დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | REG 5 26 00000472 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო |
| მიღების თარიღი | 04/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის ბრძანება №REG 5 26 00000472
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
2026 წლის 4 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6, მუხლი 8, მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად, ვბრძანებ:
1. გაიცეს შპს ა(ა)იპ „ცენტრალური სისხლის დაწესებულებაზე“ (ფაქტობრივი მისამართი: თბილისი, უზნაძის ქუჩა №57; ს/კ 402352823) „საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია“.
2. დაევალოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს, სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად.
3. დაევალოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის გაცემის შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
5. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: ა(ა)იპ „ცენტრალური სისხლის დაწესებულების“ (ს/კ 402352823) დირექტორის, როლა შავლაყაძის განცხადება: №58195, 20.01.2026წ.
ადგილზე შემოწმების აქტი: №ლნ - 4264-277, 26.02.2026 წ.
ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი: №1, 04.03.2026 წ.
სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლეილა ქოჩიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები