დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 აგვისტოს №502 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 124 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.025673 |
|
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 აგვისტოს №502 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 აგვისტოს №502 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/08/2014, 040030000.10.003.018122) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. თუ ამ დადგენილების შესაბამისი დანართით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე დადგენილებით განსაზღვრული სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურების ვადების ათვლა იწყება შესაბამისი მომსახურებისთვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სააგენტოსთვის წარდგენის დღის მომდევნო სამუშაო დღიდან და მთავრდება შესაბამისი მომსახურებისთვის დადგენილი ვადის ბოლო სამუშაო დღის დასრულებისთანავე.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული მე-16 დანართის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ბუნებრივი საფრთხეების ზონირების რუკების, ბუნებრივ საფრთხეებთან დაკავშირებული კვლევების − საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისთვის − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის გადაცემა, მათი წერილობითი მიმართვის არსებობისას, იმ პირობით, რომ ამ პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებების მიერ მათზე გადაცემული ბუნებრივი საფრთხეების ზონირების რუკები/ბუნებრივ საფრთხეებთან დაკავშირებული კვლევები არ იქნება გამოყენებული კომერციული მიზნებისათვის ან/და არ გადაეცემა მესამე პირებს საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები