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრესის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სპეციალისტის მხარდაჭერის მოთხოვნა;

6.5

კოლეგების მხარდაჭერა პედაგოგიურ საქმიანობასა და უწყვეტი პროფესიული განვითარების დაგეგმვა-განხორციელების პროცესში.

 


 

 დანართი №2

პროფესიული განათლების მასწავლებლის კომპეტენციები

სტანდარტი №1. ანალიზი და დაგეგმვა

ძირითადი მასწავლებელი

მოწვეული მასწავლებელი

 ინსტრუქტორი

1.1.1. შეუძლია სასწავლო პროცესის დაგეგმვა არსებული რეგულაციებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების გათვალისწინებით

1.1.2. იცავს კონფიდენციალურობის პრინციპებს პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა შესახებ ინფორმაციის გამოყენებისას

1.2.1. განსაზღვრავს კალენდარული გეგმების შინაარსს კოლეგებთან თანამშრომლობით

1.2.2. საჭიროების შემთხვევაში შეუძლია კალენდარული გეგმების შემუშავება

1.2.2. შეუძლია კალენდარული გეგმების შემუშავება კოლეგებთან თანამშრომლობით

1.2.3. შეუძლია თანამედროვე მეთოდების, სასწავლო რესურსებისა და ტექნოლოგიების შერჩევა და სწავლის შედეგებთან მათი მისადაგება, მათ შორის ინკლუზიური განათლების პრინციპების გათვალისწინებით

1.2.4. გეგმავს სასწავლო პროცესს სწავლის შედეგების შესაბამისი თანამედროვე მეთოდების, სასწავლო რესურსების და ტექნოლოგიების გამოყენებით, მათ შორის ინკლუზიური განათლების პრინციპების გათვალისწინებით

1.2.5. შეუძლია დარგის და სწავლა-სწავლების პროცესში სიახლეების მოძიება და საჭიროების შემთხვევაში მათი დანერგვის ხელშეწყობა

1.2.6. შეუძლია მოწვეული მასწავლებლისა და ინსტრუქტორის მხარდაჭერა  სწავლის შედეგების შესაბამისი სასწავლო მეთოდების, რესურსების ტექნოლოგიებისა და შეფასების ინსტრუმენტების შერჩევის პროცესში, მათ შორის ინკლუზიური განათლების პრინციპების გათვალისწინებით

1.2.6. საჭიროების შემთხვევაში შეუძლია კოლეგების მხარდაჭერა სწავლის შედეგების შესაბამისი სასწავლო მეთოდების, რესურსებისა, ტექნოლოგიებისა და შეფასების ინსტრუმენტების შერჩევის პროცესში

 

1.3.1. შეუძლია შეფასების პროცესთან დაკავშირებული სამართლებრივი, მარეგულირებელი და ინსტიტუციური მოთხოვნების გათვალისწინება სასწავლო პროცესის დაგეგმვისას

1.3.1. შეუძლია შეფასების პროცესთან დაკავშირებული სამართლებრივი, მარეგულირებელი და ინსტიტუციური მოთხოვნების გათვალისწინება სასწავლო პროცესის დაგეგმვისას კოლეგებთან თანამშრომლობით

1.4.1. შეუძლია სასწავლო პროცესის დაგეგმვა ინკლუზიური განათლებისა და თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის პრინციპებით

1.4.2. შეუძლია პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით სასწავლო რესურსებისა და ტექნოლოგიების შერჩევა, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენაში მონაწილეობა

1.5.1. შეუძლია საკუთარი საქმიანობის ანალიზის საფუძველზე სასწავლო პროცესის დაგეგმვა

1.5.2. შეუძლია კოლეგებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ეფექტური თანამშრომლობა სასწავლო პროცესის დაგეგმვისას

 

 

სტანდარტი №2. სასწავლო გარემოს მოწყობა

ძირითადი მასწავლებელი

მოწვეული მასწავლებელი

ინსტრუქტორი

2.1.1. შეუძლია უსაფრთხო, პოზიტიური, ჯანსაღი და ინკლუზიური სასწავლო გარემოს მოწყობაში მონაწილეობა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში

2.1.2. იცნობს სხვადასხვა სასწავლო გარემოს მახასიათებლებს და უსადაგებს მათ სწავლის შედეგებს

2.2.1. შეუძლია სასწავლო გარემოზე დაკვირვება და შეფასება პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა მიღწევების გაუმჯობესების მიზნით

2.2.2. შეუძლია სასწავლო გარემოში შესაძლო საფრთხეების სახეობების ამოცნობა, საჭიროების შემთხვევაში მათგან წარმოქმნილი რისკების შეფასება და რისკების შემცირებაში მონაწილეობა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში

2.2.3. სასწავლო გარემოს მოწყობისას ითვალისწინებს მდგრადი განვითარების, საკუთარ სფეროში რესურსდამზოგი ტექნოლოგიებისა და მწვანე კომპეტენციების პრინციპებს (ბუნებრივი გარემოს მზრუნველობით და პასუხისმგებლობით მოხმარების პრინციპებს)

2.2.4. სასწავლო გარემოს მოწყობისას შეუძლია კოლეგების მხარდაჭერა სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე

2.2.4. სასწავლო გარემოს მოწყობისას შეუძლია კოლეგების მხარდაჭერა დარგთან დაკავშირებულ საკითხებზე

2.2.5. შეუძლია სასწავლო რესურსების ადაპტირება პროფესიული სტუდენტების/მსმენელების ინდივიდუალური საჭიროებების, შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებით

2.2.6. შეუძლია თანამედროვე რესურსებისა და ტექნოლოგიების შერჩევა მასტიმულირებელი სასწავლო გარემოს უზრუნველსაყოფად

2.2.7. შეუძლია თანამედროვე რესურსებისა და ტექნოლოგიების შერჩევა პროფესიული სტუდენტის/მსმენელის მიერ პროფესიული ცოდნის, უნარების, დამოკიდებულებების, მათ შორის, საკვანძო კომპეტენციების განვითარების ხელშესაწყობად

2.2.8. სასწავლო გარემოს მოწყობისას შეუძლია სხვადასხვა საჭიროებებზე მორგებული პრინციპების გათვალისწინება

 

სტანდარტი №3. სასწავლო პროცესის წარმართვა

ძირითადი მასწავლებელი

მოწვეული მასწავლებელი

 ინსტრუქტორი

3.1.1. შეუძლია სწავლის შედეგების შესაბამისი სწავლების მეთოდების განსაზღვრა, შერჩევა და გამოყენება

3.2.1. იცნობს სწავლების უნივერსალური დიზაინის ძირითად პრინციპებს და როგორც ფიზიკური გარემოს, ასევე სასწავლო რესურსების ადაპტირების/მორგების შესაძლებლობებს

3.2.2. შეუძლია შესაბამისი ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენება სწავლების პროცესში

3.2.3. შეუძლია სწავლის შედეგების შესაბამისი მრავალფეროვანი რესურსის მოძიება და წყაროების გადამოწმება

3.2.4. შეუძლია ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო რესურსების მოძიებისა და შემუშავების მიზნით

3.2.5. შეუძლია წარმართოს სასწავლო პროცესი მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით

3.2.6. შეუძლია სასწავლო პროცესი წარმართოს საკვანძო კომპეტენციების განვითარების პრინციპების გათვალისწინებით

3.2.7. სასწავლო პროცესში შეუძლია დროის მართვა

3.3.1. შეუძლია პროფესიული სტუდენტების/მსმენელების სასწავლო პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფა, ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის ხელშეწყობა

3.4.1. შეუძლია სწავლებისას სწავლების მეთოდის პროფესიული სტუდენტის/მსმენელის ინდივიდუალურ საჭიროებებთან მისადაგება

3.4.2. საჭიროების შემთხვევაში შეუძლია ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შექმნა, მათ შორის აკომოდაცია და მოდიფიკაცია შესაბამისი სამართლებრივი მარეგულირებელი და ინსტიტუციური მოთხოვნების გათვალისწინებით

 3.4.3. შეუძლია სწავლების დიფერენცირებული მეთოდების გამოყენება

3.4.3. შეუძლია სწავლების დიფერენცირებული მეთოდების გამოყენება კოლეგებთან თანამშრომლობითა და მათი მხარდაჭერით

3.5.1. სასწავლო პროცესში იყენებს შესაბამის შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს და შეუძლია მათი ადაპტირება/მოდიფიცირება სწავლის შედეგებისა და პროფესიული სტუდენტების/მსმენელების ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად

3.5.1. სასწავლო პროცესში იყენებს შესაბამის შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს და შეუძლია მათი ადაპტირება/მოდიფიცირება სწავლის შედეგებისა და პროფესიული სტუდენტების/მსმენელების ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად კოლეგებთან თანამშრომლობითა და მათი მხარდაჭერით

3.5.2. შეუძლია სასწავლო პროცესზე დაკვირვება და მისი ანალიზი

3.5.2. შეუძლია სასწავლო პროცესზე დაკვირვება და მისი ანალიზის საფუძველზე სწავლებისა და შეფასების მეთოდოლოგიის ადაპტირება კოლეგებთან თანამშრომლობითა და მათი მხარდაჭერით

 

სტანდარტი №4. პროფესიული სტუდენტის/მსმენელის მიღწევების შეფასება

ძირითადი მასწავლებელი

მოწვეული მასწავლებელი

ინსტრუქტორი

4.1.1. იცნობს შეფასების პროცესთან დაკავშირებულ სამართლებრივ, მარეგულირებელ და ინსტიტუციური მოთხოვნებს

4.1.2. შეუძლია შეფასებასთან დაკავშირებულ საკითხებთან კოლეგებთან თანამშრომლობა და მათი მხარდაჭერა

4.1.3. იცნობს კომპეტენციებზე დაფუძნებული შეფასების ძირითად პრინციპებს

4.2.1. იყენებს განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებას სწავლის შედეგების შესაბამისად

4.2.2. შეუძლია სწავლის შედეგების შესაბამისი, გამჭვირვალე, სამართლიანი და ობიექტური შეფასების პროცესის უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში კოლეგების მხარდაჭერა

4.2.3. შეუძლია სწავლის შედეგების შეფასებისთვის საჭირო ინსტრუმენტების ადეკვატურად შერჩევა და საჭიროების შემთხვევაში ადაპტირება და მოდიფიცირება

4.2.3. შეუძლია სწავლის შედეგების შეფასებისთვის საჭირო ინსტრუმენტების ადეკვატურად შერჩევა და საჭიროების შემთხვევაში ადაპტირება და მოდიფიცირება კოლეგებთან თანამშრომლობითა და მათი მხარდაჭერით

4.2.4. შეუძლია სწავლის შედეგების შესაბამისი სხვადასხვა სახის შეფასების ინსტრუმენტების გამოყენება

4.2.4. შეუძლია სწავლის შედეგების შესაბამისი სხვადასხვა სახის შეფასების ინსტრუმენტების გამოყენება კოლეგებთან თანამშრომლობითა და მათი მხარდაჭერით

4.2.5. შეუძლია ვალიდური შეფასების ინსტრუმენტების შემუშავება ან/და ვალიდაციის პროცესში მონაწილეობა

4.2.5. შეუძლია ვალიდური შეფასების ინსტრუმენტების შემუშავება ან/და ვალიდაციის პროცესში მონაწილეობა კოლეგებთან თანამშრომლობითა და მათი მხარდაჭერით

4.2.6. შეუძლია შეფასებასთან დაკავშირებული შესაბამისი ინსტრუქციის შედგენა

4.2.6. შეუძლია შეფასებასთან დაკავშირებული შესაბამისი ინსტრუქციის შედგენა კოლეგებთან თანამშრომლობითა და მათი მხარდაჭერით

4.2.7. იყენებს კონსტრუქციული უკუკავშირის მეთოდებს სასწავლო პროცესში

4.2.8. იცნობს დოკუმენტირებისა და ანგარიშგების პრინციპებს არსებული მოთხოვნების შესაბამისად

4.2.8. იცნობს დოკუმენტირებისა და ანგარიშგების პრინციპებს არსებული მოთხოვნების შესაბამისად კოლეგებთან თანამშრომლობითა და მათი მხარდაჭერით

4.2.9. შეუძლია პროფესიული სტუდენტების/მსმენელების შეფასება სანდო და ვალიდური მტკიცებულებების შეგროვებით/წარმოდგენით და შეფასების შედეგების ანალიზი

4.3.1. შეუძლია შეფასების შედეგებთან დაკავშირებით პროფესიული სტუდენტისათვის/მსმენელისთვის კეთილგანწყობილი და მამოტივირებელი უკუკავშირის მიწოდება მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით

4.3.2. შეუძლია პროფესიული სტუდენტის/მსმენელის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით შეფასების პროცედურების განხორციელება

4.4.1. იცნობს ინკლუზიური განათლების პრინციპებს და ალტერნატიული შეფასების მეთოდების წესებს

4.4.2. იცნობს ალტერნატიული შეფასების შედეგების დოკუმენტირებისა და ანგარიშგების პრინციპებს არსებული მოთხოვნების შესაბამისად

 

4.5.1. შეუძლია მოდულის, შუალედური შეფასებებისა და საკვალიფიკაციო გამოცდებში პროფესიული სტუდენტების/მსმენელების მხარდაჭერა

4.5.1. შეუძლია მოდულის, შუალედური შეფასებებისა და საკვალიფიკაციო გამოცდებში პროფესიული სტუდენტების/მსმენელების მხარდაჭერა კოლეგებთან თანამშრომლობითა და მათთან კონსულტაციით

 

 

სტანდარტი №5. ეთიკური და ეფექტიანი სამუშაო ურთიერთობების ჩამოყალიბება

ძირითადი მასწავლებელი

მოწვეული მასწავლებელი

ინსტრუქტორი

5.1.1. იცნობს პროფესიული განათლების მასწავლებლისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, ეთიკურ ნორმებს, სამუშაო აღწერილობა და შინაგანაწესს

5.2.1. შეუძლია პროფესიულ სტუდენტებთან/მსმენელებთან, კოლეგებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან არადისკრიმინაციული, ეფექტიანი და ეთიკური ინტერპერსონალური ურთიერთობების ჩამოყალიბება

5.2.2. ადამიანის უფლებების, თანასწორობისა, დემოკრატიის და მდგრადი განვითარების პრინციპებს ითვალისწინებს სასწავლო პროცესში

5.2.3. შეუძლია მოტივაციის თეორიების გამოყენება სასწავლო პროცესში

5.2.4. შეუძლია ეფექტიანი ინტერპერსონალური კომუნიკაციის პრინციპების და მახასიათებლების გამოყენება

5.3.1. საჭიროების შემთხვევაში და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლია პროფესიული სტუდენტის/მსმენელის მშობელთან/ კანონიერ წარმომადგენლებთან თანამშრომლობა

5.4.1. შეუძლია კოლეგებთან გუნდური მუშაობის პრინციპების გამოყენება მათი ასაკის, სქესის, რასის, რელიგიის, ენის, კულტურის, დაკავებული პოზიციის, სხვა შეხედულებების ან სხვა ნიშნის მიუხედავად

5.4.2. შეუძლია სამუშაოს დაგეგმვა და განხორციელება კოლეგებთან თანამშრომლობით, მათ შორის შესაბამისი მხარდაჭერისა და ადაპტირებული მომსახურებების  უზრუნველსაყოფად თანამშრომლობა სხვა ინსტიტუციების წარმომადგენლებთან, რომლებიც ფიზიკურ, ფსიქოსოციალურ და ეკონომიკურ სერვისებს სთავაზობენ სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს

5.4.3. შეუძლია კოლეგებისთვის კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემა

5.4.4. იცნობს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებს და იყენებს/ითვალისწინებს ამ პრინციპებს სასწავლო რესურსების შექმნის, მოდიფიცირებისა და გაზიარების პროცესში

5.4.5. შეუძლია ქოუჩინგის ძირითადი პრინციპებისა და მეთოდების გამოყენება

5.4.5. შეუძლია ქოუჩინგის ძირითადი პრინციპებისა და მეთოდების გამოყენება კოლეგებთან თანამშრომლობითა და მათთან კონსულტაციით

5.4.6. შეუძლია ითანამშრომლოს კერძო სექტორთან თანამედროვე ტექნოლოგიების მოძიებისა და სწავლა-სწავლების პროცესთან დაკავშირებული სხვა მიზნების განსახორციელებლად

 

სტანდარტი №6. საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა

ძირითადი მასწავლებელი

მოწვეული მასწავლებელი

ინსტრუქტორი

6.1.1. შეუძლია გამოიყენოს თვითშეფასება და თვითრეფლექსია საკუთარი უწყვეტი პროფესიული განვითარების დაგეგმვისას

6.1.2. შეუძლია პროფესიული სტუდენტებისა/მსმენელებისა და კოლეგების საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული უკუკავშირის ანალიზი და საკუთარი უწყვეტი პროფესიული განვითარების დაგეგმვისას მისი გათვალისწინება

6.1.3. შეუძლია თვითშეფასებისა და კვლევის მეთოდების გათვალისწინება, ანალიზი და შეუძლია ამის საფუძველზე ძლიერი მხარეების და საჭიროებების გამოკვეთა

6.2.1. შეუძლია საკუთარი უწყვეტი პროფესიული განვითარების გეგმის შემუშავება, მისი განხორციელება და შეფასება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სპეციალისტის მხარდაჭერის მოთხოვნა

6.3.1. შეუძლია საკუთარ საქმიანობაზე ნეგატიურად მოქმედი გარე ფაქტორების გათვალისწინება და მათზე შესაბამისი რეაგირება

6.4.1. შეუძლია სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით საკუთარი პროფესიული განვითარების პროგრესის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტის მხარდაჭერის მოთხოვნა

6.5.1. შეუძლია კოლეგების მხარდაჭერა და მათთან თანამშრომლობა თვითშეფასების პროცესში

6.5.2. შეუძლია კოლეგების მხარდაჭერა და მათთან თანამშრომლობა პროფესიული განვითარების ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.