დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება №2/26694-15 გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/26694-15 |
| დოკუმენტის მიმღები | თბილისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 21/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე სხდომის მდივანი – მარიამ საბაძე |
განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენა
განმცხადებელი – შპს „დედაბოძი“ გაკოტრების მმართველი – სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო წარმომადგენელი – თამთა მაჭარაშვილი განხილვის საგანი – გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება მოთხოვნა – შპს „დედაბოძის“ მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტა, გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება
სასამართლომ გამოარკვია: შპს „დედაბოძის“ წარმომადგენელმა განცხადებით მომართა სასამართლოს შპს „დედაბოძის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 იანვრის განჩინებით შპს „დედაბოძის“ (ს/ნ 404945119) განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნა სასამართლოს წარმოებაში და მეურვედ დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 აპრილის საოქმო განჩინებით შპს „დედაბოძის“ მიმართ დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება, ხოლო შპს „დედაბოძის“ გაკოტრების მმართველად დაინიშნა – სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო. განსახილველ შემთხვევაში შპს „დედაბოძის“ კრედიტორებს წარმოადგენენ: სსიპ – შემოსავლების სამსახური – 1 721 037.86 ლარის ოდენობით (მე-4 რიგი); შპს „ბეგი ჯორჯია“ (ს/ნ 202456430) – 30 000 ლარი (მე-6 რიგი); შპს „თბილცემენტ გრუპ“ (ს/ნ 436031973) – 52 857 ლარის ოდენობით (მე-6 რიგი); შპს „ჯეორენტი“ (ს/ნ 404883729) – 4000 ლარის ოდენობით (მე-6 რიგი); შპს „გლინულა“ (ს/ნ 404899687) – 78 186.56 ლარის ოდენობით. 2025 წლის 22 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ მოწვეულ კრედიტორთა კრებაზე გაკოტრების მმართველის სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა წარმოადგინა შპს „დედაბოძის“ (ს/ნ 404945119) გადახდისუუნარობის საქმეზე განახლებული მოხსენება და იშუამდგომლა შპს „დედაბოძის“ ქონების მოძიების შეწყვეტის თაობაზე. მისი განმარტებით, შპს „დედაბოძის“ (ს/ნ 404945119) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ფარგლებში წარმოდგენილია ინფორმაცია საწარმოს ქონების თაობაზე, სადაც აღნიშნული იყო, რომ კომპანიის ბალანსზე ირიცხებოდა 93 დასახელების მოძრავი ქონება. 2025 წლის 22 მაისს მოწვეულ კრედიტორთა კრებაზე შპს „დედაბოძის“ გაკოტრების მმართველის სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის მიერ ზემოთ აღნიშნულ შუამდგომლობას კრედიტორის სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა ანა ჭაჭიაშვილმა არ დაუჭირა მხარი, მისი განმარტებით, შპს „დედაბოძის“ (ს/ნ 404945119) გადახდისუუნარობის საქმეზე უნდა გაგრძელდეს ქონების მოძიება. აღნიშნულიდან გამომდინარე – მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია კრედიტორის სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის ანა ჭაჭიაშვილის შუამდგომლობა შპს „დედაბოძის“ (ს/ნ 404945119) გადახდისუუნარობის საქმეზე ქონების მოძიების გაგრძელების თაობაზე და მიიჩნია, რომ იგი უნდა გაგრძელებულიყო 15 კალენდარული დღის ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2025 წლის 23 ივნისს მოწვეულ კრედიტორთა კრებაზე გაკოტრების მმართველის სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა სალომე ამნიაშვილმა წარმოადგინა შპს „დედაბოძის“ (ს/ნ 404945119) გადახდისუუნარობის საქმეზე განახლებული მოხსენება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 23 ივნისის განჩინებით შეწყდა შპს „დედაბოძის“ (ს/ნ 404945119) საქმეზე ქონების მოძიება და სამეურვეო მასიდან ამოირიცხა შემდეგი ქონებები:
ამავე განჩინებით შეწყდა შპს „დედაბოძის“ (ს/ნ 404945119) საქმეზე ქონების მოძიება და სამეურვეო მასიდან ამოირიცხა შემდეგი იურიდიული პირების მიმართ არსებული დებიტორული მოთხოვნები ჯამში 240952.87 ლარის ოდენობით:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2026 წლის 13 იანვარს განცხადებით მომართა შპს „დედაბოძის“ გაკოტრების მმართველის სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა და იშუამდგომლა სატრანსპორტო საშუალების (EE898; ტიპი: სატვირთველი, მოდელი: STALOWA WOLA 510 C; ფერი: ყვითელი 6/8, გამოშვების წელი: 1992) შპს „დედაბოძის“ სამეურვეო მასიდან ამორიცხვის თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 21 იანვრის განჩინებით შპს „დედაბოძის“ (ს/ნ 404945119) სამეურვეო მასიდან ამოირიცხა სატრანსპორტო საშუალება (EE898; ტიპო: სატვირთველი, მოდელი: STALOWA WOLA 510 C; ფერი: ყვითელი 6/8, გამოშვების წელი: 1992). თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „დედაბოძის“ გაკოტრების მმართველის სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა თამთა მაჭარაშვილმა, წარმოდგენილ განცხადებაში იგი განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 23 ივნისის განჩინებთ შპს „დედაბოძის“ (ს/ნ 404945119) გადახდისუუნარობის საქმეზე დამტკიცდა კრედიტორთა კრების გადაწყვეტილება, შეწყდა შპს „დედაბოძის“ (ს/ნ 404945119) საქმეზე ქონების მოძიება – სამეურვეო მასიდან ამოირიცხა ქონებები და არსებული დებიტორული მოთხოვნები. დღეის მდგომარეობით კომპანიას არ გააჩნია ქონება. გაკოტრების მმართველის განმარტებით, შპს „დედაბოძის“ (ს/ნ 404945119) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ფარგლებში წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად კომპანიის ბალანსზე ირიცხებოდა 93 დასახელების მოძრავი ქონება. კერძოდ, 2016 წლის 12 თებერვალს საწარმოს დირექტორის მიერ სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარმოდგენილი იქნა მოვალე კომპანიის ბალანსზე რიცხული ქონების ჩამონათვალი, რის საფუძველზეც ქეისმენეჯერის ირაკლი წიკლაურის მიერ დაინსპექტირდა და აღიწერა მოვალე კომპანიის აქტივები და შესანახად ჩაჰბარდა კომპანიის დამფუძნებელ მერაბ შუკაკიძეს (2016 წლის 16 თებერვლის ოქმი). ამასთან, დირექტორის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შპს „დედაბოძს“ (ს/ნ 404945119) გააჩნდა დებიტორული მოთხოვნები რვა პირის მიმართ. შეტყობინებები გაეგზავნა რვავე დეპიტორს 2016 წლის 10 თებერვალს კერძოდ კი: შპს „თაკო 93“-ს (ს/ნ 200276977), შპს „კავკასიას“ (ს/ნ 404880205), შპს „დადუ 2004“-ს (ს/ნ 401992787), შპს „იბერიამშენს“ (ს/ნ 400131861), შპს „ვანათელის“ (ს/ნ 417882250), შპს „გაენათის“ (ს/ნ 400009904), შპს „ელეგიოს“ (ს/ნ 400012516), შპს „ლაზ 2010“-ს (ს/ნ 400006275). შპს „თაკო 93“-ის (ს/ნ 200276977) დირექტორმა წარმოადგინა განცხადება 2016 წლის 18 თებერვალს (#A16004995-D016) და განაცხადა, რომ კომპანიის მიმართ დავალიანება არ გააჩნია, იგივე პოზიცია დააფიქსირა შპს „იბერია-მშენის“ (ს/ნ 400131861) დირექტორმა 2016 წლის 21 თებერვლის განცხადებით #A16004995-D017. შპს „კავკასიას,“ შპს „გაენათს“ და შპს „დადუ 2004“-ს პოზიცია არ დაუფიქსირებით, ასევე ვერ მოხერხდა დაკავშირება შპს „ელეგიოსთან“ და შპს „ლაზ- 2010 “- თან. იმისათვის, რომ გაკოტრების მმართველს მოეხდინა დებიტორული მოთხოვნების საბაზრო ღირებულების დადგენა, დირექტორს დაევალა, დებიტორული მოთხოვნების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა, თუმცა ვერც დირექტორმა და ვერც დამფუძნებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარმოდგენა ვერ უზრუნველყო. გარდა ამისა, მოძრავი ქონების განთავსების ადგილზე განმეორებით მისვლისას, 2016 წლის 16 თებერვლის ოქმში მითითებული მოძრავი ქონება ადგილზე ვეღარ იქნა მოძიებული. გაკოტრების მმართველის მიერ შედგა როგორც წერილობითი, ისე ზეპირი კომუნიკაცია საწარმოს დირექტორთან და დამფუძნებელთან, რათა დაედგინა ქონების ადგილსამყოფელი. თუმცა, ინფორმაცია ვერ იქნა მოძიებული. გაკოტრების მმართველი საკუთარი ძალებით შეეცადა ქონების მოძიებას. გაირკვა, რომ შპს „დედაბოძის“ (ს/ნ 404945119) საკუთრებაში არსებულ ზემოაღნიშნულ მოძრავ ქონებებზე რეგისტრირებული იყო სსიპ – შემოსავლების სამსახურის გირავნობის უფლება. ამასთან, ერთ-ერთი იძულებითი სააღსრულებო წარმოების ფარგლებში 2015 წლის მაისის თვეში, მანამ სანამ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება დაიწყებოდა, სსიპ შემოსავლების სამსახურმა გამოიყენა მოგირავნის უფლება შპს „დედაბოძის“ (ს/ნ 404945119) მოძრავი ქონების მიმართ და მოითხოვა ქონების ყადაღისგან გათავისულება. გაკოტრების მმართველმა წერილობით (წერილის ნომერი: 17741, 2022 წლის 14 მარტი) მიმართა შემოსავლების სამსახურს იმის დასადგენად, მოხდა თუ არა მათ მიერ ზემოაღნიშნული ქონების განკარგვა და როდის. N21-17/38765 პასუხიდან ირკვევა, რომ შპს „დედაბოძის“ (ს/ნ 404945119) მიმართ 2014 წლის 24 აპრილს გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების N006-364 ბრძანება, რომლის საფუძველზე 2014 წლის 8 მაისს შედგა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი“ N1. ზემოაღნიშნული ბრძანება გაუქმებულ იქნა შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 7 მარტის N011-141 ბრძანებით. თუმცა, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტის“ გაუქმების შემდეგ, რა ბედი ეწია აღნიშნულ ქონებას, ვერ დგინდება. კომპანიის დამფუძნებლის ზეპირსიტყვიერი განმარტებით, ქონება შემოსავლების სამსახურის მიერ იქნა განკარგული, რასაც არ ადასტურებს სსიპ – შემოსავლების სამსახური. შესაბამისად, ვერც მოძრავი ქონების მოძიება ვერ მოხერხდა და არც დებიტორული მოთხოვნების შესახებ არ იყო არანაირი ინფორმაცია ცნობილი/დოკუმენტაცია. გაკოტრების მმართველის განმარტებით, იგი გამოცხადდა უშუალოდ მოძრავი ქონების განთავსების ადგილზე თუმცა ადგილზე, დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ იმ მისამართზე საწარმოს სამეურვეო ქონება არ არის განთავსებული. აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე შედგა ოქმი (იხ. ტომი 2; ს.ფ. 8), რომლითაც მერაბ შუკაკიძე საწარმოს შპს „დედაბოძის“ ყოფილი დირექტორი ადასტურებს ხელმოწერით, რომ მოძრავი ქონების განთავსების ადგილზე მოძრავი არანაირი ქონება აღარ არის განთავსებული. ამავდროულად გაკოტრების მმართველმა შეწყვიტა მოძიება უშუალოდ დებიტორებთან დაკავშირებით, გაკოტრების მმართველის სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის სალომე ამნიაშვილის განმარტებით, დებიტორებს გაეგზავნათ შეტყობინებები დავალიანების გადახდასთან დაკავშირებით, თუმცა მათი მხრიდან პასუხი არ იქნა გამოგზავნილი, ამასთან, აღნიშნული მოთხოვნები იყო ხანდაზმული და არც რაიმე სხვა დამატებითი მტკიცებულება არსებობს დებიტორების მიმართ. აგრეთვე, აღსანიშნავია ისიც, რომ შპს „დედაბოძის“ (ს/ნ 404945119) სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება – EE898 ვერ იქნა მოძიებული, ხსენებული ავტომანქანის თაობაზე გაკოტრების მმართველს მიმართული ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და მინიჭებული ჰქონდა ძებნა/დაკავების სტატუსი, თუმცა ვერ მოხერხდა მისი მოძიება. აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ფიქსირდება არც ერთი სამართალდარღვევა, რაც მიუთითებს იმას, რომ სატრანსპორტო საშუალება არ არსებობს ან ჯართად არის ქცეული. შპს „დედაბოძის“ დამფუძნებლის მერაბ შუკაკიძის განმარტებით, სხვა ქონებებთან ერთად აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებაც იქნა გაძარცვული და ნაწილებად დაშლილი. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „დედაბოძის“ გაკოტრების მმართველის სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა იშუამდგომლა შპს „დედაბოძის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტისა და მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამოშლის თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 25 დეკემბრის განჩინებით მოწვეულ იქნა კრედიტრთა კრება 2026 წლის 21 იანვარს შპს „დედაბოძის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის განხილვის, შპს „დედაბოძის“ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამოშლისა და კრედიტორთა კრებას მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვის მიზნით. 2026 წლის 21 იანვარს მოწვეულ კრედიტორთა კრებაზე შპს „დედაბოძის“ გაკოტრების მმართველის სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა თამთა მაჭარაშვილმა იშუამდგომლა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მეორე პუნქტის; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე შპს „დედაბოძის“ (ს/ნ 404945119) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, ხოლო კრედიტორის სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი ანა ჭაჭიაშვილი არ დაეთანხმა შპს „დედაბოძის“ გაკოტრების მმართველის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის თამთა მაჭარაშვილის შუამდგომლობას შპს „დედაბოძის“ (ს/ნ 404945119) მიმართ საქმის წარმოების შეწყევტის თაობაზე. სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა გაკოტრების მმართველის სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს პოზიცია, კრედიტორი(ებ)ის მოსაზრება და მიიჩნია, რომ შპს „დედაბოძის“ მიმართ უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და შპს „დედაბოძი“ გამოცხადდეს გაკოტრებულად შემდეგ გარემოებათა გამო: „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება. სასამართლო აღნიშნავს, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით, გაკოტრების მმართველის მოხსენებით დგინდება, რომ კომპანიას არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა მოთხოვნები, ვინაიდან შპს „დედაბოძს“ არ გააჩნია არანაირი ქონება. ამდენად, კომპანიას არ შესწევს უნარი არა მხოლოდ კრედიტორთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, არამედ საპროცესო ხარჯების ასანაზღაურებლადაც კი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შპს „დედაბოძის“ გადახდისუუნარობის საქმეზე და შპს „დედაბოძი“ (ს/ნ 404945119) უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას. კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი. განსახილველ შემთხვევაში 2025 წლის 4 დეკემბერს გაკოტრების მმართველის აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობით ირკვევა, რომ შპს „დედაბოძი“ გადახდისუუნაროა, რადგან ორგანიზაციას არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები და უზრუნველყოს თავისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვა. როგორც სასამართლომ არაერთხელ განმარტა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება. ამავე კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდისუუნარობა არის მოვალის უუნარობა, დააკმაყოფილოს კრედიტორის ვადამოსული მოთხოვნა. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად თუ მოვალე, ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და, ამასთანავე, მიაჩნია, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, მოვალის მიერ სასამართლოში შეტანილი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მონაცემების გარდა უნდა შეიცავდეს: ა) მითითებას, რომ გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მითითების დამადასტურებელ მტკიცებულებას. შპს „დედაბოძი“ (ს/ნ 404945119) გადახდისუუნაროა, რადგან ორგანიზაციას არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები და უზრუნველყოს თავისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვა, ამდენად, სახეზეა გადახდისუუნარობის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების განხორციელების საფუძვლები საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, თუ სასამართლოს ეჭვი შეეპარა მოვალის ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მითითებისა და მტკიცებულების ნამდვილობაში ან მიიჩნია, რომ მოვალის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ვერ ადასტურებს მოვალის მითითებას, რომ გაკოტრების დაწყების შემთხვევაში იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლო უფლებამოსილია ამ კანონის მე-19 მუხლით დადგენილი წესით გამოიტანოს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „დედაბოძის“ მიმართ უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, შპს „დედაბოძი“ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში გაუქმდეს შპს „დედაბოძის“ რეგისტრაცია. სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 272-ე, 284-285-ე მუხლებით და ადგილზე თათბირით დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. შპს „დედაბოძის“ (ს/ნ 404945119) მიმართ შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, შპს „დედაბოძი“ გამოცხადდეს გაკოტრებულად და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში გაუქმდეს შპს „დედაბოძის“ რეგისტრაცია. 2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, განთავსდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge). 3. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, №64). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ბურჯანაძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები