დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280070010.22.035.017207 |
|
„სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში (სსმ III, 2006წ., №19, მუხლი 241) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართის „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“:
1. მე-7 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო ორგანოებიდან (გარდა წვევამდელთა ეროვნული სამსახურიდან დათხოვნილი პირებისა), შინაგან საქმეთა ორგანოებიდან (მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებიდან), საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან/სახელმწიფო უშიშროების ორგანოებიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან/დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი პირები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილი სამხედრო წოდების და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილი სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები, ამავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილი, ზევადიანი სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებული პირები, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – შემოსავლების სამსახურიდან დათხოვნილი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან გათავისუფლებული სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან დათხოვნილი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულებისა – გუბერნატორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებიდან/დანაყოფებიდან (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) 2005 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან 2015 წლის 10 იანვრიდან 2016 წლის 2 სექტემბრამდე დათხოვნილი პირები.“; ბ) მე-7 – მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარება აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ნამსახურობაში, გარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობისა, შედის სახელმწიფო დაწესებულებაში სამხედრო წოდებითა და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობა, აგრეთვე პროკურატურის ორგანოებში სამსახური და მოსამართლედ მუშაობის პერიოდი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირს ზემოთ ჩამოთვლილ ორგანოებში ჩარიცხვამდე საერთო წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდიც. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება. საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით. სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი (გარდა ყოფილი სსრკ-ისა და საქართველოს სსრ-ის მილიციის უმაღლეს სკოლებში, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის სასწავლებელში, სამხედრო სასწავლებელში, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში, საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის სამხედრო სასწავლებელში სწავლისა (იუნკერის, კურსანტის, მსმენელის, სტუდენტის სწავლისა, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურის სასწავლებლად საზღვარგარეთ გრძელვადიანი მივლინებით ყოფნისა) და განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით ჩაითვლება საერთო წელთა ნამსახურობაში მხოლოდ, კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშებისთვის და არ ჩაითვლება ამ პუნქტით გათვალისწინებულ კალენდარულ წელთა ნამსახურობაში. სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისას შესაბამისი უწყება ან კომპენსაციის მაძიებელი ვალდებულია წარადგინოს სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ სრული ინფორმაცია, მათ შორის, ასეთი სტატუსის შეჩერების პერიოდის დადასტურებით. 8. ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარება აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, ამავე სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან და იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირი ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ნამსახურობაში, გარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, ამავე სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში და საგამოძიებო დეპარტამენტში, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში ნამსახურობისა, შედის იმ ორგანოებში სამსახური, რომლებიც საპატიმრო სასჯელს აღასრულებდნენ (მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული დაქვემდებარებისა), აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სამსახური. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირს კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის საერთო წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირში – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში, ამავე სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის (სამხედრო წოდებით ან სპეციალური წოდებით მუშაობის პერიოდი) ან სასამართლო ხელისუფლების ორგანოში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდიც. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება. საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი (გარდა ყოფილი სსრკ-ისა და საქართველოს სსრ-ის მილიციის უმაღლეს სკოლებში, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის სასწავლებელში, სამხედრო სასწავლებელში, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში, საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის სამხედრო სასწავლებელში სწავლისა (იუნკერის, კურსანტის, მსმენელის, სტუდენტის სწავლისა, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურის სასწავლებლად საზღვარგარეთ გრძელვადიანი მივლინებით ყოფნისა) და განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით ჩაითვლება საერთო წელთა ნამსახურობაში მხოლოდ კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშებისთვის და არ ჩაითვლება ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ კალენდარულ წელთა ნამსახურობაში. სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისას შესაბამისი უწყება ან კომპენსაციის მაძიებელი ვალდებულია წარადგინოს სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ სრული ინფორმაცია, მათ შორის, ასეთი სტატუსის შეჩერების პერიოდის დადასტურებით.“; გ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან განთავისუფლებული სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები, თუ მათ აქვთ ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ნამსახურობაში, გარდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ნამსახურობისა, შედის აგრეთვე შემდეგ ორგანოებში ნამსახურობა: სამხედრო, საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და პროკურატურის ორგანოები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია და საგამოძიებო დეპარტამენტი, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია და საგამოძიებო დეპარტამენტი, ამავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (2009 წლის დეკემბრამდე), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური (სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით მუშაობის პერიოდი), აგრეთვე მოსამართლედ ან მოსამართლის თანაშემწედ მუშაობა.“; დ) მე-16 და მე-17 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „16. ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარება აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის/სახელმწიფო უშიშროების ორგანოების სისტემიდან დათხოვნილი პირები, თუ მათ სამსახურიდან დათხოვნისას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ნამსახურობაში, გარდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამხედრო წოდებით ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობისა, შედის აგრეთვე სახელმწიფო დაწესებულებაში სამხედრო წოდებით ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დათხოვნილ პირს ზემოთ ჩამოთვლილ ორგანოებში ჩარიცხვამდე საერთო წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდიც, რომელსაც არ ფარავს სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობა, თუ სწავლის პერიოდში მას შეჩერებული არ ჰქონდა სტუდენტის აქტიური სტატუსი. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება. საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით. სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი (გარდა ყოფილი სსრკ-ისა და საქართველოს სსრ-ის მილიციის უმაღლეს სკოლებში, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის სასწავლებელში, სამხედრო სასწავლებელში, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში, საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის სამხედრო სასწავლებელში სწავლისა (იუნკერის, კურსანტის, მსმენელის, სტუდენტის სწავლისა, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურის სასწავლებლად საზღვარგარეთ გრძელვადიანი მივლინებით ყოფნისა) და განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით ჩაითვლება საერთო წელთა ნამსახურობაში მხოლოდ კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშებისთვის და არ ჩაითვლება ამ პუნქტით გათვალისწინებულ კალენდარულ წელთა ნამსახურობაში. სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისას შესაბამისი უწყება ან კომპენსაციის მაძიებელი ვალდებულია წარადგინოს სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ სრული ინფორმაცია, მათ შორის, ასეთი სტატუსის შეჩერების პერიოდის დადასტურებით. 17. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან/დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტიდან თადარიგში დათხოვნილ პირზე, თუ მას სამსახურიდან დათხოვნისას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ნამსახურობაში, გარდა საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამხედრო წოდებით ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობისა, შედის აგრეთვე სახელმწიფო დაწესებულებაში სამხედრო წოდებით ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობა. საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან/დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტიდან დათხოვნილ პირს სახელმწიფო დაწესებულებაში სამხედრო წოდებით ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ჩარიცხვამდე საერთო წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდიც, რომელსაც არ ფარავს სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობა, თუ სწავლის პერიოდში მას შეჩერებული არ ჰქონდა სტუდენტის აქტიური სტატუსი. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება. საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით. სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი (გარდა ყოფილი სსრკ-ისა და საქართველოს სსრ-ის მილიციის უმაღლეს სკოლებში, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის სასწავლებელში, სამხედრო სასწავლებელში, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში, საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის სამხედრო სასწავლებელში სწავლისა (იუნკერის, კურსანტის, მსმენელის, სტუდენტის სწავლისა, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურის სასწავლებლად საზღვარგარეთ გრძელვადიანი მივლინებით ყოფნისა) და განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით ჩაითვლება საერთო წელთა ნამსახურობაში მხოლოდ კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშებისთვის და არ ჩაითვლება ამ პუნქტით გათვალისწინებულ კალენდარულ წელთა ნამსახურობაში. სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისას შესაბამისი უწყება ან კომპენსაციის მაძიებელი ვალდებულია წარადგინოს სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ სრული ინფორმაცია, მათ შორის, ასეთი სტატუსის შეჩერების პერიოდის დადასტურებით.“. 2. 71 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროკურატურიდან დათხოვნისას პროკურატურის თანამშრომელს კომპენსაცია ენიშნება, თუ მას აქვს ამავე პუნქტით განსაზღვრულ ორგანოში/ორგანოებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 20 წლის სტაჟი (მათ შორის, პროკურატურის სისტემაში – არანაკლებ 4 წლის სტაჟი). მუშაობის 20 წლის სტაჟში ჩაითვლება შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, პროკურატურის და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირში – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში და საგამოძიებო დეპარტამენტში, იმავე სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, 2011 წლის 11 მარტამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, 2011 წლის 11 მარტიდან 2011 წლის 3 ივნისამდე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამის საგამოძიებო დანაყოფებში სპეციალობით მუშაობა, აგრეთვე ამ წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სხვა ორგანოების შესაბამის საგამოძიებო დანაყოფებში სპეციალობით მუშაობა. ამ კომპენსაციის ოდენობა არის:
ა) უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისათვის – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 20%-ის შესაბამის სტაჟზე ნამრავლი; 3. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სამხედრო ორგანოებიდან, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან (მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებიდან), საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან/დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, ამავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − შემოსავლების სამსახურიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან განთავისუფლებულ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულებისა − გუბერნატორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებიდან/დანაყოფებიდან (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) 2005 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან 2015 წლის 10 იანვრიდან 2016 წლის 2 სექტემბრამდე დათხოვნილ პირებს, აგრეთვე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს;“. 4. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, ამავე სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში და საგამოძიებო დეპარტამენტში, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში, იმავე სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მომუშავე სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, მის შრომისუუნარო მეუღლეს, მშობლებს და შვილებს;“. 5. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სამხედრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან (მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებიდან), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულებისა − გუბერნატორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებიდან/დანაყოფებიდან (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) 2005 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან (2015 წლის 10 იანვრიდან 2016 წლის 2 სექტემბრამდე პერიოდი) აგრეთვე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან/დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთათვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილი სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთათვის, იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილი, ზევადიანი სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთათვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებულ პირთათვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – შემოსავლების სამსახურიდან დათხოვნილი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთათვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლებულ პირთათვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთათვის ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი უწყების/დაწესებულების მიერ გაცემული წელთა ნამსახურობის ნუსხა/გაანგარიშება, ბრძანება სამხედრო ძალების/თავდაცვის ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის დათხოვნის შესახებ, ბრძანება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან/დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულებისა − გუბერნატორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებიდან/დანაყოფებიდან (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) 2005 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე პერიოდი)) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან (2015 წლის 10 იანვრიდან 2016 წლის 2 სექტემბრამდე პერიოდი) გათავისუფლების შესახებ, ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – შემოსავლების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ბრძანება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან, ბრძანება სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან, ბრძანება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ბრძანება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, ამავე სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან ან სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან დათხოვნის შესახებ: 6. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება – კომპენსაციის შეჩერების დღიდან, ხოლო იმ პირების მიმართ, რომლებსაც ამ ბრძანების მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეუჩერდათ კომპენსაცია – მისი შეჩერების დღიდან;“.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები