დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1480-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 01/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190030.06.001.016129 |
|
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.05.2025, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016122) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. პარლამენტის მიერ საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემთხვევაში (თუ საქართველოს მთავრობის წევრად წარდგენილია პარლამენტის წევრი), პარლამენტის წევრის პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევისას, დანიშვნისას ან დამტკიცებისას (გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დაუყოვნებლივ შეისწავლის შეუთავსებლობის საკითხს და ამზადებს შესაბამის დასკვნას.“. 2. 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა არჩევის თაობაზე შესაბამისი კომიტეტების დასკვნების საფუძველზე საკითხის პარლამენტის პლენარული სხდომების დღის წესრიგის პროექტში შეტანას;“. 3. XXIII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ სხვა თანამდებობის პირთა არჩევა“. 4. 192-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 5. 193-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ამ რეგლამენტის 181-ე−189-ე მუხლებით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა არჩევის პროცედურა“; ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პარლამენტი ამ რეგლამენტის 181-ე−189-ე მუხლებით გათვალისწინებულ თანამდებობის პირებს ირჩევს, როგორც წესი, მისთვის შესაბამისი კანდიდატურის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს ამ რეგლამენტის 182-ე−189-ე მუხლებით გათვალისწინებული თანამდებობის პირების არჩევის საკითხის განმხილველ კომიტეტს/კომიტეტებს. ამ მუხლით დადგენილი წესები ვრცელდება აგრეთვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლის არჩევის შემთხვევაზე, თუ ამ რეგლამენტის 181-ე მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი.“; გ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი სხდომაზე კანდიდატების მოსმენის შემდეგ შეიმუშავებს დასკვნას. კომიტეტის დასკვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომიტეტის დასკვნა უნდა შეიცავდეს კომიტეტის რეკომენდაციას ამ რეგლამენტის 181-ე−189-ე მუხლებით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა კანდიდატურების მიმართ. კომიტეტის დასკვნა პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად წარედგინება პარლამენტის ბიუროს და ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. 6. პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წარდგინების საფუძველზე, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით პარლამენტი პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის დადგენილი წესით განიხილავს კანდიდატურებს და უსმენს ამ რეგლამენტის 183-ე−189-ე მუხლებით გათვალისწინებულ ყოველ კონკრეტულ თანამდებობაზე დასახელებულ თითოეულ კანდიდატს.“. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 1 აპრილი 2026 წ. N1480-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები