“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 16 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/03/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016796
12
06/03/2026
ვებგვერდი, 10/03/2026
010250050.35.105.016796
“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 16 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2026 წლის 6 მარტი

ქ.ზუგდიდი

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 16 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 16 იანვრის №3 დადგენილების (www.matsne.gov.ge,  22/01/2026 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016787) დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 ა)  მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მიმდინარე წელს პირველი-მეორე შვილის შეძენისას სოციალურად დაუცველ ოჯახებზე (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები) ერთჯერადი ვაუჩერული დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით ბავშვის მოვლისა და ჰიგიენის საშუალებების შესაძენად.

 დახმარების მისაღებად მშობელმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) მშობლის (დედის ან მამის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

დ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;

ე) არასრულწლოვანის პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ბარათი;

ვ) ფარმაცევტული დაწესებულებიდან მოვლისა და ჰიგიენის საშუალებების წინასწარი კალკულაცია.

ზემოჩამოთვლილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ მერიის მხრიდან ბენეფიციარზე  გაიცემა საგარანტიო წერილი ფარმაცევტულ დაწესებულებაში წარსადგენად, ხოლო ფარმაცევტულ დაწესებულებას თანხა აუნაზღაურდება, მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მერიაში წარდგენის შემდეგ.“

 ბ)  მე-12 მუხლი ამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 12. დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 10)

განსაკუთრებული საჭიროების მქონე (მარტოხელა მშობელი, მარტოხელა ხანდაზმული, შშმ პირი, სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 45 001-დან 65 001-მდე), ონკოლოგიური/მძიმე დაავადების მქონე პირები და ა.შ) დევნილ ოჯახებზე გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით. მოქალაქე ვერ ისარგებლებს აღნიშნული ქვეპროგრამით, თუ ისარგებლა სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ოჯახების ფინანსური დახმარების პროგრამით.

დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი სოციალურად  დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა) და სხვა);

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) დევნილის მოწმობის ასლი;

ე) სხვა არსებული დოკუმენტები;

ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი;

ზ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია