დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 64 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 18/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/03/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 12/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130000000.63.075.016205 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №9 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 03/08/2015წ., სარეგისტრაციო კოდი: 130000000.63.075.016009) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-6 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) რეგიონალური მთავარი სამმართველოები: ვ.ა) აჭარის ა/რ რეგიონალური მთავარი სამმართველო; ვ.ბ) კახეთის რეგიონალური მთავარი სამმართველო; ვ.გ) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური მთავარი სამმართველო; ვ.დ) სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური მთავარი სამმართველო; ვ.ე) ქვემო ქართლის რეგიონალური მთავარი სამმართველო; ვ.ვ) იმერეთის რეგიონალური მთავარი სამმართველო; ვ.ზ) შიდა ქართლის რეგიონალური მთავარი სამმართველო; ვ.თ) მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური მთავარი სამმართველო; ვ.ი) გურიის რეგიონალური მთავარი სამმართველო; ვ.კ) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური მთავარი სამმართველო;“. 2. მე-9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სააგენტოს კომპეტენციიდან გამომდინარე, ოპერატიული და ღია წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის სისტემატიზაციას, ოპერატიული საქმიანობის პრიორიტეტების განსაზღვრას, ანალიზსა და სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის მოხსენებას; აღნიშნულთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავებას როგორც სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის, ასევე სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის; სააგენტოს საქმიანობისთვის აუცილებელი ოპერატიული და საინფორმაციო ბაზების შექმნას, მართვასა და სისტემურ განახლებას, ასევე სტრუქტურული ერთეულებისა და რეგიონალური მთავარი სამმართველოების მიერ განხორციელებული ანალიტიკური საქმიანობის კოორდინაციასა და კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილების განხორციელებას;“. 3. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. რეგიონალური მთავარი სამმართველოების კომპეტენცია რეგიონალური მთავარი სამმართველოები იქმნება ტერიტორიული პრინციპით და უზრუნველყოფენ სააგენტოს დებულებით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 12 მარტიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები