უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი REG 4 26 00000507
დოკუმენტის მიმღები სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მიღების თარიღი 06/03/2026
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/03/2026
სარეგისტრაციო კოდი
REG 4 26 00000507
06/03/2026
ვებგვერდი, 13/03/2026
უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
 

სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს

ბრძანება №REG4 26 00000507

2026  წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

 

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონის ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 36-ე მუხლის; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის „კ“ პუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ:

1. უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში განხორციელდეს სახელწოდების ცვლილება: კერძოდ, „სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ (ს/ნ 202172139; ფაქტობრივი მისამართი: თბილისი, აჭარის ქუჩა №8)“ ნაცვლად დაფიქსირდეს „სს „ფილტვის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი" (ს/ნ 202172139; ფაქტობრივი მისამართი: თბილისი, აჭარის ქუჩა №8)“ და გაიცეს პათოლოგანატომიური საქმიანობის ახალი სალიცენზიო მოწმობა და სალიცენზიო მოწმობის დანართები შემდეგ საქმიანობებში:

ა) ციტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა;

ბ) ჰისტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა.

2. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის და სალიცენზიო მოწმობის დანართების გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად;

3. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

5. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის" (ს/ნ 202172139) დირექტორის, ზაზა ავალიანის განცხადება (№ 277129, 04.03.2026) და თანდართული დოკუმენტაცია.

სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი  ლეილა ქოჩიაშვილი