„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №485 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1190
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 28/02/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.017672
1190
28/02/2026
ვებგვერდი, 28/02/2026
040030000.22.027.017672
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №485 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №1190

2026 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №485 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №485 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/12/2019, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016981) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტოს აქვს ემბლემა (დანართი №1). სააგენტოს ემბლემა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება გამოყენებულ იქნეს სააგენტოს ბლანკებსა და სააგენტოს ადმინისტრაციული შენობის შესასვლელის აბრაზე, სააგენტოს სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე, სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოწმობებსა და სავიზიტო ბარათებზე, სააგენტოს ბეჭდვით გამოცემებსა და ბეჭდებზე, საკანცელარიო ნივთებზე, სუვენირებსა და სხვა საგნებზე.“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) კომპეტენციის ფარგლებში ანიჭებს „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ 1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) მინისტრს წარუდგენს წინადადებას სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მოსამსახურეთათვის სახელმწიფო ჯილდოების მისანიჭებლად;“;

გ) „მ2“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) ნომენკლატურის ფარგლებში, მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, გადაყვანის, სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების, წახალისებისა და დაჯილდოების შესახებ მასალების განხილვა, მომზადება და სააგენტოს უფროსისთვის წარდგენა; სააგენტოში მოსამსახურეთა მუშაობის დამადასტურებელი ცნობის გაცემა; წინადადებების შემუშავება მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე; სააგენტოსა და მისი ტერიტორიული ორგანოების ცალკეულ მოსამსახურეთათვის დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივი მოწმობების დამზადება და მოსამსახურეთათვის გადაცემა;“;

ბ) „ა.ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. დებულების №2 დანართი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეებზე გაცემული ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სამსახურებრივი მოწმობის ფორმის მქონე მოწმობები ძალაშია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ახალი მოწმობით ჩანაცვლებამდე.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია