დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №280 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 133 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010120000.10.003.025682 |
|
„საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №280 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №280 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/06/2015, 010120000.10.003.018665) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. მე-8 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) D1 კატეგორიის − უცხოელზე, ასევე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ უცხოელზე, რომელმაც მიიღო შრომითი საქმიანობის უფლება;“; ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) D5 კატეგორიის − პირზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 150 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს, აგრეთვე მის მეუღლესა და შვილზე/შვილებზე. D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი.“. 2. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოში მგზავრობისა და საქართველოში ყოფნის ვადის განმავლობაში საკმარისი ფინანსური სახსრების მინიმალური რაოდენობა საქართველოს საიმიგრაციო ვიზის (გარდა D5 კატეგორიის ვიზისა) გაცემის შემთხვევაში არის − სავიზო განაცხადის წარდგენის დღისთვის საქართველოში დადგენილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის არანაკლებ ხუთმაგი ოდენობა, ვიზის მოქმედების ვადის თითოეული თვისათვის.“. 3. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 4. დანართ №7-ის: ა) პირველი პუნქტის 1.35 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.35. ამ დადგენილების მე-8 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე ამავე უძრავი ქონების საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი − ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.“; ბ) მე-7 პუნქტის 7.4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7.4. მგზავრობის მიზნის დამადასტურებელი დოკუმენტი − ამ დადგენილების მე-8 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე ამავე უძრავი ქონების საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი − ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.“. |
| მუხლი 2 |
1. დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
„დანართი №1
1. ახლომდებარე დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები, რომელსაც შეიძლება საქართველოს ვიზის მისაღებად მიმართოს იმ უცხოელმა, რომლის მოქალაქეობის ქვეყანაშიც საქართველოს არ გააჩნია დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება:
2. უცხოელს, რომლის მოქალაქეობის ქვეყანაშიც საქართველოს არ გააჩნია დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, საქართველოს ვიზის მისაღებად შეუძლია მიმართოს ნებისმიერ იმ მესამე ქვეყანაში არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას, სადაც მას აქვს მრავალჯერადი შესვლა-გასვლის მოქმედი ვიზა, მოქმედი ბინადრობის ნებართვა ან დიპლომატიური აკრედიტაცია. ამ შემთხვევაში, მესამე ქვეყნის ზემოაღნიშნული ვიზის, ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა 3 თვით უნდა აღემატებოდეს საქართველოს ვიზის მოქმედების ვადას.“.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები