,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ’’ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 02
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/03/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016643
02
06/03/2026
ვებგვერდი, 10/03/2026
010250050.35.117.016643
,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ’’ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №02

2026 წლის 6 მარტი

ქ. ამბროლაური

,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის №23 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 08/02/2018; 010250050.35.117.016392) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:

ა) უმაღლესი აკადემიური განათლება ან მინიმუმ პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში;

ბ) სასურველია არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება ადრეული და სკოლამდელი განათლების, ან ადრეული ინტერვენციის სფეროში.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:

ა) უმაღლესი აკადემიური განათლება ან მინიმუმ პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში;

ბ) სასურველია ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მართვის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება.“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფინანსებისა და მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:

ა) უმაღლესი აკადემიური განათლება ან მინიმუმ პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში;

ბ) სასურველია ფინანსური და/ან მატერიალური რესურსების მართვის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:

ა) უმაღლესი აკადემიური განათლება ან მინიმუმ პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში;

ბ) სასურველია ორგანიზაციაში ადამიანური რესურსების მართვის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერ პერსონალს აქვს:

ა) უმაღლესი აკადემიური განათლება ან მინიმუმ პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში;

ბ) სასურველია ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.“;

ვ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბავშვთა ინკლუზიის მხარდამჭერ პერსონალს აქვს:

ა) უმაღლესი აკადემიური განათლება ან მინიმუმ პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში;

ბ) სასურველია ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.“;

ზ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს აქვს:

ა) უმაღლესი აკადემიური განათლება ან მინიმუმ პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში;

ბ) სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.“

თ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კვების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:

ა) პროფესიული განათლება სასურსათო ტექნოლოგიის დარგში ან მინიმუმ სრული ზოგადი განათლება;

ბ) სასურველია კვების ობიექტებზე ან დაწესებულების ფარგლებში მზარეულად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.“;

ი) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კვებაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:

ა) პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში ან მინიმუმ სრული ზოგადი განათლება;

ბ) სასურველია კვების ობიექტზე ან დაწესებულების ფარგლებში კვების უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.“;

კ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:

ა) პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში ან მინიმუმ სრული ზოგადი განათლება;

ბ) სასურველია დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება.“.

ლ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-21 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მცენარეთა დაცვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:

ა) პროფესიული განათლება აგრარულ დარგში ან მინიმუმ სრული ზოგადი განათლება;

ბ) სასურველია მცენარეთა დაცვა/გამწვანების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1- წლიანი გამოცდილება.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზვიადი მხეიძე