„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მმართველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს N590 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მმართველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს N590 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1199
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 24/03/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.017681
1199
24/03/2026
ვებგვერდი, 25/03/2026
040030000.22.027.017681
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მმართველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს N590 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1199

2026 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მმართველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს №590 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მმართველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს №590 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04/08/2020, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.017084) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტოს თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობას მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე ასრულებს სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან მოადგილე, ხოლო სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის არყოფნის ან მათ მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული სააგენტოს ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი.“.

2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე

1. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომლებსაც მინისტრთან შეთანხმებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.

2. სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის უფლებამოსილება განისაზღვრება თავმჯდომარის ბრძანებით.“.

3. მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სააგენტოს თავმჯდომარის დავალებების, ხოლო ამ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, თავმჯდომარის პირველი მოადგილის/მოადგილის დავალებების, აგრეთვე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების ჯეროვან და დროულ შესრულებას.“.

4. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან/ერთეულთან თანამშრომლობით, სააგენტოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილისთვის უცხო ქვეყნის ოფიციალური დელეგაციების, აგრეთვე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ვიზიტისას და სხვა მაღალი რანგის შეხვედრების დროს საპროტოკოლო ღონისძიების ორგანიზება და განხორციელება;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია