დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ დონეზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | ონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.118.016448 |
|
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ დონეზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ დონეზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 იანვრის №2 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/01/2026, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.118.016443) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის და მე-4 პუნქტის, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 და მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9 1. საბჭოს წევრს უფლება აქვს: ა) საბჭოს სხდომაზე წამოაყენოს საკითხები და წინადადებები, მიიღოს მონაწილეობა მათ განხილვასა და კენჭისყრაში; ბ) წერილობით აცნობოს საბჭოს თავმჯდომარეს თავისი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც მისი აზრი პრინციპულად განსხვავდება საბჭოს სხდომაზე მიღებული წინადადების, დასკვნის ან რეკომენდაციისაგან; გ) საბჭოს გადაწყვეტილებით იყოს მისი ოფიციალური წარმომადგენელი; დ) პირადი განცხადების საფუძველზე უარი თქვას საბჭოს წევრობაზე. 2. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) საბჭოს სხდომის არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 3-ჯერ გაცდენა; გ) საბჭოს წევრ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურიდან გათავისუფლება; დ) საბჭოს წევრ თანამდებობის პირთა უფლებამოსილების შეწყვეტა; ე) მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადის გასვლა; ვ) სასამართლომ აღიარა მხარდაჭერის მიმღებად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად; ზ) გარდაცვალება. მუხლი 10 1. საბჭოს სხდომები იმართება საჭიროებისამებრ. 2. საბჭოს სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს მისი ყველა წევრი. 3. საბჭოზე არ შეიძლება განხილულ იქნეს საკითხი, გარდა შიდა საორგანიზაციო და საპროცედურო საკითხებისა, თუკი ასეთი წინასწარ არ არის შეტანილი საბჭოს წევრებთან შეთანხმებულ დღის წესრიგში. 4. საბჭოს წევრს უფლება აქვს სხდომაზე წერილობით წარადგინოს თავისი პოზიცია განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით. 5. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმის სახით, რომელშიც უნდა მიეთითოს: ა) ოქმის გამომცემი ორგანოს დასახელება; ბ) სხდომის დრო და ადგილი; გ) სხდომის თავმჯდომარის და წევრების ვინაობა; დ) განხილვის საგანი; ე) კენჭისყრის შედეგები; ვ) მიღებული გადაწყვეტილება; ზ) განსხვავებული მოსაზრება, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 6. სხდომის ოქმს ხელმოწერით ადასტურებენ სხდომის თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი. 7. საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილებისას გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 8. საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც სარეკომენდაციო ხასიათისა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები