ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 94
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 10/03/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016101
94
10/03/2026
ვებგვერდი, 11/03/2026
290160000.60.072.016101
ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
 

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №94

2026 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

 

ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:
 

მუხლი 1
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
 
ა) „საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 1999 წლის 5 ოქტომბრის №42 ბრძანება;
 
ბ) „საპენსიო სქემის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2000 წლის 17 მარტის №12 ბრძანება;
 
გ) „საპენსიო სქემის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2000 წლის 17 მარტის №13 ბრძანება;
 
დ) „არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2000 წლის 3 ოქტომბრის №29 ბრძანება;
 
ე) „არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთათვის ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2001 წლის 12 ივლისის №19 ბრძანება;
 
ვ) „საპენსიო სქემის მონაწილეთა, სამეთვალყურეო საბჭოსა და სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ინფორმირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2001 წლის 12 ივლისის №20 ბრძანება;
 
ზ) „საპენსიო სქემების ანგარიშგების, არასახელმწიფო საპენსიო სქემების მონაწილეთა და მეანაბრეთა რეესტრის წარმოების წესის შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2004 წლის 16 ივლისის №33 ბრძანება.
 
თ) „დამსაქმებლის, დასაქმებულთა გაერთიანების და პროფესიული კავშირების მიერ საპენსიო სქემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2002 წლის 6 აგვისტოს №16 ბრძანება;
 
ი) „მუდმივი პენსიების დანაგროვის ფონდის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2006 წლის 8 თებერვლის №4 ბრძანება.
 
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით ონოფრიშვილი