ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორია) სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორია) სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/03/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.113.016552
7
25/03/2026
ვებგვერდი, 26/03/2026
010250050.35.113.016552
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორია) სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2026 წლის 25 მარტი

ქ. ოზურგეთი

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორია) სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ" ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ" ქვეპუნქტის, „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №667 დადგენილების მე-2 მუხლისა  და „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული  კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,   ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორია) სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფი და შეღავათები დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია



დანართი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორია) სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ

მუხლი 1
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფი განისაზღვროს 2 ლარით ოზურგეთი-ურეკის მარშუტზე, სხვა დანარჩენ მარშუტებზე მგზავრობის ტარიფი განისაზღვროს 1 ლარით.
მუხლი 2
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე შეღავათიანი ტარიფით, 0.50 ლარით მგზავრობის უფლება მიეცეთ შემდეგ პირთა კატეგორიებს:

ა) სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პენსიონერებს;

ბ) სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს – დევნილებს;

გ) ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ბაზის მიხედვით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს;

დ) სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;

ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს;

ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს;

ზ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ მარჩენალდაკარგულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს;

თ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს.

მუხლი 3
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე უფასო მგზავრობის უფლება მიენიჭოთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს.
მუხლი 4
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის გადახდის სისტემას ნერგავს და ამ დადგენილებით განსაზღვრული მგზავრობის საფასურის მოკრებას ახორციელებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შპს „ოზურგეთის სატრანსპორტო კომპანიის“  (ს/ნ: 237111594) მიერ შერჩეული შესაბამისი უფლებამოსილი სუბიექტი გადახდის სიტემის მოწყობის ფარგლებში, ასევე, უზრუნველყოფს ამ დანართის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული მგზავრებისთვის, სამგზავრო პლასტიკური ბარათების დამზადებასა და გაცემას.

2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შპს „ოზურგეთის სატრანსპორტო კომპანიას“  (ს/ნ: 237111594) მიენიჭოს უფლებამოსილება, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების განმახორციელებელ უფლებამოსილ სუბიექტთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება.

მუხლი 5
1. დანართის მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირების მგზავრობა ხორციელდება შპს „ოზურგეთის სატრანსპორტო კომპანიას“  (ს/ნ: 237111594) მიერ შერჩეული, ამ დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტის მიერ გაცემული სამგზავრო პლასტიკური ბარათების მეშვეობით.

2. დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტის (ბარათის გამცემი) მიერ გაცემული ბარათის დაზიანებისას ან დაკარგვისას, თუ ორივე შემთხვევაში წარმოიშვა ახალი ბარათის გაცემის აუცილებლობა, ბარათის აღდგენის თხოვნით, ბარათის გამცემს მიმართავს ბარათის კანონიერი მფლობელი.

3. დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული პირთა კატეგორიისათვის განკუთვნილი სამგზავრო პლასტიკური ბარათის სხვა პირთა მიერ მგზავრობისათვის გამოყენება ან ამ ბარათის სხვა პირზე ნებისმიერი ფორმით გადაცემა, რასაც მოჰყვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ბარათით სამგზავრო ბილეთის აღება, ექვემდებარება სამართალდამრღვევი პირის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალური ინსპექციის (ს/ნ: 437375458) უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, რომელიც დაუყოვნებლივ იღებს გადაწყვეტილებას შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირის/პირების სამგზავრო პლასტიკური ბარათის ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შ.პ.ს.“ოზურგეთის სატრანსპორტო კომპანია“ (ს/ნ: 237111594) უზრუნველყოფს ამ დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას ბარათის დაბლოკვის მიზნით.

4. ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვა ხორციელდება 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადით, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვას 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ბარათი ექვემდებარება უფასო განბლოკვას.

5. დანართის მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირებზე სამგზავრო პლასტიკური ბარათის გაცემა/აღდგენა ხორციელდება მათ მიერ ამ დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილ სუბიექტთან მიმართვის საფუძველზე.

მუხლი 6
დანართის მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით სარგებლობის მიზნით გასაცემი სამგზავრო პერსონიფიცირებული პლასტიკური ბარათის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი სტატუსისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 7
1. დანართის მე-2 და მე-3 მუხლებით განსაზღვრული შეღავათიანი/უფასო მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირთა მონაცემთა ბაზის განახლების მიზნით, ამ დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტისათვის (ბარათის გამცემი) ან/და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ან/და შ.პ.ს.“ოზურგეთის სატრანსპორტო კომპანიითვის“ (ს/ნ: 237111594) შესაბამისი ინფორმაციის კვარტალურად მიწოდების უზრუნველყოფა ეთხოვოთ შემდეგ დაწესებულებებს:

ა) დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ბ”, ,,დ”, ,,ე“, ,,ვ“, ,,ზ" და ,,თ“ ქვეპუნქტებით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს;

ბ) დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს;

გ) დანართის მე-3 მუხლით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.