„ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/03/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.137.016834
12
05/03/2026
ვებგვერდი, 06/03/2026
010250050.35.137.016834
„ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2026 წლის 5 მარტი

დაბა ადიგენი

„ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  „ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის  წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/09/2022  010250050.35.137.016593), კერძოდ:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის 11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. საერთაშორისო ჩემპიონატზე საპრიზო ადგილის მფლობელი სპორტსმენების ფინანსური ხელშეწყობა

1. სპორტსმენს, რომელიც ასპარეზობს საერთაშორისო ჩემპიონატზე და დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცეს ფინანსური ხელშეწყობა შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 5000 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 3500 ლარი;

გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 3000 ლარი.

2. გუნდურ სახეობებში საერთაშორისო ჩემპიონატზე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში ფინანსური ხელშეწყობის ოდენობა:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდს, მისი ძირითადი შემადგენლობის მიხედვით, სპორტსმენზე – 1000 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდს, მისი ძირითადი შემადგენლობის მიხედვით, სპორტსმენზე – 700 ლარი;

გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდს, მისი ძირითადი შემადგენლობის მიხედვით, სპორტსმენზე – 500 ლარი.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-2  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. საქართველოს ჩემპიონატზე საპრიზო ადგილის მფლობელი სპორტსმენების ფინანსური ხელშეწყობა

1. სპორტსმენს, რომელიც ასპარეზობს საქართველოს ჩემპიონატზე და დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცეს ფინანსური ხელშეწყობა შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 3000 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 2000 ლარი;

გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1500 ლარი.

2. გუნდურ სახეობებში საქართველოს ჩემპიონატზე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში ფინანსური ხელშეწყობის ოდენობაა:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდს, მისი ძირითადი შემადგენლობის მიხედვით, სპორტსმენზე – 500 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდს,  მისი ძირითადი შემადგენლობის მიხედვით, სპორტსმენზე – 300 ლარი;

გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდს, მისი ძირითადი შემადგენლობის მიხედვით, სპორტსმენზე – 200 ლარი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი