დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ფინანსური ინსტრუმენტების სავაჭრო სისტემის ორგანიზებულ ბაზრად აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 20 თებერვლის №33/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 53/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 10/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010080.18.011.016981 |
|
„ფინანსური ინსტრუმენტების სავაჭრო სისტემის ორგანიზებულ ბაზრად აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 20 თებერვლის №33/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ფინანსური ინსტრუმენტების სავაჭრო სისტემის ორგანიზებულ ბაზრად აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 20 თებერვლის №33/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 20/02/2018; ს/კ: 220010080.18.011.016280) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი: „მუხლი 61. აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე ახალი ფასიანი ქაღალდების სავაჭროდ დაშვება 1. დაუშვებელია აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე ახალი ფასიანი ქაღალდების სავაჭროდ დაშვება საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. საქართველოს ეროვნული ბანკი აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე ახალი ფასიანი ქაღალდების სავაჭროდ დაშვების თაობაზე თანხმობის გაცემის ან უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს აღიარებული ორგანიზებული ბაზრის მიერ შესაბამისი განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. თუ აღნიშნულ ვადაში აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ პასუხი არ ეცნობა, ფასიანი ქაღალდი აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე დაშვებულად მიიჩნევა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტაცია: ა) აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე დაშვების შესახებ ემიტენტის განცხადებისა და მასზე თანდართული სრული დოკუმენტაციის ასლი; ბ) თუ ორგანიზებულ ბაზრად აღიარებულია საფონდო ბირჟის შესაბამისი სალისტინგო სეგმენტი, აღიარებული ორგანიზებული ბაზრის ლისტინგის სამსახურის დასკვნის ასლი; გ) აღიარებული ორგანიზებული ბაზრის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების ასლი. 3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა საქართველოს ეროვნულ ბანკში შესაძლებელია როგორც მატერიალური/დოკუმენტური სახით, ასევე ელექტრონული ფორმით. 4. საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, განცხადების განხილვისას აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის წარდგენა და განუსაზღვროს მას აღნიშნული ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის წარდგენის ფორმა და ვადა. დამატებითი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.“; ბ) მე-9 მუხლის მე-3-33 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები