შპს „პირველი ქართული აუქციონის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: სალომე ნაის N011-26)

შპს „პირველი ქართული აუქციონის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: სალომე ნაის N011-26)
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები შპს „პირველი ქართული აუქციონი“
მიღების თარიღი 01/04/2026
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2026
სარეგისტრაციო კოდი
0
01/04/2026
ვებგვერდი, 02/04/2026
შპს „პირველი ქართული აუქციონის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: სალომე ნაის N011-26)
შპს „პირველი ქართული აუქციონი“
 

 

საჯარო შეტყობინება

აუქციონის გამოცხადების შესახებ

2026 წლის 1 აპრილი


სპეციალისტი: შპს „პირველი ქართული აუქციონი“  (ს/ნ: 204954086)

დირექტორი: ლაშა ჭიჭინაძე

მისამართი:  ქ. თბილისი, ტოვსტონოგოვის 13

ელ. ფოსტა: info@pqa.ge

ვებსაიტი:  www.pqa.ge

ტელეფონი:  577783434

კრედიტორი: სს „ლიბერთი ბანკი“ (ს/ნ: 203828304)

მოვალე/მესაკუთრე: სალომე ნაის (პ/ნ: 01027085823); მისამართი: თბილისი, III მასივი, VIII კვარტალი, კორპუსი 11, ბინა 1

სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით (იპოთეკის ხელშეკრულება №:P13732446.0105.001.01, გაფორმების თარიღი: 2024 წლის 23 ოქტომბერი) დატვირთულ შემდეგ უძრავ ქონებაზე:

საჯარო აუქციონის №: 011-26

აუქციონზე სარეალიზაციო უძრავი ქონების რეკვიზიტები: თბილისი, ლერწმის ქუჩა №1, სართული 9, ბინა №55 (საკადასტრო კოდი: 01.17.14.003.684.01.01.055).

აუქციონის დაწყების დრო: 14.04.2026 წლის 15:00 სთ

აუქციონის დასრულების დრო: 17.04.2026 წლის 15:00 სთ

აუქციონის ჩატარების ადგილი: www.eauction.ge, განმკარგავი ორგანიზაცია შპს „პირველი ქართული აუქციონი“

უძრავი ქონების საწყისი ფასი: 321 401.17 ლარი; ბიჯი: 50 ლარი;

უძრავი ქონების აღწერა: სარეალიზაციოდ წარმოდგენილია თანამედროვედ გარემონტებული 124.2 კვ/მ ფართის ბინა, რომელიც მდებარეობს ახალად აშენებულ კორპუსში, თბილისში, ბერი გაბრიელი სალოსის გამზირიდან 100 მეტრში, ლერწმის ქუჩაზე.

აუქციონის პირობები:

1. აუქციონში მონაწილეობის მსურველმა პირებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე www.eauction.ge და უზრუნველყონ ქონების საწყისი ფასის 10%-ის ოდენობის გარანტიის წარმოდგენა ფულადი ან საბანკო გარანტიის ფორმით, www.eauction.ge-ს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, ამასთან საბანკო გარანტიის ბენეფიციარად მითითებული უნდა იყოს სს „ლიბერთი ბანკი“ (ს/ნ: 203828304);

2. აუქციონში მონაწილე პირის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის ლოტის ფასს. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს;

3. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია აუქციონის დასრულებიდან 7 (შვიდ) კალენდარულ დღეში მთლიანად დაფაროს შეძენილი ქონების ღირებულება სპეციალისტის სადეპოზიტო ანგარიშზე (GE39TB7457936050100005) თანხის ჩარიცხვის გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში აუქციონი ჩაშლილად გამოცხადდება და იგი კარგავს საგარანტიო თანხას;

4. აუქციონში გამარჯვებულის მიმართ სპეციალისტის მიერ გაიცემა განკარგულება, აუქციონში გამარჯვებულს აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოეშობა მის მიერ ქონების ფასის მთლიანად გადახდის შემდეგ.

აუქციონში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, მათ შორის კრედიტორს და მოვალეს.
ყველა სხვა პირი, რომელსაც უფლებები აქვთ უძრავ ნივთზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარუდგინოს სპეციალისტს აუქციონის დაწყებამდე.

სპეციალისტი:

შპს პირველი ქართული აუქციონის

დირექტორი  ლაშა ჭიჭინაძე