„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (პროგრამა ადგილობრივ დონეზე თანაბარი ხელმისაწვდომობის შესახებ სტანდარტის შესაბამის (CLEAR) წყალზე)“

„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (პროგრამა ადგილობრივ დონეზე თანაბარი ხელმისაწვდომობის შესახებ სტანდარტის შესაბამის (CLEAR) წყალზე)“
დოკუმენტის ნომერი 4668-GEO
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 03/11/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016848
4668-GEO
03/11/2025
ვებგვერდი, 03/04/2026
480610000.03.030.016848
„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (პროგრამა ადგილობრივ დონეზე თანაბარი ხელმისაწვდომობის შესახებ სტანდარტის შესაბამის (CLEAR) წყალზე)“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
   
სესხის ნომერი 4668-GEO

სასესხო შეთანხმება

(ჩვეულებრივი ოპერაციები)

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 

(პროგრამა ადგილობრივ დონეზე თანაბარი ხელმისაწვდომობის შესახებ სტანდარტის შესაბამის (CLEAR) წყალზე)


დათარიღებული: 3 ნოემბერი 2025 წელი

GEO 58470

 

წინამდებარე სასესხო შეთანხმება, დათარიღებული 2025 წლის 3 ნოემბრით საქართველოსა (შემდგომში „მსესხებელი“) და აზიის განვითარების ბანკს (შემდგომში „ADB“) შორის,

სადაც,

(A) მსესხებელმა მიმართა ADB-ს სესხის გამოყოფის თაობაზე, წინამდებარე სასესხო შეთანხმების 1-ელ განრიგში აღწერილი პროგრამის მიზნებისათვის;

(B) პროგრამას განახორციელებს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო („MOI“) და შესრულდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ („UWSCG“) მიერ და ამ მიზნითვ მსესხებელი ხელმისაწვდომს გახდის MOI-სთვის და UWSCG-სთვის წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად გამოყოფილ სესხის თანხებს ADB-სთვის დამაკმაყოფილებელი პირობებით; და

(C) ADB თანახმაა გასცეს სესხი მსესხებელზე ADB-ის ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან, წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების შესაბამისად;

ამგვარად, მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:

 

მუხლი I

სასესხო რეგულაციები; განმარტებები

პუნქტი 1.01. ADB-ის 2022 წლის 1 იანვრით დათარიღებული ჩვეულებრივი ოპერაციებისათვის განსაზღვრული სასესხო რეგულაციების („სასესხო რეგულაციები“) ყველა დებულება ვრცელდება წინამდებარე სასესხო შეთანხმებაზე იმავე ძალითა და ეფექტით, როგორიც მას ექნებოდა წინამდებარე დოკუმენტში სრულად ასახვის შემთხვევაში, შემდეგი ცვლილებების გათვალისწინებით:

(a) პუნქტი 2.01 (qq) ამოღებულია და შეცვლილია შემდეგით:

ტერმინი „პროგრამა“ ნიშნავს პროგრამას, რომლისთვისაც ADB დათანხმდა სესხის გაცემას, როგორც ეს აღწერილია სასესხო შეთანხმებაში და იმის გათვალისწინებით, რომ ხსენებულ აღწერილობაში შეიძლება დროდადრო ცვლილებების შეტანა ADB-სა და მსესხებელს შორის შეთანხმების საფუძველზე.

(b) ტერმინი „პროექტი“, სადაც არ უნდა იყოს იგი გამოყენებული სასესხო რეგულაციების ფარგლებში, უნდა შეიცვალოს ტერმინით „პროგრამა“

(c) პუნქტი 2.01(ss) ამოღებულია და ჩანაცვლებულია შემდეგით:

ტერმინი „პროგრამის აღმასრულებელი უწყება“ ნიშნავს ორგანიზაციას ან ორგანიზაციებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პროგრამის განხორციელებაზე, როგორც ეს არის აღწერილი სასესხო შეთანხმებაში.

(d) სასესხო რეგულაციებით გათვალისწინებული ტერმინი „პროექტის აღმასრულებელი უწყება“ უნდა ჩანაცვლდეს ტერმინით „პროგრამის აღმასრულებელი უწყება“.

პუნქტი 1.02. წინამდებარე სასესხო შეთანხმებაში გამოყენებულ, სასესხო რეგულაციებში განმარტებულ რამდენიმე ტერმინს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც განსაზღვრულია სასესხო რეგულაციებში, თუ წინამდებარე შეთანხმებაში არ მოხდა მათი შეცვლა ან კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. წინამდებარე სასესხო შეთანხმებაში გამოყენებულ დამატებით ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

(a) „ანტიკორუფციული სახელმძღვანელო პრინციპები“ ნიშნავს ADB-ის სახელმძღვანელო პრინციპებს, რომელთა მიზანია თაღლითობის, კორუფციისა და სხვა აკრძალული ქმედებების პრევენცია ან შემცირება პროგრამების შედეგებზე ორიენტირებული დაფინანსების ფარგლებში, როგორც ეს მოცემულია PID-ის 1-ელ განრიგში;

(b) „სადეპოზიტო ანგარიში“ ნიშნავს წინამდებარე სასესხო შეთანხმების მე-3 განრიგის მე-2 პუნქტში მითითებულ ანგარიშს;

(c) „DLI“ ნიშნავს თითოეულ ათვისებაზე მიბმულ ინდიკატორს, როგორც ეს მითითებულია DLI მატრიცაში;

(d) „ათვისებაზე მიბმული ინდიკატორების (DLI) მატრიცა“ ნიშნავს პროგრამის DLI მატრიცას, რომელიც მოცემულია წინამდებარე სასესხო შეთანხმების მე-3 განრიგის მე-2 დანართში, მისი პერიოდული განახლებებით მსესხებლისა და ADB-ის მიერ;

(e) „DLI-ის ვერიფიკაციის პროტოკოლი“ ნიშნავს მსესხებლის მიერ თითოეული DLI-ის მიღწევის გადამოწმების წესს, როგორც ეს მოცემულია PID-ში;

(f) „სათანადო ხარჯები“ ნიშნავს იმ სათანადო ხარჯებს, რომლებიც მოხსენიებულია წინამდებარე სასესხო შეთანხმების მე-4 განრიგის მე-2 პუნქტში;

(g) „გარემოსდაცვითი გარანტიები“ ნიშნავს იმ ამოცანებსა და პოლიტიკის პრინციპებს, რომლებიც აღწერილია SPS-ის  V თავში;

(h) „ფისკალური წელი“ ნიშნავს მსესხებლის ფისკალურ წელს, რომელიც იწყება ყოველი წლის 1 იანვარს და სრულდება 31 დეკემბერს;

(i) „საქართველოს ხედვა 2030“ ნიშნავს ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიას, რომლის დროისა და წყლის სექტორის სპეციფიკურ კომპონენტებს მხარს უჭერს პროგრამა;

(j) „მაღალი ღირებულების ხელშეკრულებები“ ნიშნავს:

i. სამუშაოების, სრული პაკეტისა და მიწოდება-მონტაჟის ხელშეკრულებებს, რომელთა ღირებულება თითოეული ხელშეკრულების შემთხვევაში შეადგენს ან აღემატება $50 მილიონს; საქონლის შესყიდვის ხელშეკრულებებს, რომელთა ღირებულება, თითოეული ხელშეკრულების შემთხვევაში შეადგენს ან აღემატება $30 მილიონს; საინფორმაციო ტექნოლოგიების ან არასაკონსულტაციო მომსახურების ხელშეკრულებებს, რომელთა ღირებულება თითოეული ხელშეკრულების შემთხვევაში შეადგენს ან აღემატება $20 მილიონს; საკონსულტაციო მომსახურების ხელშეკრულებებს, რომელთა ღირებულება თითოეული ხელშეკრულების შემთხვევაში შეადგენს ან აღემატება $15 მილიონს;

(k) „მკვიდრი მოსახლეობის გარანტიები“ ნიშნავს მიზნებსა და პოლიტიკის პრინციპებს, რომლებიც განსაზღვრულია SPS-ის მეხუთე თავში;

(l) „იძულებითი განსახლების გარანტიები“ ნიშნავს იმ ამოცანებსა და პოლიტიკის პრინციპებს, რომლებიც აღწერილია SPS-ის  V თავში;

(m) „სესხის ჩამორიცხვის სახელმძღვანელო“ ნიშნავს ADB-ის სესხის ჩამორიცხვის სახელმძღვანელოს (2022 წლის ვერსია, მასში პერიოდულად შეტანილი ცვლილებებით);

(n) „PID“ ნიშნავს პროგრამის განხორციელების დოკუმენტს, რომელიც დათარიღებულია 2025 წლის 11 სექტემბრით და რომელიც პერიოდულად განახლდება მსესხებლისა და ADB-ის მიერ;

(o) „პროგრამის სამოქმედო გეგმა“ ან „PAP“ ნიშნავს პროგრამის სამოქმედო გეგმას, რომელიც დათარიღებულია 2025 წლის 11 აგვისტოთი და რომელიც პერიოდულად განახლდება მსესხებლისა და ADB-ის მიერ;

(p) „პროგრამის ღონისძიებები“ ნიშნავს ღონისძიებებს, რომლებიც განსაზღვრულია პროგრამის სამოქმედო გეგმაში;

(q) „პროგრამის დასრულების თარიღი“ ნიშნავს თარიღს, რომელიც მითითებულია წინამდებარე სასესხო შეთანხმების 1-ელი განრიგის მე-3 პუნქტში ან სხვა ისეთ თარიღს, რომელთან დაკავშირებითაც შეთანხმდებიან მსესხებელი და ADB;

(r) „პროგრამის აღმასრულებელი უწყება“ ან „EA“ სასესხო რეგულაციების მიზნებისა და შინაარსისთვის, ნიშნავს MOI-ს ან მის შესაძლო უფლებამონაცვლეს, რომელიც მისაღებია ADB-თვის და პასუხს აგებს პროგრამის მიმდინარეობაზე;

(s) „პროგრამის განმახორციელებელი უწყება“ ან „IA“ სასესხო რეგულაციების მიზნებისა და შინაარსისთვის, ნიშნავს UWSCG-ს ან მის შესაძლო უფლებამონაცვლეს, რომელიც მისაღებია ADB-თვის და პასუხს აგებს პროგრამის განხორციელებაზე;

(t) „PSSA“ ნიშნავს პროგრამის საგარანტიო სისტემის შეფასებას, მათ შორის, მის ნებისმიერ განახლებას, რომელსაც ამზადებს და წარადგენს პროგრამის განმახორციელებელი უწყება და ამტკიცებს ADB;

(u) „SPS“ – ნიშნავს ADB-ის საგარანტიო პოლიტიკას (2009); და

(v) „ცხრილი“ ნიშნავს სასესხო თანხების გამოყოფისა და გამოთხოვის ცხრილს, რომელიც მოცემულია წინამდებარე სასესხო შეთანხმების მე-3 განრიგის დანართ 1-ში.

მუხლი II

სესხი

პუნქტი 2.01. (a) ADB თანახმაა ADB-ის ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან გასცეს სესხი მსესხებელზე ორასი მილიონი ევროს (€200,000,000) ოდენობით, იმის გათვალისწინებით, რომ ხსენებული თანხა შესაძლოა დროდადრო კონვერტირებულ იქნეს ვალუტის კურსის მიხედვით, წინამდებარე სასესხო შეთანხმების 2.06 პუნქტში მოცემული დებულებების შესაბამისად.

(b) სესხის ძირითადი თანხის დაფარვის ვადა შეადგენს 14.5 წელს, ხოლო საშეღავათო პერიოდი განსაზღვრულია წინამდებარე პუნქტის (c) ქვეპუნქტში.

(c) ტერმინი „საშეღავათო პერიოდი“, რომელიც გამოყენებულია ამ პუნქტის (b) ქვეპუნქტში, გულისხმობს პერიოდს, სესხის ძირითადი თანხის პირველი გადახდის თარიღამდე, ამორტიზაციის გრაფიკის შესაბამისად, რომელიც მოცემულია წინამდებარე სასესხო შეთანხმების მე-2 განრიგში.

პუნქტი 2.02. მსესხებელი გადაუხდის ADB-ს პროცენტს ათვისებულ და დაუბრუნებელ სესხის თანხაზე დროდადრო თითოეულ საპროცენტო პერიოდში, განაკვეთით, რომელიც ტოლია შემდეგ საკრებთა ჯამისა:

(a) Euribor;

(b) 0.60%, როგორც ეს განსაზღვრულია სასესხო რეგულაციების 3.02 პუნქტში, და გამოკლებული კრედიტი 0.10%-ის ოდენობით,  როგორც ეს სასესხო რეგულაციების 3.03 პუნქტშია განსაზღვრული; და

(c) სესხის დაფარვის ვადიანობის პრემია 0.30%, როგორც ეს სასესხო რეგულაციების 3.03 პუნქტით არის განსაზღვრული.

პუნქტი 2.03. მსესხებელმა უნდა გადაიხადოს ვალდებულების გადასახდელი წელიწადში 0.15%-ის ოდენობით. ასეთი საურავი უნდა დაირიცხოს სესხის მთლიან თანხაზე (გარდა დროდადრო ათვისებული თანხებისა), დაწყებული წინამდებარე სასესხო შეთანხმების ხელმოწერის თარიღიდან 60 დღის შემდეგ.

პუნქტი 2.04. სესხზე დარიცხული პროცენტი ან ნებისმიერი სხვა სახის საკომისიოები გადახდილი უნდა იყოს წელიწადში ორჯერ, ყოველი წლის 15 აპრილსა და 15 ოქტომბერს.

პუნქტი 2.05. სასესხო ანგარიშიდან გამოტანილ სესხის ძირითად თანხას მსესხებელი დაფარავს წინამდებარე შეთანხმების მე-2 განრიგში მოცემული დებულებების შესაბამისად.

პუნქტი 2.06. (a) მსესხებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს სესხის პირობებში შემდეგი ცვლილების შეტანა, რათა ხელი შეუწყოს სესხის გონივრულ მართვას:

(i) სესხის ძირითადი თანხის მთლიანი ან ნაწილობრივი, ათვისებული ან აუთვისებელი ნაწილის სესხის ვალუტის შეცვლა დამტკიცებული ვალუტით;

(ii) ათვისებული და დაუბრუნებელი სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი ან ნაწილობრივი თანხის საბაზისო ცვალებადი საპროცენტო განაკვეთის ფიქსირებული განაკვეთით ან პირიქით შეცვლა; და

(iii) ათვისებული და დაუბრუნებელი სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი ან ნაწილობრივი თანხის ცვლად განაკვეთზე ლიმიტების დაწესება, ცვლად განაკვეთზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის ან საპროცენტო განაკვეთის ქვედა ზღვრის დადგენის გზით.

(b) წინამდებარე პუნქტის (a) ქვეპუნქტის თანახმად საჭირო ნებისმიერი ცვლილება, რომელიც დადასტურებულია ADB-ის მიერ, განისაზღვრება, როგორც „კონვერტაცია”, როგორც ეს განმარტებულია სასესხო რეგულაციების 2.01 (ე) პუნქტში და ძალაში შედის სასესხო რეგულაციების V მუხლისა და კონვერტაციის სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად.

მუხლი III

სასესხო სახსრების გამოყენება

პუნქტი 3.01. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს სასესხო სახსრების გამოყენება მხოლოდ პროგრამით გათვალისწინებული ხარჯების დასაფინანსებლად, წინამდებარე სასესხო შეთანხმების პირობების შესაბამისად.

პუნქტი 3.02. სასესხო სახსრების გამოთხოვა და გამოყენება უნდა მოხდეს წინამდებარე სასესხო შეთანხმების მე-3 განრიგში მოცემული პირობების შესაბამისად, რომელიც დროდადრო ექვემდებარება ცვლილებას მსესხებელსა და ADB-ს შორის შეთანხმების საფუძველზე.

პუნქტი 3.03. სასესხო რეგულაციების 9.02 პუნქტის მიზნებისთვის სესხის დახურვის თარიღი იქნება 2031 წლის 30 ივნისი, ან ნებისმიერი სხვა თარიღი, რომელიც შეიძლება პერიოდულად შეიცვალოს და განისაზღვროს მსესხებელსა და ADB-ს შორის შეთანხმების საფუძველზე.

მუხლი IV

განსაკუთრებული დებულებები

პუნქტი 4.01. პროგრამის განხორციელებისა და შესრულების პროცესში მსესხებელმა უნდა შეასრულოს ან უზრუნველყოს წინამდებარე სასესხო შეთანხმების მე-4 განრიგში მოცემული ყველა ვალდებულების შესრულება.

პუნქტი 4.02. (a) მსესხებელი ვალდებულია და უზრუნველყოფს, რომ პროგრამის განმახორციელებელმა სააგენტომ: (i) იქონიოს ცალკე ანგარიში (ცალკე საბიუჯეტო ხაზი) და დოკუმენტაცია აღნიშნული პროგრამისთვის; (ii) მოამზადოს პროგრამის წლიური ფინანსური ანგარიშები, ADB-სთვის მისაღები ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად; (iii) ყოველწლიურად განახორციელებინოს აღნიშნული ფინანსური ანგარიშების აუდიტი დამოუკიდებელ აუდიტორებს, რომელთა კვალიფიკაცია, გამოცდილება და კომპეტენცია მისაღებია ADB-სთვის, აუდიტის ჩატარების სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც მისაღებია ADB-სთვის; (iv) თითოეული მსგავსი აუდიტის შემთხვევაში აუდიტორებს მოამზადებინოს ანგარიში, რომელშიც მოცემული იქნება აუდიტის დასკვნა ფინანსურ ანგარიშებთან და ასევე მენეჯმენტის წერილი (რომელიც განსაზღვრავს პროგრამის შიდა კონტროლის კუთხით არსებულ ნაკლოვანებებს, რომლებიც აღმოჩენილ იქნა აუდიტის მიერ, ასეთის არსებობის შემთხვევაში); და (v) ყოველი შესაბამისი ფისკალური წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 6 თვის ვადაში ADB-ს წარუდგინოს შემოწმებული ფინანსური ანგარიშების, აუდიტის დასკვნებისა და მენეჯმენტის წერილის ასლები, ინგლისურ ენაზე და ასევე აღნიშნულ დოკუმენტებთან და ამ დოკუმენტების აუდიტთან დაკავშირებული ინფორმაცია, დროდადრო ADB-ის გონივრული მოთხოვნის შესაბამისად.

(b) ADB-მ საკუთარ ვებგვერდზე უნდა გაასაჯაროოს პროგრამის შემოწმებული წლიური ფინანსური ანგარიშები და მასთან დაკავშირებული აუდიტის დასკვნები, ADB-ს მიერ აღიშნული დოკუმენტების მიღების დადასტურებიდან 14 დღის ვადაში.

(c) ზემოხსენებულ (a) ქვეპუნქტში მითითებული ყოველწლიური შემოწმებული ფინანსური ანგარიშგების გარდა მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ პროგრამის განმახორციელებელმა უწყებამ: (i) წარმოადგინოს ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგება, რომელიც მომზადებული იქნება ADB-სთვის მისაღები ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად; (ii)  ყოველწლიურად განახორციელებინოს ფინანსური ანგარიშების აუდიტი დამოუკიდებელ აუდიტორებს, რომელთა კვალიფიკაცია, გამოცდილება და კომპეტენცია მისაღებია ADB-თვის, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ან ეროვნული ეკვივალენტის შესაბამისად, რომელიც მისაღებია ADB-თვის; და (iii)  შესაბამისი ორგანოს დამტკიცებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში ADB-ს წარუდგინოს შემოწმებული ფინანსური ანგარიშების ასლები, ინგლისურ ენაზე და ასევე აღნიშნულ დოკუმენტებთან და ამ დოკუმენტების აუდიტთან დაკავშირებული ინფორმაცია, დროდადრო ADB-ის გონივრული მოთხოვნის შესაბამისად.

(d) მსესხებელმა პროგრამის განმახორციელებელი უწყების მეშვეობით საშუალება უნდა მისცეს ADB-ს, მისივე მოთხოვნის შესაბამისად, წინამდებარე თავის (a)(iii) ან/და (c)(ii) ქვეპუნქტის შესაბამისად დაქირავებულ აუდიტორებთან ერთად, განიხილოს პროგრამის ფინანსური ანგარიში და მსესხებლის ან/და პროგრამის განმახორციელებელი უწყების ფინანსური საქმიანობა, თუ ეს დაკავშირებულია პროგრამასთან და უფლებამოსილება მიანიჭოს და მოსთხოვოს აღნიშნული აუდიტორების წარმომადგენლებს მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ განხილვებში, ADB-ს მოთხოვნის შესაბამისად. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული განხილვები უნდა ჩატარდეს მხოლოდ მსესხებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის თანდასწრებით, გარდა იმ შემთხვევისა თუ მსესხებელთან არ მოხდება სხვაგვარად შეთანხმება.

პუნქტი 4.03. სასესხო რეგულაციების 7.01 და 7.04 პუნქტებში მითითებული ინფორმაციისა და ანგარიშების ფარგლებში, მსესხებელი ვალდებულია პროგრამის განმახორციელებელი უწყების მეშვეობით, ADB-ს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები, ან უზრუნველყოს მათი წარდგენა: (a) ნახევარწლიური ანგარიშები პროგრამის განხორციელების შესახებ, მათ შორის DLI-ების შესრულება, პროგრამული ღონისძიებებისა და დასაშვები ხარჯების განხორციელება; და (b) ADB-ის გონივრული მოთხოვნის შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაცია ზემოხსენებულ (a) ქვეპუნქტში აღწერილი ანგარიშებისა და პროგრამის განხორციელების შესახებ.

პუნქტი 4.04. მსესხებელმა შესაძლებლობა უნდა მისცეს ADB-ის წარმომადგენლებს შეამოწმონ პროგრამა, ასევე შესაბამისი ანგარიშები და დოკუმენტაცია.

მუხლი V

ძალაში შესვლა

პუნქტი 5.01. სასესხო რეგულაციების 10.04 პუნქტის მიზნობრიობიდან გამომდინარე, წინამდებარე სასესხო შეთანხმება ძალაში შესულად ჩაითვლება წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერიდან 90 დღის შემდეგ.

მუხლი VI

სხვადასხვა პირობა

პუნქტი 6.01. მსესხებელი ქვეყნის ფინანსთა მინისტრი მიიჩნევა მსესხებლის წარმომადგენლად სასესხო რეგულაციების 12.02 პუნქტში განსაზღვრული მიზნებიდან გამომდინარე.

პუნქტი 6.02. ქვემოთ მოყვანილი მისამართები განსაზღვრულია სასესხო რეგულაციების 12.01 პუნქტში განსაზღვრული მიზნებიდან გამომდინარე:

მსესხებლისთვის

ფინანსთა სამინისტრო
გორგასლის ქუჩა №16, 0114
თბილისი, საქართველო
ელექტრონული ფოსტა:

publicdebt@mof.ge

ADB-სთვის

აზიის განვითარების ბანკი
6 ADB-ის გამზირი
მანდალუიონგი
1550 მეტრო მანილა
ფილიპინები

ფაქსი:

(632) 8636-2444

 

რის დასტურადაც, მხარეები, მოქმედებენ რა სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით, ხელს აწერენ წინამდებარე სასესხო შეთანხმებას და  უზრუნველყოფენ მის მიწოდებას ADB-ს ძირითად ოფისში, ზემოთ მითითებულ თარიღში.

 

 

საქართველოს სახელით

 

___________________________________________

ლაშა ხუციშვილი

მინისტრი

ფინანსთა სამინისტრო

 

 

 

 

 

 

აზიის განვითარების ბანკის სახელით

 

___________________________________________

ლესლი ბეარმან ლამი

დირექტორი

აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობა საქართველოში

 

 

 

განრიგი 1

პროგრამის აღწერა

1. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს „ხედვა 2030-ით“ გათვალისწინებული უსაფრთხო, საიმედო და მედეგი წყალმომარაგების სერვისების უზრუნველყოფას საქართველოს სამიზნე სოფლებში.

2. პროგრამა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

(a) შუალედური შედეგი 1: დასრულებულია კლიმატისა და კატასტროფების მიმართ მდგრადი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა სამიზნე ტერიტორიებში, მათ შორის, მინიმუმ 100 დასახლებაში (სოფლის ტერიტორიებზე) წყალმომარაგების სისტემების დაგეგმვა და მშენებლობა (გაფართოებულია და/ან რეაბილიტირებულია); და

(b) შუალედური შედეგი 2: წყლის მომსახურების ინსტიტუციური მოწყობა და მმართველობა გაძლიერებულია.

3. პროგრამის  დასრულება 2030 წლის 31 დეკემბრისთვის იგეგმება.

 

განრიგი 2

ამორტიზაციის გრაფიკი

1. ქვემოთ მოცემულ ცხრილში განსაზღვრულია სესხის ძირითადი თანხის გადახდის თარიღები და სესხის მთლიანი ძირითადი თანხის პროცენტი, რომელიც გადახდილი უნდა იქნეს ძირითადი თანხის ყოველი გადახდის თარიღისათვის (სესხზე შენატანი). იმ შემთხვევაში, თუ სესხის თანხები მთლიანად უნდა ყოფილიყო ათვისებული სესხის ძირითადი თანხის დასაფარი პირველი გადახდის თარიღისათვის, სესხის ძირითადი თანხის ოდენობა, რომელიც მსესხებლის მიერ უნდა დაიფაროს სესხის ძირითადი თანხის ყოველი გადახდის თარიღისათვის განისაზღვრება ADB-ს მიერ, გამრავლდება რა: (a) სესხის ძირითადი თანხის პირველი გადახდის თარიღისათვის მთლიანად ათვისებული და დაუფარავი სესხის ძირითადი თანხა (b) სესხზე შენატანზე, ძირითადი თანხის ყოველი გადახდის თარიღისათვის; აუცილებლობის შემთხვევაში, ეს გადასახდელი თანხა შესაძლებელია ჩასწორდეს, რათა მოხდეს ამ განრიგის მე-4 პუნქტში შესული ნებისმიერი თანხების გამოქვითვა, რომლებზეც ვრცელდება ვალუტის კონვერტაცია.


გადახდის თარიღი

სესხზე შენატანი

(პროცენტებში)

 

 

15 ოქტომბერი, 2037

3.448276

15 აპრილი, 2038

3.448276

15 ოქტომბერი, 2038

15 აპრილი, 2039

15 ოქტომბერი, 2039

15 აპრილი, 2040

15 ოქტომბერი, 2040

15 აპრილი, 2041

15 ოქტომბერი, 2041

15 აპრილი, 2042

15 ოქტომბერი, 2042

15 აპრილი, 2043

15 ოქტომბერი, 2043

15 აპრილი, 2044

15 ოქტომბერი, 2044

15 აპრილი, 2045

15 ოქტომბერი, 2045

15 აპრილი, 2046

15 ოქტომბერი, 2046

15 აპრილი, 2047

15 ოქტომბერი, 2047

15 აპრილი, 2048

15 ოქტომბერი, 2048

15 აპრილი, 2049

15 ოქტომბერი, 2049

15 აპრილი, 2050

15 ოქტომბერი, 2050

15 აპრილი, 2051

15 ოქტომბერი, 2051

ჯამი

3.448276

3.448276

3.448276

3.448276

3.448276

3.448276

3.448276

3.448276

3.448276

3.448276

3.448276

3.448276

3.448276

3.448276

3.448276

3.448276

3.448276

3.448276

3.448276

3.448276

3.448276

3.448276

3.448276

3.448276

3.448276

3.448276

3.448272

100.000000

 

2. იმ შემთხვევაში, თუ სესხის თანხები მთლიანად არ არის ათვისებული ძირითადი თანხის პირველი გადახდის თარიღისთვის, მსესხებლის მიერ  სესხის ძირითადი თანხის ყოველი გადახდის თარიღისთვის ძირითადი თანხის გადასახდელი თანხა დგინდება შემდეგნაირად:

(a) იმ შემთხევაში, თუ სესხის თანხების ნაწილი ათვისებულია ძირითადი თანხის დაფარვის პირველი გადახდის თარიღისთვის, მსესხებელმა უნდა გადაიხადოს ათვისებული და შესაბამისი თარიღისთვის გადაუხდელი თანხა ამ განრიგის 1-ელი პუნქტის შესაბამისად;

(b) ნებისმიერი თანხა, რომლის ათვისებაც მოხდა ძირითადი თანხის პირველი  გადახდის თარიღის შემდეგ, უნდა იქნეს გადახდილი ძირითადი თანხის  ყოველი გადახდის თარიღში, რომელიც დადგება აღნიშნული ათვისების შემდეგ, იმ ოდენობით, რომელსაც განსაზღვრავს ADB ყოველი ასეთი ათვისებული თანხის გამრავლებით წილადზე, რომლის მრიცხველიც იქნება სესხზე თავდაპირველი შენატანი, რომელიც განსაზღვრულია 1-ელ პუნქტში მოცემულ ცხრილში, ძირითადი თანხის შესაბამისი გადახდის თარიღისთვის (სესხზე თავდაპირველი შენატანი), ხოლო მნიშვნელი იქნება ამ თარიღში ან ამ თარიღის შემდეგ დარჩენილი ძირითადი თანხის გადახდის თარიღების შესაბამისი თავდაპირველი შენატანების ჯამი, და ამგვარად დაანგარიშებული თანხა შეიძლება ჩასწორდეს, რათა მოხდეს ამ განრიგის მე-4 პუნქტში შესული ნებისმიერი თანხების გამოქვითვა, რომლებზეც ვრცელდება ვალუტის კონვერტაცია.

3. ათვისება, რომელიც განხორციელდა ძირითადი თანხის პირველი გადახდის თარიღამდე 2 კალენდარული თვის განმავლობაში,  ძირითადი თანხის ნებისმიერი გადახდის თარიღისთვის ძირითადი თანხის დაფარვისათვის გადასახადი თანხის გამოთვლის მიზნით, იქნება ჩათვლილი როგორც ათვისებული და გადაუხდელი, გამოთხოვის თარიღიდან ძირითადი თანხის დაფარვის შემდგომი თარიღისათვის და იქნება გადასახდელი ძირითადი თანხის  ყოველი გადახდის თარიღში, დაწყებული ათვისების თარიღის შემდეგ დამდგარი ძირითადი თანხის შემდგომი გადახდის თარიღიდან.

4. მიუხედავად ამ განრიგის პირველ და მეორე პუნქტებში შესული დებულებებისა, ათვისებული სესხის ძირითადი თანხის მთლიანი ან მისი ნებისმიერი ნაწილის დამტკიცებულ ვალუტაში კონვერტირებისას, დამტკიცებულ ვალუტაში კონვერტირებული თანხა, რომელიც უნდა იქნეს გადახდილი  ძირითადი თანხის დაფარვის მიზნით რომელიმე გადახდის თარიღში, რომელიც დადგება კონვერტირების პერიოდის განმავლობაში, განისაზღვრება ADB-ის მიერ კონვერტაციამდე თავის ვალუტაში დენომინირებული აღნიშნული თანხის გამრავლებით ერთ-ერთზე მომდევნო ორიდან:  (a) გაცვლით კურსზე, რომელიც ასახავს ძირითად თანხას აღნიშნულ დამტკიცებულ ვალუტაში, რომლის გადახდაც ხდება ADB-ს მიერ ვალუტის ჰეჯირების ტრანზაქციის ფარგლებში, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნულ კონვერტირებასთან ან (b) იმ შემთხვევაში, თუ ADB ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებს, კონვერტაციის პრინციპების შესაბამისად, გამოცხადებულ გაცვლით კურსზე.

5. თუ სესხის ათვისებული და გადაუხდელი ძირითადი თანხა დროდადრო იქნება დენომინირებული ერთზე მეტ სასესხო ვალუტაში, ამ განრიგში მოცემული დებულებები ცალ-ცალკე გამოიყენება სესხის ყოველ ვალუტაში განსაზღვრული თანხის მიმართ, ისე რომ მიღებულ იქნება ცალკე ამორტიზაციის გრაფიკი ყოველი ასეთი თანხისთვის.

 

განრიგი 3

სასესხო თანხების გამოთხოვა და მიღება

ზოგადი დებულება

1. თუ წინამდებარე განრიგის შესაბამისად ან ADB-თან სხვაგვარად არ იქნება შეთანხმებული, სასესხო თანხების ჩამორიცხვა განხორციელდება სესხის ჩამორიცხვის სახელმძღვანელოს შესაბამისად.

სადეპოზიტო ანგარიში

2. სესხის ანგარიშიდან თანხის გატანის პირველი განაცხადის ADB-სთვის გაგზავნამდე მსესხებელმა საქართველოს ეროვნულ ბანკში უნდა გამოყოს პროგრამისთვის ანგარიში, სადაც მოხდება სესხის ანგარიშიდან გამოტანილი მთელი თანხის დეპონირება.

3. მსესხებელმა უნდა შეინარჩუნოს სადეპოზიტო ანგარიშის განცალკევებული ანგარიშები და ჩანაწერები ADB-სთვის მისაღები ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების შესაბამისად.

სასესხო ანგარიშიდან თანხის გამოთხოვის საფუძველი

4. (a) ცხრილი ასახავს სესხის იმ თანხებს, რომლებიც განკუთვნილია ასათვისებლად ათვისებაზე მიბმული ინდიკატორების (DLI) შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი შეასრულებს შესაბამისი DLI-ის მიზნებს, როგორც ეს მოცემულია DLI-ის მატრიცაში. ცხრილში მითითებული მაჩვენებლები და წლები საორიენტაციოა. ისინი არ ზღუდავენ თანხის ათვისებას იმ საფუძვლით, რომ DLI-ის მიზნები მიღწეულია ცხრილში მითითებულ წელზე ადრე ან გვიან, იმ პირობით, რომ ასეთი DLI-ის მიზნების მიღწევა მოხდება პროგრამის დასრულების თარიღისთვის ან უფრო ადრე.

(b) ADB უფლებამოსილია მსესხებელთან შეთანხმებით გადაანაწილოს ცხრილში მითითებული სესხის თანხები იმავე DLI-ის ფარგლებში ან ერთი ინდიკატორიდან მეორეში.

5. მსესხებლის მიერ DLI-ის შესაბამისად სასესხო ანგარიშიდან თანხის ათვისების მოთხოვნამდე, მან პროგრამის განმახორციელებელი უწყების მეშვეობით, DLI-ის ვერიფიკაციის პროტოკოლის შესაბამისად ADB-ს უნდა წარუდგინოს დამაკმაყოფილებელი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ: (a) აღნიშნული DLI სრულად მიღწეულია; ან (b) იმ შემთხვევაში, თუ DLI-ის შემთხვევაში დასაშვებია თანხის ნაწილობრივი ათვისება (როგორც ეს მითითებულია DLI მატრიცაში), აღნიშნული ინდიკატორის მიღწეული დონე, DLI-ის ვერიფიკაციის პროტოკოლის შესაბამისად, საკმარისია ნაწილობრივი ათვისებისთვის. მას შემდეგ, რაც ADB დაადასტურებს ინდიკატორის სრულად ან ნაწილობრივ შესრულებას, მსესხებელს ექნება უფლება ADB-ს წარუდგინოს აღნიშნული DLI-სთვის სესხის შესაბამისი თანხის ათვისების განაცხადი.

წინასწარი დაფინანსება

6. DLI-ების მიღწევამდე, მსესხებელს შეუძლია სესხის ანგარიშიდან წინასწარი დაფინანსებისთვის თანხის გატანა, პროგრამის დაფინანსების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და აღნიშნული DLI-ების მისაღწევად, იმ პირობით, რომ წინასწარი დაფინანსების მიმდინარე ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სესხის თანხის 25%-ს. წინასწარი დაფინანსების თანხას, ან მის ნაწილს, ADB გამოქვითავს DLI-ების მიღწევის საფუძველზე გასაცემი სასესხო თანხებიდან.

შერიგება

7. თუ პროგრამის დასრულების თარიღისთვის ვერ მოხერხდება რომელიმე DLI-ის მიღწევა, მსესხებელმა პროგრამის დასრულების თარიღიდან 6 თვის ვადაში უნდა აუნაზღაუროს ADB-ს წინასწარი დაფინანსების ის გადასახდელი თანხა ან მისი ნაწილი, რომელიც გაწეულ იქნა შესაბამისი DLI-ისთვის. 

8. თუ პროგრამით გათვალისწინებული სრული დასაშვები ხარჯები მსესხებლის მიერ ათვისებული სესხის თანხაზე ნაკლებია, მსესხებელმა ADB-ს უნდა დაუბრუნოს სხვაობის თანხა პროგრამის დასრულების თარიღიდან 6 თვის ვადაში.

 

განრიგი 3-ის დანართი 1

 

სასესხო თანხების განაწილება და გამოთხოვა

ათვისებაზე მიბმული ინდიკატორები (DLI)

ADB-ის სრული დაფინანსების განაწილება (ევრო)

ADB-ის საერთო დაფინანსების წილი (%)

2026 (ევრო)

2027 (ევრო)

2028 (ევრო)

2029 (ევრო)

2030 (ევრო)

DLI 1

38,000,000

19

 

 

10,000,000

12,000,000

16,000,000

DLI 2

52,000,000

26

22,000,000

20,000,000

10,000,000

 

 

DLI 3

38,000,000

19

 

 

10,000,000

12,000,000

16,000,000

DLI 4

16,000,000

8

6,000,000

4,000,000

2,000,000

2,000,000

2,000,000

DLI 5

24,000,000

12

6,000,000

8,000,000

4,000,000

4,000,000

2,000,000

DLI 6

16,000,000

8

6,000,000

4,000,000

2,000,000

2,000,000

2,000,000

DLI 7

6,000,000

3

 

 

 

6,000,000

 

DLI 8

10,000,000

5

 

4,000,000

2,000,000

2,000,000

2,000,000

ჯამი

200,000,000

100

40,000,000

40,000,000

40,000,000

40,000,000

40,000,000

 

 

განრიგი 3-ის დანართი 2

 

 

 

 

მიზნობრივი მაჩვენებლები

ათვისებაზე მიბმული ინდიკატორები (DLI)

საწყისი მაჩვენებელი

საწყისი წელი

2026

2027

2028

2029

2030

შედეგი

DLI 1. მინიმუმ 50,000 ოჯახს სამიზნე ტერიტორიებზე ექნება ახალი ან გაუმჯობესებული, 24/7 წვდომა უსაფრთხო სასმელ წყალზე წვდომა.

0

2025

 

 

უსაფრთხო სასმელი წყლის მიწოდებისა და განაწილების ქსელები მინიმუმ 3,000 ახალი ოჯახისათვის ფუნქციონირებს.

უსაფრთხო სასმელი წყლის მიწოდებისა და განაწილების ქსელები მინიმუმ 20,000 ახალი ოჯახისათვის (საერთო ჯამში) ფუნქციონირებს.

უსაფრთხო სასმელი წყლის მიწოდებისა და განაწილების ქსელები მინიმუმ 50,000 ახალი ოჯახისათვის (საერთო ჯამში) ექსპლუატაციაშია.

შუალედური შედეგი 1

DLI 2. წყალმომარაგების სისტემების დეტალური საინჟინრო პროექტირება დასრულებულია მინიმუმ 100  დასახლებისთვის, მათ შორის 51 დასახლებისთვის, რომელთა პროექტებში გათვალისწინებულია გარემოსდაცვითი და კლიმატზე პასუხისმგებელი ზომები.

0

2025

(i) UWSCG-ს მიღებული აქვს ხელმოწერილი განაცხადები მინიმუმ 40 დასახლებისგან (A ჯგუფი), რომლებიც ადასტურებს ოჯახების მზადყოფნას გადაიხადონ მიერთებისთვის.

(ii) UWSCG-ს, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით, შემუშავებული აქვს საკონტროლო სია, რომელსაც პროექტირების ჯგუფი გამოიყენებს დარჩენილი 51 დასახლებისთვის (B ჯგუფი) ახალი დეტალური პროექტების მომზადებისას, გარემოსდაცვითი და კლიმატთან დაკავშირებული ფაქტორების გასათვალისწინებლად.

(iii) დეტალური პროექტირება დასრულებულია 49 დასახლებისთვის (A ჯგუფი).

(i) UWSCG-ს მიღებული აქვს ხელმოწერილი განაცხადები მინიმუმ 30 დასახლებისგან (B ჯგუფი), რომლებიც ადასტურებს მზადყოფნას გადაიხადონ საოჯახო მიერთებისთვის.

(ii) დეტალური პროექტირება დასრულებულია 30 დასახლებისთვის (B ჯგუფი) ADB-ის მხარდაჭერით შემუშავებული, კლიმატის გაუმჯობესებული დიზაინის სტანდარტების გამოყენებით.

დეტალური პროექტირება დასრულებულია 51 დასახლებისთვის (B ჯგუფი, 2027 წლიდან დაწყებული, საერთო ჯამში) კლიმატის გაუმჯობესებული დიზაინის სტანდარტების გამოყენებით.

 

 

DLI 3. კლიმატისა და კატასტროფების მიმართ მდგრადი ინფრასტრუქტურა უსაფრთხო სასმელი წყლის მიწოდების სისტემებისთვის აშენებულია მინიმუმ 100  დასახლებისთვის.

არ არის ხელმისაწვდომი

(ინფრასტრუქტურა არ არსებობს)

2025

 

 

კლიმატისა და კატასტროფების მიმართ მდგრადი ინფრასტრუქტურა სასმელი წყლის მიწოდების სისტემებისთვის დასრულებულია 5 დასახლებისთვის.

კლიმატისა და კატასტროფების მიმართ მდგრადი ინფრასტრუქტურა სასმელი წყლის მიწოდების სისტემებისთვის დასრულებულია 40 დასახლებისთვის (საერთო ჯამში).

კლიმატისა და კატასტროფების მიმართ მდგრადი ინფრასტრუქტურა სასმელი წყლის მიწოდების სისტემებისთვის დასრულებულია 100 დასახლებისთვის (საერთო ჯამში).

შუალედური შედეგი 2

DLI 4. საოჯახო მიერთებებისთვის ხელმისაწვდომი გადახდის სქემები დამტკიცებულია და იმპლემენტირებულია, მოხმარების შესახებ ანგარიშგებით, რომელიც დიფერენცირებულია კაცი/ქალი მომხმარებლების მიხედვით.

არ არის ხელმისაწვდომი

(გადახდის სქემები ჯერ არ არის დამტკიცებული)

 

(i) UWSCG-მ გასცა ოფიციალური დადგენილება, რომელიც ახალი მიერთებებისთვის 5-წლიან ნაწილ-ნაწილ გადახდას უზრუნველყოფს.

(ii) UWSCG აქვეყნებს ანგარიშს ყველა ტერიტორიაზე იმ ოჯახების წილის შესახებ, რომლებმაც დადგენილების გამოცემის შემდეგ ახალი მიერთებებისთვის გამოიყენეს განვადებით გადახდის სქემა, ანგარიშგება დიფერენცირებულია კაცი/ქალი მომხმარებლების მიხედვით.

UWSCG აქვეყნებს ანგარიშს ყველა ტერიტორიაზე იმ ოჯახების წილის შესახებ, რომლებმაც დადგენილების გამოცემის შემდეგ ახალი მიერთებებისთვის გამოიყენეს განვადებით გადახდის სქემა, ანგარიშგება დიფერენცირებულია კაცი/ქალი მომხმარებლების მიხედვით.

UWSCG აქვეყნებს ანგარიშს ყველა ტერიტორიაზე იმ ოჯახების წილის შესახებ, რომლებმაც დადგენილების გამოცემის შემდეგ ახალი მიერთებებისთვის გამოიყენეს განვადებით გადახდის სქემა, ანგარიშგება დიფერენცირებულია კაცი/ქალი მომხმარებლების მიხედვით.

UWSCG აქვეყნებს ანგარიშს ყველა ტერიტორიაზე იმ ოჯახების წილის შესახებ, რომლებმაც დადგენილების გამოცემის შემდეგ ახალი მიერთებებისთვის გამოიყენეს განვადებით გადახდის სქემა, ანგარიშგება დიფერენცირებულია კაცი/ქალი მომხმარებლების მიხედვით.

UWSCG აქვეყნებს ანგარიშს ყველა ტერიტორიაზე იმ ოჯახების წილის შესახებ, რომლებმაც დადგენილების გამოცემის შემდეგ ახალი მიერთებებისთვის გამოიყენეს განვადებით გადახდის სქემა, ანგარიშგება დიფერენცირებულია კაცი/ქალი მომხმარებლების მიხედვით.

DLI 5. უსაფრთხო სასმელი წყლის მიწოდების სისტემების ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების რეგულაციები – მათ შორის ციფრული ხელსაწყოების გამოყენებით – დამტკიცებულია და დანერგილია მდგრადი და ეფექტიანი ოპერაციების უზრუნველსაყოფად.

არ არის ხელმისაწვდომი

2025

სოფლის წყალმომარაგების სისტემების ეფექტიანი მონიტორინგისა და ექსპლუატაციისთვის ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის გეგმა მზადდება ADB-ის მხარდაჭერით.

UWSCG-ის  აქტივების ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების რეგულაციები – მათ შორის ციფრული ხელსაწყოების გამოყენებით – შემუშავებულია და დამტკიცებულია UWSCG-ის მიერ, რომელშიც განსაზღვრულია, რომ წყალმომარაგების სისტემა საშუალოდ წელიწადში მინიმუმ 250 დღე უნდა ფუნქციონირებდეს.

(i) UWSCG-ის აქტივების ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების რეგულაციები დანერგილია მინიმუმ 10 სერვის ცენტრში.

(ii) UWSCG ანგარიშს აქვეყნებს ქალთა დასაქმების გაზრდის სტრატეგიების შესახებ, მათ შორის რეგიონულ სერვის ცენტრებში.

(i) UWSCG-ის პროგრამის აქტივების ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების რეგულაციები დანერგილია მინიმუმ 20 სერვის ცენტრში (საერთო ჯამში).

(ii) UWSCG ანგარიშს აქვეყნებს ქალთა დასაქმების გაზრდის სტრატეგიების შესახებ, მათ შორის რეგიონულ სერვის ცენტრებში.

(i) UWSCG-ის აქტივების ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების რეგულაციები დანერგილია მინიმუმ 40 სერვის ცენტრში (საერთო ჯამში).

(ii) UWSCG ანგარიშს აქვეყნებს ქალთა დასაქმების გაზრდის სტრატეგიების შესახებ, მათ შორის რეგიონულ სერვის ცენტრებში.

DLI 6. მინიმუმ 70 პროგრამით გათვალისწინებულ დასახლებას მიაღწია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიამ წყლის რესურსების დაცვისა და კლიმატზე პასუხისმგებელი ქცევის შესახებ.

 

არ არის ხელმისაწვდომი

2025

საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიები წყლის რესურსების დაცვისა და კლიმატზე პასუხისმგებელი ქცევის შესახებ შემუშავებულია და დამტკიცებულია UWSCG-ის.

(i) 10 შერჩეულ დასახლებას მიაღწია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიამ წყლის რესურსების დაცვისა და კლიმატზე პასუხისმგებელი ქცევის შესახებ.

(ii) შეფასებულ პირთა მინიმუმ 30%-ს გაზრდილი აქვს ცნობიერება/ცოდნა კამპანიის ძირითადი საკითხების შესახებ.

(i) 30 შერჩეულ დასახლებას მიაღწია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიამ წყლის რესურსების დაცვისა და კლიმატზე პასუხისმგებელი ქცევის შესახებ.

(ii) შეფასებულ პირთა მინიმუმ 30%-ს გაზრდილი აქვს ცნობიერება/ცოდნა კამპანიის ძირითადი საკითხების შესახებ.

 

(i) 50 შერჩეულ დასახლებას მიაღწია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიამ წყლის რესურსების დაცვისა და კლიმატზე პასუხისმგებელი ქცევის შესახებ.

(ii) შეფასებულ პირთა მინიმუმ 30%-ს გაზრდილი აქვს ცნობიერება/ცოდნა კამპანიის ძირითადი საკითხების შესახებ.

(i) 70 შერჩეულ დასახლებას მიაღწია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიამ წყლის რესურსების დაცვისა და კლიმატზე პასუხისმგებელი ქცევის შესახებ.

(ii) შეფასებულ პირთა მინიმუმ 30%-ს გაზრდილი აქვს ცნობიერება/ცოდნა კამპანიის ძირითადი საკითხების შესახებ.

DLI 7. ეროვნული წყალმომარაგებისა და წყალარინების ჩარჩო – 2030 წლის შემდეგი საშუალო და გრძელვადიანი ფინანსური პროგნოზით (მათ შორის კაპიტალური ინვესტიციები, ექსპლუატაცია და ტექნიკური მომსახურება (O&M) და დაფინანსების გეგმები) – შემუშავებულია, დამტკიცებულია და გამოქვეყნებულია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს (MOI) მიერ.

2021-2030 წლების ჩარჩო

 

 

 

 

2030 წლის შემდეგი პერიოდისათვის ეროვნული წყალმომარაგებისა და წყალარინების ჩარჩო დამტკიცებულია და გამოქვეყნებულია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს (MOI) მიერ.

 

DLI 8. კონსულტაციური და გამჭვირვალე PIM პროტოკოლები, რომლებიც შეესაბამება ეროვნული სტანდარტის მოთხოვნებს და მიმართულებას აძლევს UWSCG-ს ინვესტიციებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, დამტკიცებულია და დანერგილია.

პროტოკოლები არ არის

 

 

PIM პროტოკოლების სახელმძღვანელო, მათ შორის, გამჭვირვალობის კრიტერიუმებით, შედგენილია.

მინიმუმ 5 შემდგომი შეხვედრა ჩატარდა PIM პროტოკოლების პროექტის დასაზუსტებლად და გასაუმჯობესებლად.

(i) UWSCG-ის მიერ დასანერგი საბოლოო PIM პროტოკოლები გამოქვეყნებულია UWSCG-ის ვებგვერდზე.

(ii) ძირითადი საინვესტიციო პროექტების PIM დოკუმენტაციის 30% მომზადებულია და ხელმისაწვდომია საჯაროდ.

ძირითადი საინვესტიციო პროექტების PIM დოკუმენტაციის 75% მომზადებულია და ხელმისაწვდომია საჯაროდ.

 

განრიგი 4

პროგრამის განხორციელება და სხვა საკითხები

განხორციელების ღონისძიებები

1. მსესხებელმა და პროგრამის აღმასრულებელმა უწყებამ, პროგრამის განმახორციელებელი უწყების მეშვეობით, უნდა უზრუნველყონ პროგრამის განხორციელება PID-ით განსაზღვრული დეტალური ღონისძიებების შესაბამისად. PID-ში რაიმე სახის შემდგომი ცვლილება ძალაში შევა მხოლოდ პროგრამის განმახორციელებელი უწყებისა და ADB-ის მიერ დამტკიცების შემდეგ. PID-სა და წინამდებარე სასესხო შეთანხმებას შორის რაიმე სახის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება წინამდებარე სასესხო შეთანხმებაში შესულ დებულებებს.

2. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ პროგრამის ფარგლებში დასაშვები ხარჯების ჯამური რაოდენობა უდრიდეს ან აღემატებოდეს აღნიშნული პროგრამის დასასრულისთვის მსესხებლის მიერ ათვისებულ სასესხო თანხას. დასაშვები ხარჯები წარმოადგენს საქართველოს ხედვა 2030-ის ფარგლებში გაწეულ ხარჯებს, თუმცა არ მოიცავს შემდეგ ხარჯებს: (a) სამუშაოების, საქონლისა და მომსახურების შესყიდვა ADB-ის მიერ აკრძალულ ან შეჩერებულ სიაში მყოფი პირებისგან ან ორგანიზაციებისგან; (b) შესყიდვა, რომელიც მოიცავს მაღალი ღირებულების ხელშეკრულებებს; (c) SPS-ის შესაბამისად გარემოსდაცვითი და განსახლების გავლენის მიხედვით A კატეგორიად კლასიფიცირებული საქმიანობა და, ასევე, SPS-ის შესაბამისად, მკვიდრ მოსახლეობაზე გავლენის თვალსაზრისით  A და B კატეგორიებად კლასიფიცირებული საქმიანობა; (d) ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც შეფასებულია როგორც, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი - სენსიტიური, მრავალფეროვანი ან უპრეცედენტო უარყოფითი ზეგავლენის გამომწვევი გარემოს ან/და დაზარალებული მოსახლეობისთვის; და (ე) ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც წარმოადგენს აკრძალულ საინვესტიციო საქმიანობას SPS-ის მე-5 განრიგის შესაბამისად.

DLI-თან შესაბამისობა და დიალოგი პროგრამის ფარგლებში

3. მსესხებელმა, პროგრამის განმახორციელებელი უწყების მეშვეობით უნდა უზრუნველყოს პროგრამის ფარგლებში მიღწეული ყველა DLI-ის შესრულება საქართველოს ხედვა 2030-ის განმავლობაში.

4. მსესხებელმა უნდა აცნობოს ADB-ს ყველა იმ განხილვის შესახებ, რომელსაც იგი აწარმოებს სხვა მრავალმხრივი ან ორმხრივი დახმარების სააგენტოებთან, თუკი ამ განხილვებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს საქართველოს ხედვა 2030-ის განხორციელებაზე და უნდა უზრუნველყოს, რომ ADB-ს მიეცეს შესაძლებლობა გამოთქვას შენიშვნები ასეთი განხილვების შედეგად მიღებულ შეთავაზებებზე. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და მის განხორციელებამდე მსესხებელმა უნდა გაითვალისწინოს ADB-ს მოსაზრებები აღნიშნულ შეთავაზებებთან დაკავშირებით.

ტექნიკური, ფინანსური და სხვა მოთხოვნები

5. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ პროგრამის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება: ტექნიკური, ფინანსური მართვის, კორუფციასთან ბრძოლისა და მონიტორინგისა და შეფასების სფეროებში შესრულდეს დროულად და ეფექტიანად.

6. პროგრამის შუალედური შეფასებისას დაფინანსების დეფიციტის არსებობის შემთხვევაში მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ზომების მიღება და საჭირო საბიუჯეტო სახსრების გამოყოფა აღმასრულებელი ან/და განმახორციელებელი უწყებისთვის, რათა სრულად დაფაროს აღნიშნული დეფიციტი PID-ით შეთანხმებული სახით და შესაბამის ვადებში. მსესხებელი უზრუნველყოფს პროგრამის განმახორციელებელი სააგენტოსთვის ექსპლუატაციისა და მოვლა-პატრონობის სახსრებისა და სხვა მიმდინარე ხარჯების დროულ გამოყოფასა და ხელმისაწვდომობას.

შესყიდვები

7. მსესხებელმა პროგრამის განმახორციელებელი უწყების მეშვეობით უნდა უზრუნველყოს, რომ თითოეული ხელშეკრულების დადება პროგრამის ფარგლებში ხორციელდებოდეს პროგრამის შესყიდვების სისტემის საფუძველზე, კონკურენციის, ეკონომიურობისა და ეფექტიანობის, გამჭვირვალობის, ხარისხის, ფასისა და სარგებლიანობის ოპტიმალური თანაფარდობის, სამართლიანობისა და თანაბარი შესაძლებლობების პრინციპების გათვალისწინებით.

8. მსესხებელმა პროგრამის განმახორციელებელი უწყების მეშვეობით უნდა უზრუნველყოს, რომ პროგრამით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება შესყიდვების მიმართულებით განხორციელდეს დროულად და ეფექტიანად.

გარემოსდაცვითი და სოციალური გარანტიები

9. მსესხებელმა პროგრამის განმახორციელებელი უწყების მეშვეობით უნდა უზრუნველყოს გარემოსდაცვითი და სოციალური გარანტიების მიმართულებით პროგრამით გათვალისწინებული ყველა ღონისძიების დროულად და ეფექტიანად განხორციელება.

10. (a) მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს ან შექმნას პირობები, რათა პროგრამის განმახორციელებელმა უწყებამ უზრუნველყოს, რომ პროგრამით გათვალისწინებული სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები არ მოიცავდეს მნიშვნელოვან უარყოფით გარემოსდაცვით და განსახლებასთან დაკავშირებულ ზემოქმედებას, რაც SPS-ით მიეკუთვნება A  კატეგორიას. პროგრამის ფარგლებში ყოველგვარი მშენებლობის ან რეაბილიტაციის დაწყებამდე, მსესხებელმა უნდა ჩაატაროს ან უზრუნველყოს, რომ პროგრამის განმახორციელებელმა უწყებამ ჩაატაროს სკრინინგი, რათა უზრუნველყოს SPS-ის მნიშვნელობით გარემოს ან განსახლების A კატეგორიის ზემოქმედების მქონე სამუშაოების გამორიცხვა პროგრამიდან.

(b) მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს ან შექმნას პირობები, რათა პროგრამის განმახორციელებელმა უწყებამ უზრუნველყოს, რომ პროგრამით გათვალისწინებული ყველა ღონისძიების მომზადება, დაპროექტება, მშენებლობა, განხორციელება, ექსპლუატაცია და ექსპლუატაციიდან ამოღება შეესაბამებოდეს: (i) მსესხებლის ყველა მოქმედ კანონს, მარეგულირებელ და სახელმძღვანელო წესს გარემოსდაცვითი, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მიმართულებით; (ii) გარემოსდაცვით საგარანტიო მექანიზმებს; და (iii) პროგრამის სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ ყველა ზომასა და მოთხოვნას, მათ შორის, მონიტორინგის მოთხოვნას.

11. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს ან შექმნას პირობები, რათა პროგრამის განმახორციელებელმა უწყებამ უზრუნველყოს, რომ პროგრამით გათვალისწინებული ყველა ღონისძიების მომზადება, დაპროექტება, მშენებლობა, განხორციელება, ექსპლუატაცია და ექსპლუატაციიდან ამოღება შეესაბამებოდეს:

(a) მსესხებლის ყველა მოქმედ კანონსა და მარეგულირებელ წესს განსახლების მიმართულებით; (b) იძულებითი განსახლების საგარანტიო მექანიზმებსა; და (c) პროგრამის სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ ყველა ზომასა და მოთხოვნას, მათ შორის, მონიტორინგის მოთხოვნას.

12. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს ან შექმნას პირობები, რათა პროგრამის განმახორციელებელმა უწყებამ უზრუნველყოს, რომ პროგრამა არ შეიცავდეს რაიმე სახის რისკს ან ზემოქმედებას მკვიდრ მოსახლეობაზე, SPS-ით განსაზღვრული შინაარსით. თუ გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო პროგრამა მოიცავს მსგავს ზემოქმედებას, მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს პროგრამის შესაბამისობა:

(a) მსესხებლის ყველა მოქმედ კანონთან და მარეგულირებელ წესთან მკვიდრი მოსახლეობის შესახებ;

(b) მკვიდრი მოსახლეობის დაცვის საგარანტიო მექანიზმებთან; და

(c) პროგრამის სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ ყველა ზომასა და მოთხოვნასთან, მათ შორის, მონიტორინგის მოთხოვნასთან.

გენდერი და სოციალური თანასწორობა

13. მსესხებელმა პროგრამის განმახორციელებელი უწყების მეშვეობით უნდა უზრუნველყოს გენდერული და სოციალური თანასწორობის მიმართულებით პროგრამით გათვალისწინებული ყველა ღონისძიების დროული და ეფექტიანი განხორციელება.

DLI-ის ვერიფიკაცია

14. (a) მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს და ასევე შექმნას პირობები, რათა აღმასრულებელმა და განმახორციელებელმა უწყებებმა უზრუნველყონ, რომ (i) ყველა ის პირი, რომელიც ადასტურებს DLI-ებს PID-ით განსაზღვრული ვერიფიკაციის პროტოკოლის შესაბამისად, აკმაყოფილებდეს დამოუკიდებლობისა და კომპეტენციის ADB-თვის მისაღებ სტანდარტებს; (ii) ამ პირებს ჰქონდეთ შესაძლებლობა განახორციელონ მიმოხილვა მათ საქმიანობაში ყოველგვარი ზემოქმედებისა და ჩარევის გარეშე და მათ მიეწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია, მასალა და დახმარება DLI-ების შესრულების დასადასტურებლად.

(b) ვერიფიკაციის განმახორციელებელ დამოუკიდებელ აგენტებთან მიმართებით, პროგრამის განმახორციელებელმა უწყებამ: (i) ეს სუბიექტები ან პირები უნდა შეარჩიოს PID-ით განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმებისა და ტექნიკური დავალების შესაბამისად და ADB-ის წინასწარი თანხმობით; და (ii) ADB-ს დროულად უნდა წარუდგინოს დამოუკიდებელი ვერიფიკაციის სუბიექტების მიერ მომზადებული და წარდგენილი ვერიფიკაციის ანგარიშები DLI-ებთან დაკავშირებით.

შესრულების ანგარიშები

15. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს რომ განმახორციელებელმა უწყებამ ADB-ს დროულად წარუდგინონ პროგრამის მიმდინარეობის ნახევარწლიური ანგარიშები.

მმართველობა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა

16. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, ან შექმნას პირობები, რათა პროგრამის აღმასრულებელმა და განმახორციელებელმა უწყებებმა უზრუნველყონ პროგრამის შესაბამისობა ADB-ის სახელმძღვანელო მითითებებთან, რომლებიც მიზნად ისახავს კორუფციის, თაღლითობისა და სხვა აკრძალული ქმედებების პრევენციას და შემცირებას შედეგებზე ორიენტირებულ პროგრამულ სესხებში, როგორც ამას ითვალისწინებს PID-ის  1-ელი განრიგი („ანტიკორუფციული სახელმძღვანელო“) და ყველა შესაბამისი ზომის დროულად მიღებას პროგრამასთან დაკავშირებული თაღლითობის, კორუფციისა და სხვა აკრძალული ქმედებების თავიდან აცილების, გამოვლენისა და მათზე რეაგირების მიზნით.

17. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს ან შექმნას პირობები, რათა პროგრამის აღმასრულებელმა და განმახორციელებელმა უწყებებმა  უზრუნველყონ, რომ:

(a) მიაწოდოს ინფორმაცია ADB-ს პროგრამასთან დაკავშირებულ თაღლითობის, კორუფციის ან სხვა აკრძალული ქმედებების შესახებ ყოველგვარ განცხადებასთან დაკავშირებით; ასევე (b) სრულად ითანამშრომლოს ADB-თან მსგავსი ბრალდებების გამოძიებისას და გაუწიოს საჭირო დახმარება, მათ შორის, შესაბამის დოკუმენტებზე წვდომის უზრუნველყოფით, გამოძიების წარმატებით დასასრულებლად.

18. წინამდებარე შეთანხმების ამოქმედებიდან 90 დღის განმავლობაში მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, ან შექმნას პირობები, რათა პროგრამის განმახორციელებელმა უწყებამ განაახლოს საჯარო ვებგვერდი და: (a) წარმოადგინოს ინფორმაცია პროგრამის მიმდინარეობის შესახებ; და (b) გაავრცელოს სხვა შესაბამისი ინფორმაცია პროგრამის განხორციელების შესახებ.