„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის წესისა და დამატებითი პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის წესისა და დამატებითი პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 107
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/03/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 140130000.10.003.025656
107
13/03/2026
ვებგვერდი, 16/03/2026
140130000.10.003.025656
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის წესისა და დამატებითი პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №107

2026 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის წესისა და დამატებითი პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 11 და 21 პუნქტებისა და 26-ე მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის წესისა და დამატებითი პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილებაში (სსმ III, №113, 27/09/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაციის/ორგანიზაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის  (რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი) მიერ, აგრეთვე იმავე წესით აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაციის (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) მიერ სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვას;

ლ) საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაციის/ორგანიზაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის  (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი) მიერ, აგრეთვე იმავე წესით აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაციის (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) მიერ სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ნებართვას;“;

ბ) „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ – „უ“ ქვეპუნქტები:

„ს) საქართველოს მოქალაქის მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვას;

ტ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვას;

უ) საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაციის/ორგანიზაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის  (რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი) მიერ, აგრეთვე იმავე წესით აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაციის (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვას.“.

2. 52 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 53 მუხლი:

მუხლი 53

1. საქართველოს მოქალაქის მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებელმა უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება, რომელშიც მითითებული იქნება საქართველოში შემოსატანი ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის რაოდენობა;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;

გ) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებაში, ისტორიულ რეკონსტრუქციაში, აღლუმში ან/და სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნის არსებობის დამადასტურებელი, ღონისძიების ჩამტარებელი უწყების/დაწესებულების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი;

ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირის თანხმობა (ცნობა);

ვ) ნებართვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნებართვა გაიცემა ერთდროულად არაუმეტეს 5 ერთეული ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის შემთხვევაში.

3. ნებართვის მაძიებლის მოთხოვნით, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ნებართვაში „გადაადგილების მარშრუტის“ გრაფაში შეიძლება, მიეთითოს საქართველოში შემოტანილი ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შენახვის ადგილი, რაც ნებართვის მფლობელს უფლებას აძლევს, საბაჟო პროცედურის განხორციელების შემდეგ ორი კალენდარული დღის ვადაში, აღნიშნული ნებართვის საფუძველზე, საქართველოში შემოტანილი ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღი გადაიტანოს შენახვის ადგილზე.

4. უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოში შემოიტანოს ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღი, თუ არსებობს შესაბამისი ღონისძიების ჩამტარებელი უწყების/დაწესებულების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებაში, ისტორიულ რეკონსტრუქციაში, აღლუმში ან/და სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის თაობაზე. შემოტანილი იარაღი საქართველოდან გატანილი უნდა იქნეს იმ ვადებში, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტით, მაგრამ არაუმეტეს სამი თვისა.

5. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქემ ან ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების ჩამტარებელმა მხარემ უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში დროებითი საცხოვრებელი ადგილისა და შემოსატანი ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში დროებითი შენახვის ადგილის მითითებით;

ბ) საქართველოში შემოსატანი ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების ამსახველი დოკუმენტი (ან დოკუმენტის ასლი);

გ) უცხო ქვეყნის მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებაში, ისტორიულ რეკონსტრუქციაში, აღლუმში ან/და სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნის არსებობის დამადასტურებელი, ღონისძიების ჩამტარებელი უწყების/დაწესებულების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი;

ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირის თანხმობა (ცნობა);

ვ) ნებართვაზე კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

6. უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებაში, ისტორიულ რეკონსტრუქციაში, აღლუმში ან/და სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ღონისძიების ჩამტარებელი უწყების/დაწესებულების მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ნებართვის გაცემისათვის დადგენილი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, ნებართვა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გადასაცემად გადაეცემა ღონისძიების ჩამტარებელ პირს.

7. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვაში შეიძლება დამატებით მიეთითოს საქართველოში შემოტანილი იარაღის დროებითი შენახვის ადგილი.

8. საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაციის/ორგანიზაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის (რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი) მიერ, აგრეთვე იმავე წესით აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაციის (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება, რომელშიც მითითებულია საქართველოში შემოსატანი ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (მარკა, მოდელი, ნომერი, კალიბრი, რაოდენობა და ა. შ.);

ბ) ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზანი (თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებაში, ისტორიულ რეკონსტრუქციაში, აღლუმში ან/და სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია);

გ) საქართველოში შემოსატანი ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) საქართველოში შემოსატანი ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანაზე პასუხისმგებელი პირის მონაცემები;

ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირის თანხმობა (ცნობა);

ვ) ნებართვისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

9. საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ სროლის სახეობის ეროვნულ სპორტულ ფედერაციას/ორგანიზაციას ან/და მის წევრ იურიდიულ პირს/ინდივიდუალურ მეწარმეს (რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი), აგრეთვე იმავე წესით აღიარებულ ეროვნულ სპორტულ ორგანიზაციას (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ნებართვის საფუძველზე, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღი, საქართველოში შემოტანისა და შესაბამისი საბაჟო პროცედურის განხორციელების შემდეგ, ორი სამუშაო დღის განმავლობაში, იმავე ნებართვის საფუძველზე, გადაიტანოს მუდმივი შენახვის ადგილზე, რის შესახებაც მიეთითება „გადაადგილების მარშრუტში“.

10. სააგენტო უფლებამოსილია, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციისა/დოკუმენტებისა, ნებართვის მაძიებელს დამატებით მოსთხოვოს ისეთი ინფორმაციის/დოკუმენტის წარდგენა, რომელიც მნიშვნელოვანია მომსახურების გაწევის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.

11. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებართვას არ საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შეძენა, საქართველოდან გატანა, გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნა. აღნიშნული ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წერილობითი თანხმობის (ცნობის) საფუძველზე.“.

3. მე-7 მუხლის:

ა) მე-12 და 121 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაციის/ორგანიზაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის (რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი) მიერ, აგრეთვე იმავე წესით აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაციის (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) მიერ სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება, რომელშიც მითითებულია საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია (სად, როდის და ვის მიერ ტარდება ღონისძიება), საქართველოდან გასატანი და უკან შემოსატანი სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (მარკა, მოდელი, ნომერი, კალიბრი, რაოდენობა და ა. შ.), პერიოდი, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს მათი საქართველოდან გატანა და საქართველოში შემოტანა;

ბ) იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის გატანა-შემოტანაზე პასუხისმგებელი პირის მონაცემები;

დ) ნებართვისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევისა);

ე) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

121. საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაციის/ორგანიზაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის (რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი) მიერ, აგრეთვე იმავე წესით აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაციის (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) მიერ სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება, რომელშიც მითითებულია საქართველოში შემოსატანი სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (მარკა, მოდელი, ნომერი, კალიბრი, რაოდენობა და ა. შ.);

ბ) საქართველოში შემოსატანი სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) საქართველოში შემოსატანი სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანაზე პასუხისმგებელი პირის მონაცემები;

დ) ნებართვისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“;

ბ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ სროლის სახეობის ეროვნულ სპორტულ ფედერაციას/ორგანიზაციას ან/და მის წევრ იურიდიულ პირს/ინდივიდუალურ მეწარმეს (რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი), აგრეთვე იმავე წესით აღიარებულ ეროვნულ სპორტულ ორგანიზაციას (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) უფლება აქვს, ამ მუხლის მე-12 და 121 პუნქტებით განსაზღვრული ნებართვის საფუძველზე, სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი, მისი ძირითადი ელემენტები ან/და საბრძოლო მასალა საქართველოში შემოტანისა და შესაბამისი საბაჟო პროცედურის განხორციელების შემდეგ, ორი სამუშაო დღის განმავლობაში, იმავე ნებართვის საფუძველზე, გადაიტანოს მუდმივი შენახვის ადგილზე.“.

4. 94 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ დადგენილების მოქმედება აგრეთვე ვრცელდება საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაციის/ორგანიზაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის, აგრეთვე იმავე წესით აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაციის (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) მიერ მოწყობილ ტირზე, სასროლეთზე ან სასროლო-სანადირო სტენდზე, თუ საქართველოს სპორტის მინისტრის მიერ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე