აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 26/03/2026
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 010240010.32.061.016470
8
26/03/2026
ვებგვერდი, 31/03/2026
010240010.32.061.016470
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №8

2026 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 17 იანვრის №1 დადგენილება (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე №1, 17.01.2007წ., მუხლი 1).

2. „ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 25 ნოემბრის №22 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი, 27/11/2013წ., სარეგისტრაციო №010240010.32.061.016054).

3. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან (ზემო აფხაზეთი) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2026 წლის 30 იანვრის №1 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი, 04/02/2026წ., სარეგისტრაციო №280090050.32.061.016463).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის პირველი ივნისიდან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეგიორგი ჯინჭარაძე