დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1399-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 17/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340050000.05.001.103024 |
|
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №23-24, 30.06.1998, გვ. 37) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის: ა) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) ეტიკეტი – საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისი ტექსტობრივი ინფორმაცია, გრაფიკული გამოსახულება, რომელიც სამომხმარებლო ტარაზე არის მიკრული, დაბეჭდილი, ამოტვიფრული ან სხვაგვარად დამაგრებული;“; ბ) „ჟ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ2“ ქვეპუნქტი: „ჟ2) თანხმობა ვენახის გაშენებაზე − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ფიზიკურ პირს ან/და იურიდიულ პირს აძლევს სამეწარმეო ვენახის გაშენების უფლებას;“; გ) „ჰ11“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ11) სამომხმარებლო ტარა − ტარა, რომელშიც დაფასოებულია ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტი სამომხმარებლო ბაზარზე განსათავსებლად;“. 2. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამეწარმეო ვენახის გაშენება დასაშვებია სააგენტოს მიერ გაცემული ვენახის გაშენებაზე თანხმობის საფუძველზე. სამეწარმეო ვენახის გასაშენებლად გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ნებადართული ვაზის ჯიში. სამეწარმეო ვენახის გაშენების წესს ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.“. 3. მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 4. 335 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ღვინის კომპანია ვალდებულია აღრიცხოს ალკოჰოლიანი სასმლის, სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოებასა და შენახვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესები და სააგენტოს წარუდგინოს სავალდებულო შეტყობინებები ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.“; ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. 336 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 16 პუნქტი: „16. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2026 წლის 1 მაისამდე გამოსცეს ბრძანება „სამეწარმეო ვენახის გაშენების წესის დამტკიცების შესახებ“.“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან. |
თბილისი, 17 მარტი 2026 წ. N1399-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები