დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „პირველი ქართული აუქციონის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: ლაშა ბერიძე N008-26) | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | შპს „პირველი ქართული აუქციონი“ |
| მიღების თარიღი | 31/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საჯარო შეტყობინება
აუქციონის გამოცხადების შესახებ
2026 წლის 24 მარტი
სპეციალისტი: შპს „პირველი ქართული აუქციონი“, (ს/ნ: 204954086)
დირექტორი: ლაშა ჭიჭინაძე
მისამართი: ქ. თბილისი, ტოვსტონოგოვის 13
ელფოსტა: info@pqa.ge
ტელეფონი: 577783434
კრედიტორი: სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სკაპი“ (ს/ნ: 205274273)
მესაკუთრე/მოვალე: ლაშა ბერიძე (პ/ნ: 26001031877); მისამართი: ლანჩხუთი, ს. ლესა.
სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ შემდეგ უძრავ ქონებაზე:
|
საჯარო აუქციონის N: 008-26 |
|
აუქციონზე სარეალიზაციო უძრავი ქონების რეკვიზიტები: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ლესა, მე-2 ქუჩა, №12 ს/;კ 27.10.45.128 |
|
აუქციონის დაწყების დრო: 08.04.2026 წლის 15:00 სთ. აუქციონის დასრულების დრო: 15.04.2026 წლის 15:00 სთ. |
|
აუქციონის ჩატარების ადგილი: www.eauction.ge, განმკარგავი ორგანიზაცია შპს „პირველი ქართული აუქციონი“. |
|
უძრავი ქონების საწყისი ფასი: 63 239.34 ლარი; |
|
უძრავი ქონების აღწერა: სარეალიზაციოდ წარმოდგენილია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2382.00 კვ/მ. მიწის ნაკვეთი, რომელზეც განლაგებულია ორსართულიანი საცხოვრებელი, გარემონტებული სახლი, ქონება მდებარეობს ლანჩხუთის მუნიციპლაიტეტში, სოფელ ლესაში. |
|
ყურადღება: საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმართველობის ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. აუქციონში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს. აუქციონში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინოთ დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ აკმაყოფილებთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს |
|
აუქციონის პირობები: 1. აუქციონში მონაწილეობის მსურველმა პირებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე www.eauction.ge და უზრუნველყონ ქონების საწყისი ფასის 10%-ის ოდენობის გარანტიის წარმოდგენა ფულადი ან საბანკო გარანტიის ფორმით, www.eauction.ge-ს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. ამასთან, საბანკო გარანტიის ბენეფიციარად მითითებული უნდა იყოს სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სკაპი“ (ს/ნ: 205274273). 2. აუქციონში მონაწილე პირის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის ლოტის ფასს. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს. 3. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია აუქციონის დასრულებიდან 7 (შვიდ) კალენდარულ დღეში მთლიანად დაფაროს შეძენილი ქონების ღირებულება სპეციალისტის სადეპოზიტო ანგარიშზე (GE39TB7457936050100005) თანხის ჩარიცხვის გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში აუქციონი ჩაშლილად გამოცხადდება და იგი კარგავს საგარანტიო თანხას. 4. აუქციონში გამარჯვებულის მიმართ სპეციალისტის მიერ გაიცემა განკარგულება, აუქციონში გამარჯვებულს აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოეშობა მის მიერ ქონების ფასის 7 დღეში სრულად გადახდის შემდეგ. |
ყველა სხვა პირი, რომელსაც უფლებები აქვს უძრავ ნივთზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარუდგინოს სპეციალისტს აუქციონის დაწყებამდე.
სპეციალისტი:
შპს პირველი ქართული აუქციონის დირექტორი ლაშა ჭიჭინაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები