დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 42 |
| დოკუმენტის მიმღები | თერჯოლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.126.016498 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,„გ.ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 იანვრის №2 დადგენილების (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 02.02.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.126.016244) დანართში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების დანართის მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალ რედაქციით: „1. ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, მერიის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, აგრეთვე მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მერიის საქმიანობის ინფორმაციულ-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა, მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაცია. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადება დამტკიცებული შესყიდვების წლიური გეგმის შესაბამისად, შესყიდვების მომზადება და განხორციელება, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა. შესყიდვების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და საქმიანობის მონიტორინგის განხორციელება. ’’. ბ) დადგენილების დანართის მე-12 მუხლის 1.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „1.1. ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება; ბ) შესყიდვების განყოფილება; გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება.“. გ) დადგენილების დანართის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით და დაემატოს 4.1. პუნქტი: „4. ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ბავშვებისა და მოხუცების საზოგადოებასთან ადაპტირებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება, აგრეთვე შესაბამის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა; მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება; „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ გათვალისწინებული ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის მუნიციპალური სამსახურის უფლება-მოვალეობების განხორციელება. 4.1. სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულია: ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის განყოფილება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები