„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 4 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 4 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 47
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/03/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017704
47
31/03/2026
ვებგვერდი, 31/03/2026
140130000.22.034.017704
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 4 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №47

2026 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 4 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 4 იანვრის №1 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 04/01/2019, 140130000.22.034.016830) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და კოორდინაციის სამმართველო;

ბ) საკადრო საქმიანობის უზრუნველყოფის სამმართველო;

გ) საინფორმაციო უზრუნველყოფისა და პროფესიული მომზადების ორგანიზების სამმართველო;

დ) საქმისწარმოების ორგანიზების სამსახური (კანცელარია).

მუხლი 7

1. ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და კოორდინაციის სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) საკადრო საქმიანობის ინსპექტირების სამსახური;

ბ) სტრატეგიის დაგეგმვისა და კონკურსების ორგანიზების განყოფილება.

2. ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და კოორდინაციის სამმართველო, კომპეტენციის ფარგლებში:

ა) სამინისტროს სისტემაში განსაზღვრავს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას და უზრუნველყოფს მის აღსრულებას;

ბ) სამინისტროს სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის სრულყოფის მიზნით, შეისწავლის საუკეთესო პრაქტიკას, ამზადებს შესაბამის ინიციატივებსა და წინადადებებს;

გ) შეიმუშავებს ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიას და  სამოქმედო გეგმას;

დ) კვალიფიციური ადამიანური რესურსების მოზიდვის მიზნით, ორგანიზებას უწევს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე შესაბამის კონკურსებს;

ე) უზრუნველყოფს სამინისტროს მოსამსახურეთა პროფესიული/კარიერული განვითარებისა და სამოტივაციო სისტემების შემუშავებას;

ვ) ახორციელებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ადამიანური რესურსების მართვის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაციას;

ზ)  მინისტრის  ბრძანების საფუძველზე ამოწმებს სამინისტროს დანაყოფების საკადრო საქმიანობას, რასთან დაკავშირებითაც გამოსცემს შესაბამის დასკვნებს,  ასევე, სამსახურებრივი შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე ამზადებს დასკვნებს, მათი შემდგომი აღმოფხვრის მიზნით;

თ) ახორციელებს სამინისტროდან დათხოვნილ მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობის გაანგარიშებას და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, ამზადებს ანგარიშებს/დასკვნებს;

ი) განიხილავს სამინისტროს მოსამსახურეთა, სხვადასხვა დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, აგრეთვე მოქალაქეების მიერ წარმოდგენილ კორესპონდენციას;

კ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე, დეპარტამენტის დირექტორის/დირექტორის მოადგილის  დავალებებს.“.

2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საინფორმაციო უზრუნველყოფისა და პროფესიული მომზადების ორგანიზების სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) საინფორმაციო უზრუნველყოფის სამსახური;

ბ) პირადობის მოწმობების და პირადი საქმეების აღრიცხვა-რეგისტრაციის სამსახური;

გ) პროფესიული მომზადების ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება;

დ) სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების ორგანიზებისა და სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფის განყოფილება.“.

3. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10

საქმისწარმოების ორგანიზების სამსახური (კანცელარია) კომპეტენციის ფარგლებში:

ა) უზრუნველყოფს კორესპონდენციის (მათ შორის, საიდუმლო კორესპონდენციის) წარმოებასა და დოკუმენტაციის რეგისტრაცია-აღრიცხვას, მათ განაწილებას დეპარტამენტის მოსამსახურეებზე;

ბ) აწარმოებს ნომენკლატურულ და სააღრიცხვო ჟურნალებს;

გ) უზრუნველყოფს სამინისტროში მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობის შესახებ ცნობების, შემოვლის ფურცლისა და საჯარო მოხელის ქონებრივი დეკლარაციის რეგისტრაციასა და განაწილებას;

დ) უზრუნველყოფს დეპარტამენტში განსახილველად შემოსული დოკუმენტების შესრულების ვადების კონტროლს;

ე) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და დეპარტამენტის დირექტორის/დირექტორის მოადგილის მიერ განსაზღვრული დავალებების შესრულებას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 აპრილიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე