„სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/03/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.168.016445
7
27/03/2026
ვებგვერდი, 30/03/2026
010250050.35.168.016445
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2026 წლის 27 მარტი

ქ. სიღნაღი

 

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,   სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 იანვრის №2 დადგენილების დანართში (www.matsne.gov.ge, 27/01/2022, 010250050.35.168.016338) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

 

1. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. კომისია-სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოს ბენეფიციართა შერჩევის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისია.“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების (სარეიტინგო ქულის) დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და თანხმობა, რომელსაც მონაცემთა სუბიექტმა ხელი მოაწერა ან რომელიც მან სხვაგვარად გამოხატა წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად) მის შესახებ მონაცემთა კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ.“.

3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,2. კომისია განცხადებას განიხილავს ინდივიდუალურად,  არაუგვიანეს 10 დღის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. კომისია უფლებამოსილია საქმის გარემოებების გამოკვლევისას დაეყრდნოს მერის წარმომადგენლის მიერ მოწვდილ ინფორმაციას, განმცხადებლის მიერ შევსებული კითხვარიდან მიღებულ ინფორმაციას, მოწმეთა  გამოკითხვისა და საკითხის ადგილზე შესწავლისას მიღებულ ინფორმაციას. კომისიას აგრეთვე უფლება აქვს მტკიცებულებათა გამოვლევისას ისარგებლოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით. კომისია ვალდებულია ამ დადგენილების მე-5 მუხლის მე-4  პუნქტით განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევაში, ბენეფიციარის შერჩევისას საკითხი შეისწავლოს აგრეთვე ან ადგილზე დათვალიერებით ან/და მოწმეთა გამოკითხვით. (დასაშვებია მოწმემ მოითხოვოს კონფიდენციალურობის დაცვა).“.

4. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. კომისია შედგება 5 წევრისგან, რომელსაც ბრძანებით განსაზღვრავს მერი. კომისიას ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება არანაკლებ 3 წევრი. კომისია გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა უმრავლესობით. კომისია მიღებულ გადაწყვეტილებას აფორმებს კომისიის სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სხდომაში მონაწილე ყველა წევრი.“.

5. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმები 

1. პროგრამით მოსარგებლეები არიან სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მცხოვრები 0-დან 120001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე:

ა) უძლურებაში მყოფი მარტოხელა პენსიონერი, რომლის შემოსავლის წყაროა მხოლოდ პენსია, აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა (რასაც ადასტურებს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №100) და საჭიროებს უფასო კვების სერვისს;

ბ) ოჯახი, რომლის წევრიც არის შშმ პირი, რომელსაც შეზღუდული აქვს შრომის უნარი და ოჯახის შემოსავლის ჯამური რაოდენობა არ აღემატება მომართვის პერიოდში არსებულ საარსებო მინიმუმს;

გ) არასაპენსიო ასაკის უმუშევარი შრომისუუნარო  პირი, რომლის შემოსავალიც არ აღემატება მომართვის პერიოდში არსებულ საარსებო მინიმუმს;

დ)  ოჯახი, რომელსაც არ აქვს მუდმივი შემოსავალი და ოჯახის შემოსავალი თითოეულ სულზე არ აღემატება მომართვის პერიოდში არსებულ საარსებო მინიმუმს  და  მოკლებულია შესაძლებლობას დამოუკიდებლად უზრუნველყოს თავისი მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.

2. უსახლკარო ოჯახი,  რომელიც მომართვის დროს არ არის რეგისტრირებული  სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და  არ გააჩნია მუდმივი საცხოვრისი,  შესაძლოა ჩაერთოს უფასო კვების სერვისში, თუმცა ჩართვიდან სამი თვის ვადაში ვალდებულია წარმოადგინოს  მინიჭებული ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგანტოდან.

3. სტიქიური მოვლენების, ეპიდემიის და მსგავს წინასწარ გაუთვალისწინებელ  განსაკუთრებულ შემთხვევებში, შესაძლებლობის ფარგლებში, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, დაზარალებულ პირებს შუძლიათ ისარგებლონ უფასო სასადილოს მომსახურებით სამი თვის განმავლობაში, ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა მიუხედავად.

4. კომისია უფლებამოსილია გამონაკლისის სახით მიიღოს გადაწყვეტილება პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის შესახებ, თუ  მისი ოჯახი არ არის აღრიცხული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ან/და ოჯახის სარეიტინგო ქულა 120 000-ზე მეტია, მაგრამ მზრუნველობამოკლებული, სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირია და ამავდროულად აკმაყოფილებს მე-5   მუხლის პირველი პუნქტის  ა. ბ. გ.  დ.  ქვეპუნქტებით განსაზღვრულ რომელიმე პირობას.“.

მუხლი 2
1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი, მე-2, მე-3  და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის პირველი თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი, მე-2, მე-3  და მე-4 პუნქტები  ამოქმედდეს 2026 წლის 15 აპრილიდან.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ჯანიკაშვილი