დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ლიკვიდაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/03/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.32.061.016469 |
|
ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ლიკვიდაციის შესახებ
|
| მუხლი 1 |
სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლის პირველი პუნქტის, 103-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 104-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების, „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,
1. ლიკვიდირებულ იქნეს ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა (შემდგომში – წარმომადგენლობა). 2. წარმომადგენლობის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). 3. წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა (მევლუდ ჯაჭვლიანი): ა) განახორციელოს წარმომადგენლობის ლიკვიდაცია; ბ) წარმომადგენლობის ლიკვიდაციის მიზნით, 2026 წლის პირველ ივნისამდე უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საკადრო, მატერიალურ-ტექნიკური, სამართლებრივი და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება, წარმომადგენლობის ბალანსზე რიცხული ქონების სრული ინვენტარიზაცია და სააგენტოსთვის გადაცემა, ასევე სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა. 4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ამ დადგენილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით უზრუნველყოს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის წარმოდგენა. 5. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატმა.
|
| მუხლი 2 |
1.
ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის პირველი ივნისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები