„ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სამედიცინო და სოციალური პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 7 აპრილის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სამედიცინო და სოციალური პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 7 აპრილის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ახალგორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/03/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.150.016230
5
11/03/2026
ვებგვერდი, 12/03/2026
190040000.35.150.016230
„ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სამედიცინო და სოციალური პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 7 აპრილის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ახალგორის მუნიციპალიტეტი
 

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2026 წლის 11 მარტი

სოფ. წეროვანი

 

„ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სამედიცინო და სოციალური პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 7 აპრილის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტის საფუძველზე, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სამედიცინო და სოციალური პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 7 აპრილის №7 დადგენილებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 10/04/2025, 190040000.35.150.016217) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის „ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სამედიცინო და სოციალური პროგრამების დაფინანსების წესის“:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ერთჯერადად თითოეულ ახალშობილზე 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ ახალგორის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახები, რომელთაც შეეძინათ პირველი და მეორე შვილი, ოჯახები მესამე შვილის შეძენისას მიიღებენ 500 (ხუთასი) ლარს, ხოლო მეოთხე, მეხუთე და შემდეგი შვილის შეძენისას ერთჯერადად 600 (ექვსასი) ლარს. თანხა გათვალისწინებულია ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვის პროგრამით.

2. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. დახმარების თანხის ოდენობა განსაზღვრულია 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

3. მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ახალგორის მუნიციპალიტეტიდან დევნილი მოქალაქე უნაღდო ანგარიშსწორებით პირად ანგარიშზე ჩარიცხვით მიიღებს თვეში ერთხელ 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ფულად დახმარებას. პაციენტმა ამ დახმარების მისაღებად ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წლის დასაწყისში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) პაციენტის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) მოქალაქის პირადობისა და დევნილობის მოწმობების ასლები;

გ) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა N100) გაცემული იმ სამედიცინო დაწესებულების მიერ, სადაც ხორციელდება სამედიცინო მომსახურება;

დ) საბანკო ანგარიში.

4. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

მუხლი 10. პროგრამის შეზღუდვის სფერო

პროგრამის მოქმედება არ ვრცელდება: საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე, ქვეყნის ფარგლებს გაერთ მკურნალობაზე, მშობიარობაზე (მ.შ. საკეისრო კვეთა), კურორტულ მომსახურებაზე, ტრანსპლანტაციის ხარჯებზე (არ ანაზღაურდება ინპლანტატის საფასური, გარდა იმ ნოზოლოგიისა, რომელიც ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით), სამედიცინო ხასიათის დამხმარე საშუალებების დაფინანსებაზე: სათვალე, კონტაქტური ლინზები, სმენის აპარატი (მ.შ. იმ პროცედურაზე, რომელთა ჩადგმა საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას), გარდა იმნოზოლოგიებისა, რომლებიც ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, მოქალაქეებზე, რომელთაც უკვე გადახდილი აქვთ სამედიცინო მომსახურების ღირებულება, პირი თავისი ნებით უარს აცხადებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობაზე, სტომატოლოგიურ მომსახურებაზე (გარდა იმნოზოლოგიისა, რომელიც ფინანასდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით), მედიკამენტებზე, ალკოჰოლური და ნარკოლოგიური ინტოქსიკაციის მომსახურებაზე, მედიკამენტებზე შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ დიაბეტით დაავადებულ ავადმყოფთა თვალის ინექციაზე.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ბალაშვილი