საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის წახალისების წესის დამტკიცების თაობაზე

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის წახალისების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1196
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 19/03/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 070030000.22.027.017678
1196
19/03/2026
ვებგვერდი, 19/03/2026
070030000.22.027.017678
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის წახალისების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1196

2026 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის წახალისების წესის დამტკიცების თაობაზე

 „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 1118 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის წახალისების თანდართული წესი.
2.  ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია




საჯარო სამართლის იურიდიული პირისდანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის წახალისების წესი

 

მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს წესი აწესრიგებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის (შემდგომ – მოსამსახურე) წახალისებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

 

მუხლი 2. მოსამსახურის წახალისება

მოსამსახურე შეიძლება წახალისდეს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, განსაკუთრებული სირთულის, მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისთვის ან/და განსაკუთრებული დამსახურებისთვის.

 

მუხლი 3. წახალისების ფორმები

1. მოსამსახურის მიმართ გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა;

გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

დ) სიგელით დაჯილდოება;

ე) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;

ვ) სამინისტროს უწყებრივი ჯილდოთი დაჯილდოება;

ზ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;

თ) დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადის შემცირება;

ი) დაწინაურება.

2. მოსამსახურის მიმართ შეიძლება ერთდროულად იქნეს გამოყენებული წახალისების რამდენიმე ფორმა.

3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი მამაცობისა და გამბედაობისთვის მოსამსახურე შეიძლება წარდგენილ იქნეს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოზე.

4. სააგენტოს უფროსსა და მის მოადგილეებზე არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“−„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების ფორმები.

 

მუხლი 4. წახალისების გამოყენების შესახებ წარდგინება

1. მოსამსახურის წახალისება ხდება უშუალო უფროსის ან ზემდგომი თანამდებობის პირის წარდგინებით.

2. წარდგინება უნდა შეიცავდეს მოსამსახურის დახასიათებასა და ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული გარემოების/გარემოებების არსებობის შესახებ დასაბუთებას.

3. სააგენტოს უფროსის მოადგილეებისა და სააგენტოს უფროსის უშუალოდ დაქვემდებარებულ სხვა პირთა მიმართ წახალისება ხდება წარდგინების გარეშე, გარდა ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების ფორმისა.

 

მუხლი 5. სამართლებრივი აქტი წახალისების გამოყენების შესახებ

ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წახალისების ფორმის გამოყენების შემთხვევაში გამოიცემა შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გადაეცემა წახალისებულ მოსამსახურეს. მოსამსახურის წახალისების შესახებ ბრძანება ინახება მის პირად საქმეში.

 

მუხლი 6. გადაწყვეტილების მიღება შესაბამისი წახალისების ფორმის გამოყენების შესახებ

1. მოსამსახურის მიმართ ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“–„დ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების ფორმის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს უფროსი;

ბ) „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების ფორმის გამოყენებისას, საშუალო სპეციალურ წოდების მინიჭების შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს უფროსი, ხოლო უფროსი სპეციალური წოდების მინიჭების შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის მინისტრი;

გ) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების ფორმის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უწყებრივი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 1 ნოემბრის №1028 ბრძანებით დადგენილი წესით გამოყენების, აგრეთვე, სააგენტოს უფროსის წახალისების შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

2. მოსამსახურეზე ფულადი ჯილდო გაიცემა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

3. მოსამსახურეზე ფასიანი საჩუქარი გაიცემა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

4. მოსამსახურეს, რომლის მიმართაც წახალისების ფორმად გამოიყენება სიგელით დაჯილდოება, სიგელი (დანართი №1) გადაეცემა საზეიმო ვითარებაში.

5. წახალისების სახით დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადის შემცირება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ მოსამსახურის მიმართ, რომელსაც დისციპლინური პასუხისმგებლობის სახედ განსაზღვრული აქვს თანამდებობრივი სარგოს დაკავება „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 11​20 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის სახით.

 

მუხლი 7. წახალისებული მოსამსახურის კვლავ წახალისება

წახალისებული მოსამსახურე ახალი დამსახურებისთვის შეიძლება კვლავ წახალისდეს წახალისების იმავე ან სხვა ფორმით.