დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 19 სექტემბრის №96/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/03/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 26/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.022.018820 |
|
„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 19 სექტემბრის №96/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 19 სექტემბრის №96/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 19/09/2025; სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.022.018731) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების:
1. მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ და „ი2“ ქვეპუნქტები: „ი1) სახელმწიფო პრიორიტეტების გათვალისწინებით, კვალიფიციური კადრების მომზადებისა და შრომის ბაზარზე ინტეგრაციის მიზნით, საქართველოს მოქალაქეობის მქონე ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირებისთვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული საგრანტო/სასტიპენდიო პროგრამების განხორციელება და გრანტების/სტიპენდიების დადგენილი წესით გაცემის უზრუნველყოფა უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი ქვეყნის მიერ აღიარებულ აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე, ასევე, კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებზე განათლების მისაღებად; ი2) სამინისტროს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებითა და მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, საგანმანათლებლო, გაცვლითი ან/და მოკლევადიანი კვლევითი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა;“. 2. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) „საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სწავლის ხელშეწყობა, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, ასევე სამინისტროს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებითა და მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ სამინისტროსათვის დასაბუთებული მომართვის საფუძველზე;“. 3. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ და „დ2“ ქვეპუნქტები: „დ1) სახელმწიფო პრიორიტეტების გათვალისწინებით, კვალიფიციური კადრების მომზადებისა და შრომის ბაზარზე ინტეგრაციის მიზნით, საქართველოს მოქალაქეობის მქონე ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირებისთვის, სამინისტროს მიერ დამტკიცებული საგრანტო/სასტიპენდიო პროგრამების განხორციელება და გრანტების/სტიპენდიების დადგენილი წესით გაცემის უზრუნველყოფა უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი ქვეყნის მიერ აღიარებულ აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე, ასევე, კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებზე განათლების მისაღებად; დ2) სამინისტროს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებითა და მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, საგანმანათლებლო, გაცვლითი ან/და მოკლევადიანი კვლევითი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა; “.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 26 აპრილიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები